ქეთო გოგოხია
25.10.2024

"რთველი 2024" დასრულდა. მთავრობამ პირობა შეასრულა და მოსავლის შეუფერხებლად ჩაბარება ყველა მევენახემ შეძლო.  ახლა სწორება ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტზეა, რაც ასევე წარმატებით ხორციელდება. დარგის მხარდამჭერი ღონისძიებები ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს. ქართული ღვინოს ცნობადობა განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე იზრდება, რასაც უცხოელი პარტნიორები თამამად აღიარებენ. უფრო მეტი შესაძლებლობაა იმისთვისაც, რომ ქართველი მეღვინეები წარმატებით წარდგნენ გლობალურ გამოფენებზე და გაყიდვების არეალი გააფართოონ.

ელზა პაპოშვილი
24.10.2024

24 ოქტომბერს ფინანსურმა პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სახლში სპეცოპერაციების სერია ჩაატარა. როგორც ცნობილი ხდება, პოლიცია შევიდა ამერიკულ ორგანიზაცია Concentrix Georgia-ში,  „შაბათის შოუს" მსახიობის, ონისე ცხადაძისა და მისი ძმის სახლში, ჩხრეკები ჩატარდა Atlantic Council-ის თანამშრომლების  სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებშიც.      

ნატალია ჯვარიძე
24.10.2024

არჩევნებამდე 2 დღით ადრე ფინანსთა საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამერიკულ კომპანიების და მათი თანამშრომლების სახლების ჩხრეკის ბრძანება გასცა. საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ სპეცოპერაციები თბილისსა და რეგიონებში ე.წ. ქოლცენტრებს უკავშირდება. გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: ფულის გათეთრება, გადასახადებისგან თავის არიდება და თაღლითობა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს წინასაარჩევნოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინების მცდელობაა.

თამთა ჩაჩანიძე
24.10.2024

გადამწყვეტ არჩევნებამდე მცირე დროა დარჩენილი, სოციოლოგიურმა კომპანიებმაც ტრადიციულად ბოლო წინასაარჩევნო კვლევები გამოაქვეყნეს, სადაც კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 5%-იან ბარიერს 3-5 ძალა ლახავს. საველე სამუშაოები ჩატარებულია 21 ოქტომბრამდე და მათი შეფასებით, მეტ ნაკლებად ასახავს, რა განწყობა აქვს ხალხს. თავის მხრივ საკუთარი მოსაზებები აქვთ რეიტინგებზე ანალიტიკოსებს.

ელზა პაპოშვილი
24.10.2024

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პოლიტიკური მხარეები წინასაარჩევნო გარემოს შესახებ საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას ისევ ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინების ფაქტებზე ამახვილებენ. მმართველი გუნდის შეფასებით წინასაარჩევნო გარემო უპრეცედენტოდ მშვიდია, ოპოზიცია კი არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება. პარალელურად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაფიქსირებული სავარაუდო კანონდარღვევების ფაქტებზე საუბრობს არასამთავრობო სექტორი.   

გვანცა წულაია
24.10.2024

საქართველოს მთავრობა 2028 წლისთვის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის მკვეთრად შემცირებას გეგმავს. პრემიერი ამბობს, რომ ოთხ წელიწადში თითქმის 300 ათასი ადამიანი დააღწევს სიღარიბეს თავს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ გეგმის განხორციელება რეალურია, თუმცა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში. 

ნატალია ჯვარიძე
24.10.2024

არჩევნების დღიდან დიდი პრობლემები დაიწყება, იმ შემთხვევაში თუკი ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ გაიმარჯვა, ევროპა და ამერიკა მოქმედებას დაიწყებენ - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
24.10.2024

„ეს ორი დღე უნდა ავიტანოთ, 26 ოქტომბერს უკვე არჩევნების დღეა, 25 ოქტომბერია კრიტიკული პერიოდი და რაღაცნაირად უნდა გადავაგოროთ", - აცხადებს "რეზონანსთან" ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოპოზიციის იმ განცხადებების შეფასებისას, სადაც საუბარია, რომ გარკვეულ ლოკაციებზე კამპანიის ჩატარება უკვე შეუძლებელი გახდა.

ქეთო გოგოხია
24.10.2024

სოფლის განვითარების სააგენტო სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ყველა მისი პროექტი სექტორის წინსვლასა და ფერმერული მეურნეობების დახმარებაზეა ორიენტირებული. სულ ახლახან სააგენტომ დამატებით ახალი პროგრამები დაიწყო, რომლის მიზანიც სასათბურე მეურნეობების, მეფუტკრეობის და სარწყავი სისტემების განვითარებაა.

ელზა პაპოშვილი
23.10.2024

სისხლიანი გარჩევა ორბელიანზე - სასამართლომ 20 წლის ნიკი ტააგიევის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 2005 წელს დაბადებული18 წლის სანდრო პაკელიანია დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

ქეთო გოგოხია
23.10.2024

არჩევნებამდე სტაბილური ეკონომიკა შესაძლოა გარკვეული საფრთხის ქვეშ დადგეს. რამდენად საფუძვლიანია ვარაუდი და რამდენად სტაბილურად გააგრძელდება ეკონომიკური აქტივობები, დიდწილად პოლიტიკურ პროცესებზე იქნება დამოკიდებული, რის წინაშეც ქვეყანა არჩევნების შემდგომ პერიოდში დადგება.

თამთა ჩაჩანიძე
23.10.2024

"ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია თბილისში, საფინალო მასშტაბური აქციით დაასრულა. მმართველი პარტიის მხარდამჭერები მთავარ ღონისძიებას რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობით შეუერთდნენ, როგორც დედაქალაქიდან, ისე რეგიონებიდან. სპეციალურად გამართულ სცენიდან კი, შეკრებილ ადამიანებს პარტიის ლიდერებმა 19:00 საათიდან მიმართეს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×