ნატალია ჯვარიძე 19.11.2024

ოპოზიციის ორდღიანი აქცია ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციამ დაშალა და ქუჩიდან მათი კარვები აიღო, თუმცა პროტეტი უკვე მელიქიშვილის გამზირზე გრძელდება. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს იყო ოპოზიციის მომხრეთა და პოლიციის ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება. დაკავებულია 16 მოქალაქე და აქციის რამდენიმე მონაწილეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
|
ელზა პაპოშვილი 18.11.2024

ჭავჭავაძის გამზირზე გამართული 24-საათიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, ქართული ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ცნობილია. როგორც კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, გეგმა საპროტესტო აქციების პერმანენტულ რეჟიმში გადასვლაა იქამდე, მანამ ქართველი ხალხი გამარჯვებას არ მიაღწევს.
|
ირმა ჩიტაია 18.11.2024

სამშენებლო პროექტების უმეტესობა დათქმულ დროში ვერ ბარდება. ახალაშენებული ბინების ვადის გადაცილებით დასრულებამ კვლავ იჩინა თავი. დეველოპერები ვადებში ისევ ვერ ეტევიან და კორპუსების უმეტესობაც დათქმულ დროს არ ბარდება. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ მშენებლობის პროცესი უამრავ დაფარულ პრობლემასთანაა დაკავშირებული.
|
ქეთო გოგოხია 18.11.2024

ტურისტულ რეგიონებში ბინებზე დიდი მოთხოვნაა. მშენებლობების გააქტიურება კი დიდ რისკს უკავშირდება. ქვეყნის სახელგანთქმული კურორტები იერსახეს და ავთენტურობას, ფაქტობრივად, კარგავს. ამის მაგალითია ბაკურიანი, გუდაური, ბახმარო და თითქმის ყველა ზღვისპირა კურორტი, სადაც ქაოსური განაშენიანება მიდის.
|
ქეთო გოგოხია 18.11.2024

ლარის კურსმა სპეკულაციურ შემოტევას ერთხელ კიდევ გაუძლო. პოლიტიკური პროცესების ფონზე რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერმა ექსპერტებმა რატომღაც მიზანში ეროვნული ვალუტა ამოიღეს, რომ ნეგატიური მოლოდინი შექმნან და ამით სიტუაცია ჩიხში შეიყვანონ. თუმცა ამ პირობებშიც კი ლარმა გამყარება მაინც შეძლო და ჯერ კიდევ სტაბილურადაა. თუკი არჩევნების წინ კურსი 2,75-მდე იყო, ამ ეტაპზე 2,73-ის ფარგლებშია და პოზიციები შეიძლება კიდევ უფრო გაიუმჯობესოს.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.11.2024

18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ საქართველოს შესახებ იმსჯელა, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა უხელმძღვანელა და რომლის ინიციატივითაც 100 მილიონ ევროზე მეტი დახმარება გაიყინება ევროკავშირისგან "იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს საქართველოს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო ორგანიზაციებს".
|
ნატალია ჯვარიძე 18.11.2024

25 ნოემბერს პარლამენტის ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინება. ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე სხდომაზე განაცხადა.
|
ნატალია ჯვარიძე 18.11.2024

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ნებართვა მისცა, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი" აშშ-ის ორ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
|
ქეთო გოგოხია 18.11.2024

საქართველოში საწვავის ხარისხის კონტროლი ნავთობპროდუქტების ბაზრის გამოწვევად რჩება. ეს ეხება როგორც ბენზინს და დიზელის საწვავს, ასევე საავტომობილო ზეთებსა და თხევადი აირის ხარისხს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ხარისხის მაღალი სტანდარტი გააჩნია, საჭიროა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან საწვავის ხარისხის პერმანენტული კონტროლი როგორც საბითუმო, ასევე საცალო ქსელში რეალიზებულ პროდუქტებზე, რაც, სამწუხაროდ, არ ხდება და კვლევებიც ცხადყოფს, რომ ბაზარზე გარკვეული რისკები არსებობს, რაც დასაძლევია.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.11.2024

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 ნოებერს 20:00 საათზე სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც წარმოადგინა 26 ოქტომბრის არჩევნების თავისივე შეჯამება, მისი თქმით, "ეს არჩევნები არ შედგა" და ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხეა, საიდანაც ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია, მანამდე კი პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" სთავაზობს, რომ 2020 წელს არჩეული პარლამენტით, მთავრობითა და პრეზიდენტით მივიდეთ.
|
თამთა ჩაჩანიძე 17.11.2024

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი კანონდმებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ვადაზე 5 დღით ადრე მიიღო. ამ პროცესს თან ახლდა უპრეცედენტო ინციდენტი უშუალოდ ცესკოს სხდომაზე, საპროტესტო აქცია და შეტაკება პოლიციასთან. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცესის დაჩქარებით ხელისუფლება არჩევნების ლეგიტიმაციის დაჩქარებას ცდილობს.
|
რეზონანსი 17.11.2024

ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა საგანგები მიმართვა გაავრცელა. იგი „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს და იმედოვნებს, რომ ხელისუფლებ და ოპოზიცია ერთობლივად იმუშავებენ „ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის“. რა გავლენა ექნება ამ განცხადებას ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და როგორ იმოქმედებს ის პოლიტიკურ ვითარებაზე?
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|