ელზა პაპოშვილი
10.02.2023

 

სისხლიანი გარჩევა სოფელ მარტყოფში - 34 წლის მამაკაცის ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით თვითმა მეგობარმა მიაყენა. როგორც უკვე ცნობილია „რეზონანსთან“ ყვებიან, 34 წლის გოჩა ჯერენაშვილს ასევე 34 წლის ნიკა სახლთხუციშვილმა ესროლა.

ელზა პაპოშვილი
09.02.2023

ბადრი ესებუა კატეგორიულად უარყოფს, რომ მან „საქართველოს ბანკი“  დააყაჩაღა და ტყვედ 43 ადამიანი აიყვანა. ამბობს, რომ რადგან საქმეში მისმა სახელმა გაიჟღერა, შეეშინდა, სიმართლეს ვერ დაამტკიცებდა, ამიტომ მიიმალა. თუმცა მას საქართველო არ დაუტოვებია. მისი ადვოკატი არც იმას უარყოფს, რომ შესაძლოა ის აფხაზეთში იმალებოდა. თუმცა დაკავებისას ომიანე ჯიქიას სახლში სულ რამდენიმე წუთის მისული იყო. ხოლო მოხუცებმა მისი იქ ყოფნის შესახებ არაფერი იცოდნენ.   

ნაზი ბერიძე
09.02.2023

 ბადრი ესებუა შეიძლება თბილისში გადმოიყვანონ - ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი იოსებ ჯანაშია ავრცელებს. მისივე თქმით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს რომ მას საქართველოს ბანკის თავდასხმის საქმესთან კავშირი არ აქვს. რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ჯანაშიას თქმით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მასალები არასაკმარისი და არადამაჯერებელია, თანაც ნივთმტკიცების სახით არანაირი თანხა არ არის ამოღებული.

ელზა პაპოშვილი
08.02.2023

ორწლიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული 35 წლის ბადრი ესებუა ჯიხაშკარში დააკავეს. ტერორისტად გამოცხადებული ესებუა თავს შორეულ ნათესავებს, ხანდაზმულ ცოლ-ქმარს აფარებდა. ომიანე ჯიქია, როემლიც 80 წლისაა, სახლში ასევე ხანდაზმულ ცოლთან და 20 წლის ავადმყოფ შვილთან ერთად ცხოვრობდა. პენსიონერი და მისი ცოლ-შვილი ახლა პოლიციაშია გადაყვანილი.  

მამუკა ნაცვალაძე
08.02.2023

დღეს დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 წელი შესრულდა. ამ უდიდეს პიროვნებასთანაა დაკავშირებული ის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესები, საქართველო ოქროს ხანამდე რომ მიიყვანა... საქართველოს აღმავლობას დიდი ბრძოლები უძღოდა წინ. მათ შორის დიდგორის ომი, რომელმაც სრულიად საქრისტიანო იხსნა...

დიდგორის ომი ქართველთა ისტორიაში ყველაზე გამორჩეული ბრძოლაა. ბუნებრივია, ყველა ომს, დიდსა თუ მცირეს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. რომ არა ეს ბრძოლები, დიდი ალბათობით, საქართველო ვერ მიაღწევდა იმ ტრიუმფამდე, დიდგორის ომის სახელით რომ შემოინახა მატიანემ. 

ქართველთა გადახდილ ომებს შორის საერთაშორისო მასშტაბების თვალსაზრისით სწორედ დიდგორია უპრეცედენტო, დიდგორში განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული იარსებებს თუ არა ქრისტიანული სახელმწიფო, მოხდება თუ არა ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის სრული ისლამიზაცია.

