ქეთო გოგოხია
14.04.2025

საქართველოში ჰესების მშენებლობის მიმართ საპროტესტო აქციები მიზანმიმართულად მიმდინარეობს. მოსახლეობის გამოვლებს, ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს მაშინაც, როცა გარემოზე ზემოქმედების რისკები, პრაქტიკულად, არ არსებობს. როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, არსებობენ დესტრუქციული ძალები, რომლებიც ცდილობენ ჰესების მშენებლობას ძირი გამოუთხარონ და მოსახლეობა საპირისპიროდ განაწყპონ. ეს მაშინ, როცა ენერგოდამოუკიდებულება დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის და არსებული რესურსი მინიმალურ დონეზეც არ არის გამოყენებული. 

ნატალია ჯვარიძე
14.04.2025

გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინისთვის „ტაურუსის" ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას. მისი თქმით, ეს მიწოდება გერმანიის ევროპელ პარტნიორებთან უნდა იყოს კოორდინირებული. „ყოველთვის ვამბობდი, რომ ამას გავაკეთებდი, მაგრამ მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებით", - ციტირებს მედია მერცს.

ნატალია ჯვარიძე
14.04.2025

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში იწვევს იმისთვის, რომ დაინახოს რუსეთის ქმედებები. როგორც მან თქვა, ტრამპი რუსეთის კი არა, უკრაინის მხარეს უნდა იყოს.

თამთა ჩაჩანიძე
14.04.2025

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე მიხაილ გალუზინი აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოსთან "დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს" და მზადაა "იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება".

თამთა ჩაჩანიძე
13.04.2025

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გამართა. მისი შეფასებით, ფორუმი მაქსიმალურად იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოს დელეგაციას გზავნილები პარტნიორებამდე მიეტანა. რა მნიშვნელობისაა საქართველოს მონაწილოება ანტალიის ფორუმში და რამდენად წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს კობახიძისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი?

თამთა ჩაჩანიძე
13.04.2025

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორშაბათს, 14 აპრილს საკუთარ ხედვას წარადგენს „ნაციონალური მოძრაობის" ძირეულ რეფორმირებასთან დაკავშირებით. რა კონკრეტული ინიციატივა აქვს მესამე პრეზიდენტს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ეს პირდაპირ კავშირშია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობასა და ამის საფუძველზე ენმ-ის მოსალოდნელ აკრძალვასთან. თუმცა, მეორე საკითხია, რა რეაქცია ექნება ამაზე პარტიის ახლანდელ ხელმძღვანელობას.

მარიამ ვეკუა
12.04.2025

11 აპრილს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გაკეთებულ კომენტარს საქართევლოს ეროვნულ გმირ გიორგი ანწუხელიძეზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მან სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ „ყველა ბავშვს სჭირდება მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის". ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს განცხადება ქვეყნის ღალატის ტოლფასია, მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ წულუკიანის სიტყვები საზოგადოებამ არასწორად გაიგო, ხოლო ატეხილ აჟიოტაჟს „რადიკალების პერფორმანსს" უწოდებენ.

ნატალია ჯვარიძე
12.04.2025

„ნაცმოძრაობის" შემსწავლელმა კომისიამ ამჯერად პარტიის „გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარია გამოკითხავს აპირებს. მას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით იბარებენ. კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის თქმით, შექმნილია სამართლებრივი და კონვენციური საფუძველი, რომ გახარიას კითხვები დაუსვან. სხვა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, რომელთაც კომისიისათვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს, ექსპრემიერის პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ გახარია სხდომაზე მივიდეს.

მარიამ ვეკუა
12.04.2025

11 აპრილი უკრაინის ომთან დაკავშირებული მოვლენების მხრივ განსაკუთრებით დატვიორთული და დაძაბული აღმოჩნდა. პეტერბურგში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინს შეხვდა. იმავე დღეს ვაშნგტონში მოლაპარაკებების სერია გაიმართა უკრაინისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის იშვიათი მინერალების საკითხზე, სადაც, „როიტერსის" ცნობით, მტრული ატმოსფერო სუფევდა. დამატებით დაძაბულობა კი კეიტ კელოგის სკანდალურ განცხადებას და შესაბამისი რუკის გამოქვეყნებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინა შესაძლოა გაიყოს.

ნატალია ჯვარიძე
12.04.2025

რუსეთიდან სოხუმის მიმართულებით ფრენებს 2 სანქცირებული ავიაკომპანია შეასრულებს. ამის შესახებ „როსავიაციის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ „ფრენები ტყუილად არ დაინიშნა" და სეპარატისტების ამ დიდი ხნის ოცნების ასრულების შემდეგ, კრემლი უფრო აქტიურად მოითხოვს მისთვის სასურველი მისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებას.

ნატალია ჯვარიძე
11.04.2025

„რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით სამშვიდობო ხედვა გვაქვს - ტერიტორიის დაახლოებით 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ამ პირობებშიც კი, ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივყვებით", - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომელიც ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში იმართება. პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა გაზრდილია.

ნატალია ჯვარიძე
11.04.2025

დედა ენის დღეს 14 აპრილს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა კიდევ ერთი აქცია-მსვლელობა დაანონსეს. როგორც ისინი ამბობენ, გაჩერებას არ აპირებენ. ხელისუფლება კი ამ დრომდე აცხადებს, რომ არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას აპირებს და არც აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებაზე არაფერი უთქვამს. საპროტესტო აქციების პერსპექტივაზე ანალიტიკოსების მოსაზრებები განსხვავებულია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×