თამთა ჩაჩანიძე 31.10.2024

პარლამენტის პირველი სხდომა ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში გაიმართება. მას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება, როგორც „ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი. ოპოზიცია და პრეზიდენტი არჩევნების შედეგს არ აღიარებენ და, კონსტიტუციონალისტების აზრით, ეს პარლამენტის ულებამოსილების ცნობას ხელს ვერ შეუშლის. პირველი სხდომის დღეს კი, საკანონმდებლო ორგანოში და მის გარეთ, ანალიტიკოსები ვითარების დაძაბვას არ გამორიცხავენ.
|
ნატალია ჯვარიძე 31.10.2024

ევროინტეგრაციის პროცესი გაყინულია. ევროკავშირის გაფართოების ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის გაწერილი 9 დათქმა შესრულებული არაა და პირიქით, ამ პროცესის საწინააღმდეგო ქმედებებია გაკეთებული. ანალიტიკოსები ევროკავშირისგან მომდევნო მოსალოდნელ ნაბიჯებზე საუბრობენ, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერებაზე.
|
ქეთო გოგოხია 30.10.2024

სარეცხი მანქანების, მაცივრებისა სხვადასხვა ელექტრომოწყობილოებების ქართულ ენაზე ეტიკეტირება სავალდებულო ხდება. მსგავსი რეგულაცია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით გაკეთდა. მთავარია, კანონის შემოღების პარალელურად კონტროლის მექანიზმზეც გამახვილდეს ყურადღება. როგორც მომხმარებელთა უფლებადამდცველები აცხადებენ, მსგავსი ვალდებულება არსებობს სურსათის სფეროში, ასევე ფარმაციის ბაზარზე, მაგრამ ხარვეზ ბია აღსრულების მხრივ და სავარაუდოდ, ასევე იქნება ტექნიკის ბაზარზეც.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.10.2024

ევროკავშირის ლიდერებმა ბლოკის გაფართოების მორიგი დოკუმენტი 30 ოქტომბერს წარადგინეს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ევროპელი ლიდერები საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში ჩატარებულ არჩევნების საერთაშორისო გამოძიებისკენ და გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონებიის გაუქმებისკენ მოუწოდებენ.
|
გვანცა წულაია 30.10.2024

საქართველოს კიდევ ერთი ჰესი შეემატა. გუშინ დღიდან `ხობი 2 ჰესი” ექსპლუატაციაში ოფიციალურად შევიდა. მართალია, ამ კუთხით მთავრობას მოსახლოების მხარდაჭერა ნაკლებად აქვს, მაგრამ 2030 წლისათვის საკმაოდ ამბიციური გეგმაა შემუშავებული, რაც 10 ათასი მეგავატი დადგმული სიმძლავრის ექსპლუატაციაში შესვლას გულისხმობს. ენერგეტიკოსები ფიქრობენ, რომ მიზანი ძალიან რთულად მისაღწევია.
|
ელზა პაპოშვილი 30.10.2024

შესაძლებელია თუ არა ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დაინიშნოს და წავა თუ არა ამაზე მმართველი გუნდი. რამ უნდა აიძულოს „ქართული ოცნება“, რომ ეს ნაბიჯი გადადგას და ოპოზიციის მოთხოვნა ხელახალი არჩევნების შესახებ დააკმაყოფილოს.
|
ნატალია ჯვარიძე 30.10.2024

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინამ ჩრდილოეთ კორეას ჯარებს საპასუხო დარტყმით უნდა უპასუხოს, თუკი ისინი უკრაინის ტერიტორიაზე შევლენ. „როიტერის" ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შეშფოთებული რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნით.
|
ნატალია ჯვარიძე 30.10.2024

პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიემა დაიწყო. უწყების ცნობით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგამოძიებო უყებაში გამოკითხვის მიზნით დაბარებულია. ანალიტიკოსების შეფასებით, გამოძიების დაწყება და პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარება სხვადასხვა მიზეზებმა განაპირობა.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.10.2024

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირადად ეხმიანება - საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გამოიძიოს ყველა დარღვევა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ არჩევნებზე ხედვები მშვიდობიანად გამოხატონ, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა "არ გამოაცხადეს თავისუფლად და სამართლიანად".
|
გვანცა წულაია 29.10.2024

ბოლო წლებში საქართველომ ექსპორტის მაჩვენებელი გააუმჯობესა. ქვეყანა დღეს იმაზე მეტ პროდუქციას აწარმოებს და ყიდის, ვიდრე წინა პერიოდში ხდებოდა, და, როგორც ითქვა, პერსპექტივა და შესაძლებლობა იმაზე ბევრად მეტია, რაც დღესაა.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.10.2024

საქართველოს არჩევნების ისტორიაში შესაძლოა მალე უპრეცედენტო ფაქტი ვიხილოთ - აშშ და ევროკავშირი 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ და კონსულტაციებს აწარმოებენ, თუ რომელი საერთაშორისო ორგანო გამოიძიებს საქმეს. მედიაში უკვე გაჟღერდა ერთი შესაბამისი ორგაიზაციის დასახელება.
|
ელზა პაპოშვილი 29.10.2024

გორის რაიონის სოფელ ატენში 50 წლამდე კაცი მოკლეს. როგორც ადგილობრივების მონაყოლიდან ირკვევა, შუახნის მამაკაცს შელაპარაკება თანასოფლელთან მოუვიდა, რის შემდეგ მათ შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ამის შემდეგ კი 50 წლის მამაკაცს თანასოფლელმა ცივირი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც კაცი ადგილზევე დაიღუპა. მისი გადარჩენა სასწრაფო დახმარებამ ვეღარ შეძლო. მამაკაცი უკვე სისხლისგან იყო დაცლილი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|