ელზა პაპოშვილი 26.09.2023

უმძიმესი დანაშაული ბოლნისში - მამაკაცმა ჯერ ცოლი მოკლა, რა დროსაც შემთხვევით საკუთარი არასრულწლოვანი შვილი დაჭრა, რომელიც დედის დახმარებას ცდილობდა, შემდეგ კი, როცა გააცნობიერა რა ჩაიდინა, დანით თვითმკვლელობა სცადა. ის ახლა მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში იმყოფება.
|
ელზა პაპოშვილი 25.09.2023

სამტრედიაში ყოფილ პოლიციელზე თავდასხმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, ლევან მიგინეიშვილს ავტომატით შეიარაღებული მისი ყოფილი თანამშრომლის შვილი, ანრი მილორავა დაესხა თავს. ახალგაზრდა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ყოფილ პოლიციელზე თავდასხმა შურისძიების მოტივით განიზრახა. თუმცა რა არის ეს მოტივი, ჯერჯერობით უცნობია. თავად ყოფილი პოლიციელი, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცი თავდაცვის მიზნით დაჭრა, ამბობს, რომ მას არ იცნობს და მხოლოდ ის იცის, რომ მისი ყოფილი თანამშრომლის შვილია. ხოლო მამის დაკრძალვის შემდეგ ის არ უნახავს.
|
ელზა პაპოშვილი 23.09.2023

ოზურგეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 62 წლის მამაკაცი მეზობელი არასრუწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. არასრუწლოვანი გოგონა და დაკავებული მეზობლები არიან და როგორც ადგილობრივები ყვებიან, მამაკაცი ოჯახის ახლო მეგობარია და მათთან ხშირად სტუმრობდა. მეზობლებისათვის ეს ამბავი სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.
|
ელზა პაპოშვილი 22.09.2023

ჯერ კიდევ უცნობია ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის ოთარ გელაშვილის ჯერ გატაცების, შემდეგ კი სასტიკად ცემის და წამების მიზეზი. ის უგონო მდგომარეობაში გარდაბნის ტყეში მწყემსებმა იპოვეს, ერთთვიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა.
|
ელზა პაპოშვილი 21.09.2023

ნიდერლანდებში ქართველი ქართველის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. როგორც ნიდერლანდების პოლიცია აცხადებს, მკვლელობა მწერლის გოჩა მანველიძის 28 წლის შვილს, თორნიკე მანველიძეა ეჭვმიტანილი. მას ამ დრომდე ეძებენ. მათი ინფომაციით, 19 სექტემბერს, მანველიძემ საქართველოს მოქალაქე, მარტვილში მცხოვრები 32 წლის შოთა საკანდელია მოკლა.
|
ელზა პაპოშვილი 20.09.2023

დოლიძის ქუჩაზე დატრიალებული უმძიმესი ფაქტის შემდეგ კვლავ გაუცემელია პასუხი კითხვებზე, რა მოხდა 27 ნომერში მე-11 სართულზე, სადაც კრიმინალური პოლიიცის 55 წლის თანამშრომელმა გურამ ქადეიშვილმა ჯერ ყოფილი ცოლი, შემდეგ კი სიდედრი სამსახურეობრივი იარაღით მოკლა. მერე კი თვითმკვლელობა სცადა.
|
ელზა პაპოშვილი 19.09.2023

უმძიმეს დანაშაულზე, რომელიც თბილისში დოლიძის ქუჩაზე მოხდა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა 55 წლის კრიმიანლური პოლიციის თანამშრომელმა გურამ ქადეიშვილმა ყოფილი ცოლი და სიდედრი სამსახურეობრივი იარაღით მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა. ამ უმძიმეს დანაშაულს ასევე ერთი სრუწლოვანი პიროვნება შეესწრო, რომელმაც სროლის დროს, თავს გაქცევით უშველა და აბაზანაში ჩაიკეტა. საზარელი დანაშაულის შესახებ დოლიძის 27 -ე კორპუსში მცხოვრებლებმა არასრულწლოვანი შვილების მეშვეობით შეიტყვეს.
|
ელზა პაპოშვილი 18.09.2023

ბოლო 2 დღეში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ორი ყაჩაღობა მოხდა - ორივე შემთხვევაში ყაჩაღები ოჯახისგან ფულს ითხოვდნენ. ერთმანეთის მიყოლებულ თავდასხმებს კი ადგილობრივები თხილის მოსავლის სეზონს უკავშირებენ.
რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა სოფელ ჭალეში ადგილობრივი ოჯახი დააყაჩაღა. მათ იარაღის მუქარით 250 ლარის წაღება შეძლეს. ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ოჯახის უფროსს, ჯანოკო ხასაიას, რომელსაც თავში იარაღის "კონდახი" ურტყეს, რის გამოც მას რამდენიმე ნაკერის დადება დასჭირდა.
|
ელზა პაპოშვილი 14.09.2023

თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე სუპერმარკეტი გატეხეს. როგორც მაღაზიის თანამშრომლები ყვებიან, დილით ადგილზე მისულებს მაღაზია ღია დახვდათ. მათ ეჭვი აქვთ, რომ ეს არასრუწლოვნების ნამოქმედარი უნდა იყოს.
სავარაუდოდ, მაღაზიის სალაროდან ფულია წაღებული და ასევე პროდუქტები. თუმცა, კონკრეტულად რა და რამდენი, ამ ეტაპზე უცნობია. მაღაზიის თანამშრომლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმდებები მიდის.
|
ელზა პაპოშვილი 13.09.2023

შეიარაღებული ყაჩაღობა ბათუმში - ლერმონტოვის ქუჩაზე მაღაზია „უნივერსამში“ 51 წლის მამაკაცი იარაღით შეიჭრა და თანხას ითხოვდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევა ღამით, სამ საათზე მოხდა. მან იარაღის მუქარით, სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებს 2000-მდე ოდენობის თანხა წაართვა, თუმცა მაღაზიის დატოვება ვერ მოასწრო, რადგან თანამშრომლებმა განგაშის სიგნალის ჩართვა შეძლეს.
|
ელზა პაპოშვილი 12.09.2023

მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით, სადაც პოლიციამ ჯამში ნარკოდანაშაულის ფაქტზე 46 პირი დაკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 46 პირი დააკავეს, მათ შორის 36 ნარკორეალიზაციის ბრალდებით.
|
ელზა პაპოშვილი 11.09.2023

თბილისში, ტურისტულ უბანში სისხლიანი გარჩევა მოხდა - შარდენზე ცივი იარაღით მოკლულია ერთი და დაჭრილია ასევე ერთი ადამიანი. როგორც ცნობილი ხდება, ბრალდებულმა 31 წლის კაცმა ფიზიკური დაპირისპირებისას 2 პირს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ერთ-ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|