ქეთო გოგოხია
11.11.2024

აშშ-ს სათავეში დონალდ ტრამპისა და რესპუბლიკელების მოსვლა ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად შეცვლის და ამ გავლენას პირდაპირ თუ ირიბად თითქმის ყველა ქვეყანა იგრძნობს. უცხოელი ანალიტიკოსების მხრიდან საუბარია იმის შესახებ, რომ დოლარი პოზიციებს გაიუმჯობესებს ევროს მიმართ და რეგიონალურ ვალუტებზეც  გავლენას მოახდენს. მათ შორის ლარზე. ამდენ ხანს პროგნოზი იყო, რომ ქართული ვალუტა სტაბილურად გააგრძელებდა გამყარებას, თუმცა ახლი უკვე როგორ განვითარდება სავალუტო პროცესები ჯერჯერობით გაურკვეველია. 

ელზა პაპოშვილი
11.11.2024

რისთვის ჩამოვიდნენ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და რა გეგმა აქვთ მათ ოპოზიციასთან ერთად? როგოც ოპოზიციაში აცხადებენ, EU-ს დელეგაციის ლიდერებს და პროდასავლური ოპოზიციას აქვს ერთიანი გაგება იმაზე “თუ რა ტიპის ზეწოლა უნდა მოხდეს „ქართული ოცნებაზე“ ევროკავშირის მხრიდან“.

ქეთო გოგოხია
11.11.2024

საქართველო რეალურად აზარტული თამაშების ჰაბია. ქვეყანაში სათამაშო ბიზნესი მზარდია და სულ უფრო მატულობს სექტორში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა, რომელთაგან 12% უცხოური კაპიტალით არის დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ  გარკვეული რეგულაციები დაწესდა და გადასახადებმაც მოიმატა, სათამაშო ბიზნესის მიმართ ინტერესი არ ნელდება. ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც აზარტული ბიზნესი შეზღუდული ან აკრძალულია, მეწარმე სუბიექტები მუშაობას საქართველოში აგრძელებენ და სულ უფრო და უფრო ითრევენ ახალგაზრდა თაობას, რომელიც ან აზარტულ ბიზნესშია დასაქმებული, ანაც მოთამაშეა. 

ნატალია ჯვარიძე
11.11.2024

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მალე კვლავ შეეცდება დიალოგის დამყარებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან, - ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Tagesschau-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, შოლცის თქმით, პუტინთან მარტო საუბარს არ აპირებს. „დიახ, გვეგმავ რუსეთის პრეზიდენტთან საჭირო დროს დალაპარაკებას, მაგრამ მე ვარ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, მე ამას მარტო არ გავაკეთებ", - აღნიშნა შოლცმა.

ნატალია ჯვარიძე
11.11.2024

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ხელი მოაწერა უკრაინისთვის SCALP-ის ათამდე რაკეტის გადაცემას, რომელსაც ქვეყანას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დაჰპირდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამასთან მან აღნიშნა, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ევროპელებმა უნდა აიღონ. მისივე თქმით, საფრანგეთმა უნიკალური მოდელი შეიმუშავა და ამ მოდელმა ახალი სხვა ევროპული ქვეყნები უნდა შთააგონოს.

თამთა ჩაჩანიძე
11.11.2024

ევროკავშირის დელეგაცია თბილისშია, რვა ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები შეხვდნენ, როგორც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ისე ოპოზიციის ლიდერებს. "ქართულმა ოცნებამ" მათთან აუდიენციაზე უარი თქვა, მიზეზად კი დაასახელა "დელეგაციის ზოგიერთი წევრის არამეგობრული რიტორიკა" და მათთვის მიუღებელი ის პოზიციები, რაც არჩევნების ლეგიტიმაციას უკავშირდება.

ნატალია ჯვარიძე
10.11.2024

11 ნოემბერს თბილისს ევროპის 8 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია ეწვევა და ამ მნიშვნელოვან ვიზიტს საქართველოსა და ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერ გერმანიასთან ურთიერთობების გამწვავება დაემთხვა. რა გავლენას მოახდენს ეს ვიზიტი საქართველოშ არსებულ შდა პოლიტიკურ სიტუაციაზე და დასავლეთთან ურთიერთობაზე?

ელზა პაპოშვილი
10.11.2024

გახმაურებული მკვლელობა ორბელიანზე და გამოტანილი განაჩენი. მოსამართლემ 21 წლის ნიკა აგიევის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 2005 წელს დაბადებული18 წლის სანდრო პაკელიანი დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ის მარტო არ მოქმედებდა და მასთან ერთად პასუხისმგებლობა დანარჩენ პირებსაც აკისრიათ, რომელბიც შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ. 

რეზონანსი
10.11.2024

მახარე ოძელაშვილი უკვე 4-5 წელია, რაც თბილისის ქუჩებში აქტიურად უკრავს.   თავის დამკიდრება პირველად მხატვრობით სცადა, ხატავდა რუსთაველზე მეცნეიერებათა აკადემიის წინ  და შემდგომ ეს ადგილი გახდა მისი სცენა, როგორც მუსიკოსის. მახარეს ნახვა და მოსმენა ბუკიას ბაღის ტერიტორიაზეც შეიძლება. ამბობს, რომ სიმღერის კომპლექსის გადალახვაში ქუჩაში ხატვის გამოცდილება დაეხმარა. 

ელზა პაპოშვილი
09.11.2024

რაზე იქნება დასავლეთის მხრიდან 26 ოქტომბრის არჩევნების აღიარება დამოკიდებული? ოპოზიციის საპროტესტო სტრატეგია სწორე იმაზეა აგებული, რომ აშშ-სა ევროპისგან „ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაცია ვერ მიიღებს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხს თავად საქართველოში საპროტესტო მუხტის სიძლიერესთან აერთად ასევე საერთაშორისო გეოპოლიტიკური ვითარება განსაზღვრავს, რომელზეც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არცევნების შედეგები.

ნატალია ჯვარიძე
09.11.2024

ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური სამიტი ისე დასრულდა, რომ საქართველოზე საუბარი „ვერ მოასწრეს". თუმცა, 18 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. რას ნიშნავს თავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ლიდერებს საქართველოსთან დაკავშირებით დისკუსიის გასამართად დრო არ ეყოთ და რას უნდა ველოდოთ ერთი კვირის შემდეგ ბრიუსელის შეხვედრიდან?


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×