ელზა პაპოშვილი
28.02.2023

შკვეთილი მკვლელობა თუ შურისძიება - გორსი ავტომატიდან 20-მდე გასროლის შედეგად ავტომობილში ირაკლი კობერიძე ჩაცხრილეს. მასთან ერთად მყოფი ვანო ღვინაშვილი კი მძიმედ დაჭრეს. სისხლიანი გარჩევა კი გორის რკინიგზის სამრეცხაოში დაიწყო. ადგილობრივები ყვებიან, რომ ერთამნეთს ორი ჯგუფი დაუპირიპირდა, რის შემდეგაც უმისამართო და ორმხრივი სროლა დაიწყო.

ელზა პაპოშვილი
27.02.2023

ორი წლის შვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულს, აღკვეთი ღონისძიების სახით,  პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება დახურულ პროცესზე 25 თებერვალს მიიღო. 

ელზა პაპოშვილი
25.02.2023

ძალადობდნენ თუ არა ოჯახის წევრები 2 წლის ბავშვზე? - ამ შემზარავი ფაქტის შესახებ საზოგადოებამ 23 თებერვალს შეიტყო, როდესაც გურჯაანის საავადმყოფოში ბებიამ 2 წლის გოგონა მძიმე მდგომარეობაში მიიყვანა. ბებია მერი თურქოშვილი აცხადებდა, რომ გოგონაზე მისი დედა, 30 წლის ქალი ძალადობდა. დედამთილმა რძალი ბავშვის ფიზიკურ ძალადობაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც ბავშვის სხეეულზე მრვალობითი გაურკვეველი სახის დამწვრობები ნახა. ბავშვს ასევე მოულოდნელად მუცლის ტკივილი და შებერილობა დაეწყო. 

ნაზი ბერიძე
24.02.2023

წუხელ რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო. ადგილზე გაჭედილი ხალხი სოციალური ქსელების მეშვეობით დახმარებას ითხოვდა - გზა ორივე მიმართულებით ჩახერგილი იყო.

ელზა პაპოშვილი
23.02.2023

გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში ორი წლის ბავშვი შეიყვანეს, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დამწვრობები, მუცელში ტკივილები და მძიმე ანემია აღენიშნებოდა. ბავშვი საავადმყოფოში ბებიამ მიიყვანა, რომელიც აცხადებს, რომ ის დედისგან ძალადობის მსხვერპლია და დამწვრობები მშობელმა მიაყენა.   

რეზონანსი
23.02.2023

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით განხორციელებულ რეფორმებზე, გლობალურ პროექტებზე, გაზრდილ ხელფასებზე, პენსიებზე, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

ელზა პაპოშვილი
22.02.2023

ბადრი ესებუა 20 დღისთ ფსიქიატრების დაკვირვების ქვეშ იქნება, რათა დაადგინონ როგორი იყო მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა დანაშაულის ჩადენის მომენტში. დაცვის მხარე მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ბადრი ესებუამ ოთხშაბათის პროცესზე განაცხადა, რომ ის „ალაპარაკდება“, მისი ადვოკატმა კი მოსამართლის გადაწყვეტილებას „სისულელე“ უწოდა, რომელიც ესებუას დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

ელზა პაპოშვილი
21.02.2023

ესპანური მედია მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებულ კრიმინალურ დაჯგუფებას, სადაც 25-მდე ქართველია დაკავებული, ქართულ მაფიად მოიხსენიებს. პრესა წერს, რომ კარგად ორგანიზებული დაჯგუფების უკან ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დგას, თუმცა მისი ვინაობა ჯერჯერობით  არ საჯაროვდება. სპეცოპერაციების სერია ქართველ სამართალდამცველებთან კოორდინაციით ჩატარდა. 

ელზა პაპოშვილი
20.02.2023

მადრიდში პოლიციამ ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა. როგორც ესპანური მედია იტყობინება, გამოძიება საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ჩატარდა. კარგად ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების ქსელის გამოსავლენად ესპანეთის პოლიციას დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდა. სამართალდამცველები გაოგნებას  ვერ მალავენ, რადგანაც სახლების ძარცვა კარგად ორგანიზებული იყო. 

ელზა პაპოშვილი
18.02.2023

ახალგაზრდა მამაკაცებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება რუსთავში  სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. 23 წლის ბიჭს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიაყენეს.  როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, დაპირისპირება გვიან ღამით, დაახლოვებით პირველ საათზე დაიწყო. ახალგაზრდა კაცები საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სვამდნენ, კონფლიქტი ამ დროს დაიწყო.ადგილობრივებისთვის მათთვის უცნობია რა გახდა ჩხუბის მიზეზი. მხოლოდ ის გაიგეს, რომ 23 წლის ბიჭი დაჭრეს.    

ნაზი ბერიძე
17.02.2023

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსის, სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, უამინდობა 23 თებერვლამდე გასტანს, 23-ის მერე კი გამოდარებას უნდა ველოდოთ.

თამთა ჩაჩანიძე
17.02.2023

პარასკევს „ფრიდრიხ ებერტის ფონდის" მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა თემაზე თუ რა მოუტანა საზოგადოებას ჯანდაცვის სისტემის პრივატიზაციამ და როგორია მისი სოციალური შედეგები. როგორც მკვლევარები ამბობენ, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ჯანდაცვის სისტემას რეფორმების ყველა ეტაპზე ახასიათებდა სვლა ჯანდაცვის კომერციალიზაციისკენ, ამიტომ, კვლევის მიზანი სწორედ ამ პროცესის სოციალური შედეგების დადგენაა.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×