ნატალია ჯვარიძე
22.10.2024

რუსულ დაზვერვას წვდომა ჰქონდა მაღალი რანგის ქართველი დიპლომატებისა და ჩინოვნიკების ელექტრონულ ფოსტაზე, ასევე სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების, ეროვნული ბანკისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა ელექტრონულ სისტემებზე - ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი" წერს. ანალიტიკოსების აზრით, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ეს ფაქტობრივად სახელმწიფოსათვის ძირის გამოტხრას ნიშნავს. ამიტომ, აუცილებელია ამასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება.

ქეთო გოგოხია
21.10.2024

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სამედიცინო მომსახურება მომავალ კიდევ გაძვირდება. სტომატოლოგიური მომსახურება ისედაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რა ღირებულებაც კლინიკებში იქნება. გაძვირების მიზეზი კი ახალი რეგულაციაა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, დამატებით ხარჯებს უკავშირდება და გაუგონარი კონტროლის მექანიზმია. 

ირმა ჩიტაია
21.10.2024

დასავლეთ საქართველოში მასობრივი კულტურების - თხილისა და სიმინდის მოსავალი წელს, შარშანდელთან შედარებით, გაცილებით მეტი და ხარისხიანია. ადილობრივების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო მთლიანობაში არ ამოწურულა და სიმინდი ნაწილს ჯერ დასაბინავებელი დარჩა, შედეგით ყველა კმაყოფილია. რასაც ვერ ვიტყვით თხილზე. აქ სურათი სხვადასხვაგვარია. 

ქეთო გოგოხია
21.10.2024

ოჯახებში საყოფაცხოვრებო ქიმიის მოხმარება კატასტროფულად გაზრდილია. გამოიყენება როგორც მსუბუქი, ასევე ძლიერმოქმედი ქიმიური საშუალებები, რაც ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, ოჯახებში ბაღლინჯოებისა და სხვა მავნებელი მწერების გავრცელების პირობებში თუ პრევენციის მიზნით, ხალხმა შხამქიმიკატების აქტიური მოხმარება დაიწყო. 

ელზა პაპოშვილი
21.10.2024

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 20 ოქტომბრის მარში საქართველოს ისტორიაში პირველი წინასაარჩევნო აქცია იყო, სადაც ვერცერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა სცენაზე ასვლა ვერ გაბედა. მათი განმარტებით, წინასაარჩევნო აქცია კი ჩაატარეს, მაგრამ, საზოგადოებამ არ იცოდა ვისთვის უნდა დაეჭირა მხარი. 

თამთა ჩაჩანიძე
21.10.2024

"ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს ისევ ააქტიურებს - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, წარდგინებაზე უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა, რომელიც განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს გაეგზავნა.

ელზა პაპოშვილი
21.10.2024

თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ფიროსმანის მოედანზე ორმხრივი სროლის შედეგად მოკლულია 27 წლის ტატო ფირცხალაიშვილი, რომელსაც ყოფილმა მეგობარმა ჯერ მანქანა დააჯახა, შემდეგ სცემა და ბოლოს, 4 ტყვია ესროლა.

ქეთო გოგოხია
21.10.2024

არჩევნების წინ საწვავის ბაზარზე სტაბილურობაა. როგორც საგარეო ფაქტორი, ასევე ქვეყნის შიგნით ლარის კურსი ფასებზე ადეკვატურად აისახება და იმპორტის მხრივაც არანაირი შეფერხება არ არის. როგორც ბოლოდროინდელი საფასო დინამიკა აჩვენებს, ფასები კლებისკენ წამოვიდა და ეს ტენდენცია გაგრძელდება. 

ნატალია ჯვარიძე
21.10.2024

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას „სიენენი" ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ოსტინი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს.

თამთა ჩაჩანიძე
21.10.2024

20 ოქტომბრის მრავალათასიან მარშს მყისიერი შეფასებები მოჰყვა - "ქართული ოცნების" მხრიდან კვლავ მწვავე კრიტიკა ისმის და მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ "არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგო", თავად ოპოზიციური ძალები კი მმართველ პარტიას უკვე ოპოზიციაში გადაბარგებას უანონსებენ.

ნატალია ჯვარიძე
21.10.2024

მოლდოვაში 20 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი ერთდროულად ჩატარდა, რის შდეგადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩაინიშნა. ამასთან, ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა. პრეზიდენტი მაია სანდუ შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითობა. მოლდოვას


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×