ნატალია ჯვარიძე
03.12.2024

„ქართულ ოცნებას" ისევ იმედი აქვს, რომ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც 20 იანვარს შედგება, აშშ-საქართველოს ურთიერთობები გადაიტვირთება, ხოლო საქართველოსთან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება დროებითი მოვლენაა. თუმცა, თავად აშშ-ში აცხადებენ, რომ „დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა".

ქეთო გოგოხია
02.12.2024

ნამოხვანჰესის პროექტის შეუსრულებლობით  საქართველოს ენერგეტიკული სექტორიც ზარალდება და ბიუჯეტიც, რომელსაც წაგებული საარბიტრაჟო დავის გამო დიდი ფინანსური ტვირთი დააწვა. კომპანია "ენკამ" საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 383.2 მილიონი დოლარი მოუგო. გარდა იმისა,  რომ ნამოხვანჰესის ინვესტორთან წააგო ქვეყანამ, დიდი საფრთხეა, ეს სხვა ინვესტორებისთვისაც გახდეს სიგნალი და სასამართლო დავა მათაც წამოიწყონ, რაც დიდი ალბათობით მოსალოდნელია კიდეც.

გვანცა წულაია
02.12.2024

პოლიტიკური სიტუაციის გამო ეკონომიკა კიდევ ერთხელ დადგა გამოწვევის წინაშე. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა დღითი დღე იძაბება და ამით იმ მიმართულებებს ექმნება საფრთხე, რომელთა მეშვეობითაც საქართველოის ეკონომიკური სტაბილურიბაა შენარჩუნებული. ახლა, არეულობის გათვალისწინებით, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ეროვნული ვალუტაა და ინვესტიციების მიმართულებაა. 

თამთა ჩაჩანიძე
02.12.2024

ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესებას 27 სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება, თუმცა, საქართველოს საკითხზე უნგრეთის პოზიციის გამო კონსენსუსი არ არსებობს, ამიტომ ბლოკის წევრმა სამმა ქვეყანამ ინდივიდუალურად გადაწყვიტეს ეროვნული სანქციები დაუწესონ მათ, ვინც საქართველოში საპროტესტო აქციების "ჩახშობაში მონაწილეობს".

ნატალია ჯვარიძე
02.12.2024

ადგილი და საკითხები დაგვიზუსტეთ - ვიღებ გამოწვევას! - ამ განცხადებით ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი პრემიერს ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომელმაც მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის „გულწრფელ ადამიანებთან", ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება „სხვანაირად გაიგო".

ქეთო გოგოხია
02.12.2024

საქართველოში  მიმდინარე შიდაპოლიტიკური დაძაბულობა ლარის კურსზე  ძალიან უარყოფითად აისახა და ქვეყანაში დევალვაციის მძლავრი ტალღა დაიწყო. მართალია, ყველა ეკონომიკური პარამეტრი ჯერ კიდევ მწყობრშია და უშუალოდ ამ ფაქტორის გავლენა ეროვნულ ვალუტაზე არ მოქმედებს, თუმცა პოლიტიკური დაძაბულობის გამო გაცვლითი კურსი მკვეთრ გაუფასურებას განიცდის. ,,ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე ლარი 2,90-იან ნიშნულს მიუახლოვდა, არჩევნებიდან დღემდე 14 თეთრით გაუფასურდა და სწორედ მიმდინარე პოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირდება.

ნატალია ჯვარიძე
02.12.2024

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახური საქართველოში არეულობის წამქეზებელი გახდა, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-სპიკერი კონსტატინ კოსაჩევი წერს. საქართველოში მიმდინარე პროცესებს რუსეთის მხრიდან გამოხმაურებები გახშირდა. ისინი აქტიურად საუბრობენ, რომ დასავლეთი ცდილობს „ფერადი რევოლუცია" მოაწყოს.

თამთა ჩაჩანიძე
02.12.2024

ქვეყანაში საპროტესტო ტალღა არ წყდება, ყოველდღიურად პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქცია იმართება, გარდა ამისა, პროტესტია სხვადასხვა რეგიონში. ოპოზიცია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი მენეჯმენტითა და საერთაშორისო ჩართულობით, ხელისუფლება კი ჯერჯერობით ამ ვარიანტს არც განიხილავს და ამბობს, რომ "დამაჯერებლად გაიმარჯვა".

თამთა ჩაჩანიძე
01.12.2024

უწყვეტმა აქციებმა, დაკავებებმა, ბოლოდროინდელმა მუდმივმა დაპირისპირებამ ქუჩაში და პოლიტიკური არასტაბილურობის შეგრძნებამ საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხი გაზარდა. მიდის თუ არა ყველაფერი სალოქალაქო დაპირისპირებამდე და რა უნდა გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად?

ნატალია ჯვარიძე
01.12.2024

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ გადადგომას არ აპირებს. გარდა ამისა, უკვე კეთდება განცხადებები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთგვარი საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასა და ტექნიკური მთავრობის შესაძლო ფორმირებაზე. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს 2019-2020 წლების პოლიტიკურ კრიზისს ვენესუელაში. რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამ ინიციატივას საქართველოში და მიდის თუ არა პროცესები ერთგვარი ორხელისუფლებიანობისკენ?

ნატალია ჯვარიძე
01.12.2024

საქართველოს ხელისუფლება ბოლო თვეებში აქტიურად საუბრობდა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე. ამ მხრივ მმართველი გუნდის წარმომადგენელთა პოზიტიური მოლოდინი განსაკუთრებით გაძლიერდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. თუმცა, შაბათს საღამოს ცნობილი გახდა, რომ ურთიერთობის გადატვირთვის ნაცვლად, აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება და რეალურად რას ჰკარგავს ამით საქართველო?

თამთა ჩაჩანიძე
30.11.2024

ქვეყანაში პროტესტი თანდათან მწვავდება, რისი გაშუქებაც მედიას უმძიმეს პირობებში უწევს. 28-30 ნოემბრის აქციებზე პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებსა და ოპერატორეზე ძალადობის კონკრეტული ფაქტებიც მოხვდა. დაშავებული მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლები მიზანმიმართულად გამეტებით ურტყამდნენ და მიწაზე ათრევდნენ, რომ დაზიანებები სწორედ სახისა და თავის არეში მიეღოთ.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×