ნატალია ჯვარიძე
05.12.2024

საქართველო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, რომელშიც ეკლესია უნდა ჩაერთოს და თავისი სიტყვა თქვას იმისათვის, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომი არ დაიწყოს, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

გვანცა წულაია
04.12.2024

საქართველოს ეკონომიკა იზრდება. პოლიტიკური არეულობის მიუხედავად, მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ ქვეყნის განვითარება არ შეფერხდება და ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება. იგივე ფიქრობენ ეკონომისტებიც და მათი მოლოდინით, წლის ბოლოს ორნიშნასთან მიახლოებული მაჩვენებლით გაიზრდება ეკონომიკა. 

გვანცა წულაია
04.12.2024

მკვეთრად გაუფასურებული ლარი საკმაოდ სწრაფად მყარდება. პოლიტიკური მოვლენებისადმის ყველაზე მრძნობიარე მიმართულება ეტაპობრივად სტაბილურდება, მთავრობაში ითქვა, რომ ეროვნულ ვალუტას არანაირი საფრთხე არ ელის. ამ მოსაზრებას ეკონომისტბიც იზიარებენ და მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური არეულობის დასრულებისთანავე, კურსი ისევ გამყარებისკენ წავა. 

თამთა ჩაჩანიძე
04.12.2024

პოლიციამ ოპოზიციური პარტიების ოფისები გაჩხრიკა, დაკავებულია "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია და ოპოზიციის სხვა პირები, პროცესს წინ უძღვოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ამბობს, რომ "ოპოზიციის და მდიდარი "ენჯეოების" ლიდერები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან".

ნატალია ჯვარიძე
04.12.2024

ჩვენ გვაწუხებს ის, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის ცნობებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, შეწუხებულია იმით, რაც საქართველოში ხდება.

თამთა ჩაჩანიძე
04.12.2024

ზუსტად ერთი კვირაა, რაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი და წინააღმდეგობებია. პროტესტანტები გაჩერებას და არაფრის დათმობას არ აპირებენ და როგორც ხელისუფლების განცხადებიდან ჩანს, არც ის იხევს უკან. ანალიტიკოსები რამდენიმე სცენარზე საუბრობენ, რომელიც ყველაზე ჩიხურ სიტუაციაში შეიძლება განვითარდეს.

ნატალია ჯვარიძე
04.12.2024

როგორც ვხვდები, საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ სურდა ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შეწყვეტა, მაგრამ იყო ბევრი საკითხი, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესებული იყო. ვიცით, რომ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, ეს გაუმჯობესდება და ჩვენ ვაპირებთ, დაგეხმაროთ მოლაპარაკებების კვლავ გახსნაშო", - ამის შესახებ კიმბერლი ლოუმ განაცხადა, რომლის თქმით, შესაძლოა ის ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში წარმომადგენლად განიხილებოდეს.

თამთა ჩაჩანიძე
03.12.2024

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში დაძაბულობის პიკი გადავლილია და „ნაცმაიდანი" ჩავარდა. ოთხშაბათს საღამოს კი დაგეგმილია მნიშნელოვანი პოლიტიკური დებატები პირდაპირ ეთერში პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ყველაფერი მიუთითებს ხელისუფლების მცდელობაზე, რომ პროტესტი ქუჩიდან გადავიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და დებატების ჭრილში.

ნატალია ჯვარიძე
03.12.2024

ხელისუფლებამ მწვავე კრიზისის განმუხტვისა და მოვლენების საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნების შანსი თავადვე მოსპო - ასე აფასებს ოპოზიცია და პოლიტიკურ ანალიტიკოსთან ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და 30 ოპოზიციონერი დეპუტატის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

გვანცა წულაია
03.12.2024

გაზაფხულის აქციების მსგავსად, პოლიტიკაში ბიზნესის ჩარევის მცდელობა მიმდინარე პერიოდშიც გამოიკვეთა. გუშინ პრემიერმა განაცხადა, რომ კერძო სექტორზე ზეწოლა და შანტაჟი მიმდინარეობს, რათა პოლიტიკური განცხადებები გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ისე, როგორც ყველას, კერძო სექტორსაც აქვს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების უფლება, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ზეწოლა და წნეხი დაუშვებელია. 

თამთა ჩაჩანიძე
03.12.2024

რუსეთის სათათბიროს დეპუტატი დსთ-ს საკითხებისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი აცხადებს, რომ „რუსეთი მზადაა დაეხმაროს ქართველებს ჯარით", თუ პროტესტი გაძლიერდება. ანალიტიკოსთა შეფასებით, ერთი შეხედვით, კალაშნიკოვი რუსეთის ხელმძღვანელობაში საკვანძო ფიგურა არაა და შესაბამისად მის განცხადებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, თუმცა კრემლს ბევრი გამხმოვანებელი ჰყავს და არაა გამორიცხული, რომ თუ „საქართველო დესტაბილიზაციამ მოიცვა", ეს რუსეთმა გამოიყენოს .

ქეთო გოგოხია
03.12.2024

პირველი დარგი, რომელმაც პოლიტიკური ქაოსის გამო დარტყმა მიიღო, ტურიზმია. განსაკუთრებით სასტუმროები დაზარალდნენ, სადაც ვიზიტორების მკვეთრი კლებაა. ცენტრალურ უბანში მდებარე სასტუმროებთან ერთად, დანაკარგს განიცდიან პერიფერიებსა და რეგიონებში  მდებარე ობიექტები, სადაც ჯავშნები ერთიმეორის  მიყოლებით უქმდება.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×