გვანცა წულაია
14.11.2024

რუსეთმა ბენზინის საექსპორტო ბაზარი შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე გახსნას. რუსეთიდან ნავთობპროდუტის შეძენა წლის ბოლომდე აკრძალულია, თუმცა, დიდი ალბათობით, ბაზარი მომავალი კვირიდან გაიხსნება. ასეთ შემთხვევაში საქართველო რუსულ საწვავს ისევ შემოიტანს, რაც სხვა ქვეყნის ნავთობპროდუქტთან შედარებით იაფია. 

თამთა ჩაჩანიძე
14.11.2024

"დაიბრუნე ხმა"- ამ ლოზუნგით პარლამენტთან 17 ნოემბერს აქცია კვლავ გაიმართება. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ანონსშია ნათქვამი, ადამიანები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ, ხალხს თავად მოუყვებიან " რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე", ასევე, იურისტები მომხდარს სამართლებრივად შეაფასებენ, აქციის ორგანიზატორები კი ხედვას და მოქმედების გეგმებს გააცნობენ.

ელზა პაპოშვილი
14.11.2024

ოპოზიცია კვლავ ამტკიცებს, რომ ბრძოლის მთავარი ხაზი ქუჩაში აქციებზე გადის, ამიტომ არცერთი დღე პროტესტის გარეშე არ უნდა იყოს. მათი თქმით,  გაყალბებული არჩევნების და მოპარული ხმების დასაბრუნებლად სამოქალაქო საზოგადოება დემონსტრაციებს განაგრძობს.

ნატალია ჯვარიძე
14.11.2024

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრაზე უკრაინისთვის „მიგ-29" ტიპის ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემის საკითხი განიხილა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

ნატალია ჯვარიძე
14.11.2024

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული დაზვერვის დირექტორად კონგრესის ყოფილი წევრი, ტულსი გაბარდი დაასახელა, - ინფორმაციას „სიენენი" ავრცელებს. ტრამპის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ტულსი გაბარდი აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებას „უშიშარ სულისკვეთებას" მოუტანს.

თამთა ჩაჩანიძე
14.11.2024

ოთხშაბათს, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, სადაც ევროპელმა დეპუტატებმა 26 ოქტომბრის არჩევნები გააკრიტიკეს და ევროკავშირის შემდგომ შესაძლო ნაბიჯებზე იმსჯელეს. რამდენიმე ევროპარლამენტარმა კი განაცხადა, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება ევროკავშირის და დასავლეთის სხვა ქვეყნების "უსამართლო პოლიტიკის შედეგია".

ელზა პაპოშვილი
13.11.2024

გერმანიაში, ქალაქ ბრემენში 40 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მკვლელობა 28 წლის ქართველმა მამაკაცმა სექტემბრის შუა რიცხვებში ჩაიდინა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მოკლულის ახლო წრიდანაა და მოკლულიც ქართველია. 

გვანცა წულაია
13.11.2024

საქართველოში პენსია ყოველწლიურად იზრდება, თუმცა დღევანდელი ეკონომიკური პირობების და ფასების გათვალისწინებით თანხა არასაკმარისია, მაგრამ ეკონომისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ბიუჯეტს პენსიის მეტად ზრდის შესაძლებლობა არ აქვს. საინტერესოა, რამდენი უნდა იყოს პენსია, რომ პენსიონრებმა საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლონ? 

ელზა პაპოშვილი
13.11.2024

ოპოზიცია ბრძოლას რამდენიმე მიმართულებით აგრძელებს და კვლავ ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. მათი აზრით, არ უნდა შეწყდეს ქუჩაში აქციები, ასევე მოხდეს ოპოზიციური სიების ჩახსნა და გაგრძელდეს სამართლებრივი ბრძოლა იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნები გაყალბდა. 

ქეთო გოგოხია
13.11.2024

აფხაზეთში პოლიტიკურმა დაძაბულობამ ეკონომიკურადაც პრობლემები შექმნა. როგორც გალის მოსახლეობა ამბობს, გავლენა, პირველ რიგში, ფასებს დაეტყო და ძირითადი მოხმარების პროდუქცია უკვე გაძვირდა. ამას დაემატა ელექტროენერგიასთან დაკავშირებული კრიზისი, რადგან დენი უკვე გრაფიკით მიეწოდებათ. გალი უშუალოდ ზუგდიდიდან შესული პროდუქციით მარაგდება, თუმცა ასევე რუსული ნაწარმის იმპორტიც დიდია. 

თამთა ჩაჩანიძე
13.11.2024

სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა ამ წლის ბოლოს ეწურება და როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, საპრეზიდენტო არჩევნები იანვრის დასაწყისში გაიმართება. ამჯერად პრეზიდენტს 300 კაციანი საარჩევნო კოლეგია ირჩევს და ანალიტიკოსები არ გამორიცხავნ, რომ ახლა "ოცნებაში" მიდიოდეს კანდიდატურის შერჩევის პროცესი, ან უკვე შერჩეული ჰყავს.

ნატალია ჯვარიძე
13.11.2024

საფრანგეთის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Mirage 2000-5F ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის მიწოდება ოფიციალურად დაადასტურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×