ელზა პაპოშვილი
01.11.2024

ოპოზიციასა და მის ამომრჩეველს შორის დაპირისპირება დაიწყო. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომ ისინი გეგმას ორშაბათს წარადგენენ, ეს მათი მხარდამჭერების ბრაზის მიზეზი გახდა. ის, რომ პოლიტიკოსებმა, არჩევნებიდან მეხუთე დღესაც, მხოლოდ აქციის დაანონსება შეძლეს და თქვეს, რომ მოქმედების დღის წესრიგის შესახებ სწორედ ამ აქციაზე ისაუბრებენ, ბევრისთვის გაუგებარი აღმოჩნდა.

ნატალია ჯვარიძე
01.11.2024

ოპოზიციის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ ხალხს სამოქმედო გეგმას დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე გააცნობენ, მათი მხადამჭერების დიდი ნაწილი გააღიზიანა. უკმაყოფილება განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში გამოჩნდა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს მოსახლეობაში გარკვეულწილად უნდობლობას აჩენს. ზოგიერთი იმასაც ვარაუდობს, რომ ოპოზიციას რეალური გეგმა არ გააჩნია და ემოციით მოქმედებს, რომელსაც მათივე აზრით, დიდი შედეგი არ ექნება.

თამთა ჩაჩანიძე
01.11.2024

რუსეთ-უკრაინის ომში ოფიციალურად უკვე მესამე ქვეყანაც ერთვება, ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ რუსების სასარგებლოდ იბრძოლებენ უკრაინის წინააღმდეგ. ოფიციალურმა კიევმა კი არ გამორიცხა, რომ მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩრდილოკორეელი ლიდერის კიმ ჩენ ინის დაპატიმრების ორდენის გაცემის თაობაზე.

ნატალია ჯვარიძე
01.11.2024

შეიძლება დონალდ ტრამპის მოსვლამ ყველაფერი არ გადაწყვიტოს, თუმცა მას გარკვეული პოლიტიკური ხაზი საქართველოსთან დამოკიდებულებაშიც ექნება, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
01.11.2024

ოპოზიცია უწყვეტ პროტესტს აანონსებს, რის პარალელურადაც, საქართველოში ჩატარებულ ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. დიდი აქცია ორშაბათს 19:00 საათისთვის დაიგეგმა, რაზედაც ოპოზიციურმა ფლანგმა სპეციალური ბრიფინგი ჩანიშნა 31 ოქტომბრის ღამეს, თუმცა მათ შორის არ იდგა გიორგი გახარია. ოპოზიცია ირწმუნება, რომ გამოსვლებს ყოფილი პრემიერის გუნდიც უერთდება, თავად გახარიას კომენტარი არ გაუკეთებია.

ირმა ჩიტაია
31.10.2024

უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობა არ შერყეულა. არჩევნებიდან სულ რამდენიმე დღე გავიდა და უკვე იგძნობა, რომ პოლიტიკურ პროცესებს სექტორზე  ნეგატიურად არ უმოქმედის. მომხმარებლები, რომლებიც ფართების შეძენისგან თავს იკავებდნენ, ახლა შედარებით გამოცოცხლდნენ. როგორც ჩანს, არჩევნების შემდეგ ხალხს სტაბილურობის განცდა დაეუფლა. ეს კი ხელს უწყობს ბაზრის დინამიკურ განვითარებას. ამიტომაც, მშენებლებისა და დარგის სპეციალისტების თქმით, სეგმენტში განვითარების ტენდენცია აღარ შეიცვლება.

თამთა ჩაჩანიძე
31.10.2024

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, სულ რაღაც ხუთ დღეში გახდება ცნობილი დონალდ ტრამპი გახდება პრეზიდენტი თუ კამალა ჰარისი. კანდიდატებმა შემაჯამებელი შეხვედრები უკვე გამართეს, ჰარისმა თეთრი სახლის მიმდებარედ, ხოლო ტრამპმა პენსილვანიაში. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, პოზიციები და რეიტინგი თითქმის თანაბარია და ორივე კანდიდატი გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის იბრძვის.

გვანცა წულაია
31.10.2024

მიწის სისტემური რეისტრაცია, 2024 წლის ნაცვლად, 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მიიღო და როგორც ითქვა, მოქალაქეების ნაწილმა საკუთარი მიწის დარეგისტრირება ჯერაც ვერ მოახერხა. ამიტომ უფასო რეგისტრცია ერთი წლით გახანგრძლივდა. 

გვანცა წულაია
31.10.2024

საქართველოს ეკონომიკური ზრდა, ბოლო წლების ტენდენციის მსგავსად, არც წინასაარჩევნო პერიოდში შეფერხებულა და როგორც ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, სექტემბრის თვეში მშპ 8.3%-ით გაიზარდა. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ აღებული ტემპი მომავალშიც შენარჩუნდება და 2024 წელი ორნიშნასთან მიახლოებული მაჩვენებლით ჩაიხურება. 

ნატალია ჯვარიძე
31.10.2024

არჩევნების სავარაუდო გაყალბების შესახებ საგამოძიებო მოქმედებებისთვის დაბარებული პრეზიდენტი პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. იურისტები ამბობენ, რომ ასეთ ვითარებაში, გარკვეული რეაგირება იქნება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციურად იმუნიტეტი აქვს და ხელშეუხებელია, მისი იძულება გამორიცხულია, აცხადებს იურისტი ლია მუხაშავრია: „ის არ არის რიგითი მოქალაქე, ის ამ ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირია."

ელზა პაპოშვილი
31.10.2024

 

წალენჯიხის სოფელ მედანში 55 წლის კაცმა 60 წლის ძმა სანდირო თოფით დაჭრა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ძმებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანაგრიშსწორებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ერთმა მეორე, სანადირო თოფით შორი მანძილიდან დაჭრა. კაცმა დაზიანება მუცლის არეში მიიღო. 

მეზობლებს უჭირთ კონკრეტულად საუბარი რა გხადა ძმებს შორის დაპირისპირების მიზეზი, თუმცა ამბობენ, რომ სავარაუდოდ კონფლიქტი ქონების გაყოფას უნდა ეხებოდეს. 

ელზა პაპოშვილი
31.10.2024

ოპოზიცია და მესამე სექტორი 26 ოქტომბრის არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების რამდენიმე მთავარ მიზეზს ასახელებენ და მიიჩნევენ, რომ იყო იმ სახის მასობრივი დარღვევები, რის გამოც არჩევნების შედეგები ბათილად უნდა გამოცხადდეს. ეს დარღვევები კი მოქალაქეების დაშინებას, იძულებას და მათზე განხორციელებულ ზეწოლას ეხება. 


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×