ეს 1121 წელია, აგვისტო... დავითის აღსაყდრებიდან 32 წელია გასული... გიორგი მეორის მიერ გვირგვინდადგმული 16 წლის ჭაბუკი მამამისსა და საკუთარ მოძღვართან, გიორგი ჭყონდიდელთან ერთად კარგად აცნობიერებს, რომ თურქ-სელჩუკებთან დაპირისპირება მისი ყოველდღიური ფიქრის საგანი უნდა იყოს და ისიც ფიქრობს, მოქმედებს და სწორედ ამ ფიქრითაა გაჯერებული მისი მეფობისას ნებისმიერი ღონისძიება - მცირე ომი იქნება ეს, საეკლესიო კრება, სახელმწიფო სტრუქტურების რეორგანიზაცია, თუ ყივჩაღთა ჩამოსახლება.

ნაზი ბერიძე
07.02.2023

 2022 წლის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ყოველკვირეულად საშუალოდ 150-მდე ავარია ხდება, 8 ადამიანი იღუპება და 105 სხვადასხვა სახის დაზიანებას იღებს. „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელი დავით მესხიშვილის თქმით, ეს მონაცემები წინა წლებთან შედარებით არ არის გაზრდილი, მაგრამ ის კვლავ რჩება კატასტროფულ მაჩვენებლად, იმიტომ, რომ დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა საშუალო ევროპულ მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება, რაც სხვადასხვა ფაქტორებმა განაპირობა.

ნაზი ბერიძე
07.02.2023

 შეიძლება 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი „კრაკენი" საქართველოში დომინანტური გახდეს. ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომლის ცნობითაც ამჟამად საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის საშალოდ 500 შემთხვევა ფისქსირდება. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მის პროგნოზს რეალურად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ „კრაკენის" დომინანტურობა ეპიდვითარებას არ დაამძიმებს.

ელზა პაპოშვილი
06.02.2023

საზარელი დანაშაული გორში - სოფელ რეხაში 60 წლამდე ასაკის ღვთისო პეტრიაშვილმა ჯერ ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა დილით მოხდა. მამაკაცმა მკვლელობის შემდეგ შვილებს დაურეკა და ჩადენილი დანაშაულის შესახებ მოუყვა, მათ კი პოლიციას აცნობეს. თუმცა, სანამ სამართალდამცველები ადგილზე მივიდოდნენ, მამაკაცმა თავი მოიკლა. 

ელზა პაპოშვილი
05.02.2023

აცანის მონასტერში სისხლიანი გარჩევა ერთი ადამიანის დაჭრით დასრულდა. ირკვევა, რომ მონასტერში ნასვამმა ახალგაზრდებმა ჩხუბი დაიწყეს, ხოლო მათ გაშველებას მონასტრის მღვდელი ცდილობდა. თუმცა ახალგაზრდებს შორის ფიზიკური ანგარიშსწორება ერთი პირის დაჭრით დასრულდა. არსებული ინფორმციით,  დაჭრილი მამაკაცი მამაომ ლანჩხუთის კილიკამდე მიიყვანა, მაგრამ გზაზე დატოვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაპირისპირებული ახალგაზრდები ტაძარში მოღვაწე სტიქაროსნები არიან.

ელზა პაპოშვილი
03.02.2023

საზარელი ფაქტი შიდა ქართლში - 7 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მისი  ბიძა დააკავეს. მომხდარის  შესახებ  ბიჭმა სკოლის მანდატურს უამბო, რომელმაც საქმის კურსში სკოლის დირექტორი ჩააყენა, მან კი პოლიციას აცნობა. ბიძა დაკავებულია. 7 წლის ბიჭს კი ექსპერტიზა ჩაუტარდა. ჯერჯერობით ექსპერტიზის პასუხი უცნობია,

ელზა პაპოშვილი
02.02.2023

სოფელ ლამისყანაში დანაწევრებული ადგილობრივის  ცხედარი  იპოვეს. ადგილობრივებმა მამაკაცის ქვედა კიდურები ნახეს. ცხედარი სავარაუდოდ  72 წლის ავთანდილ ბენაიშვილს ეკუთვნის, რომელიც  სახლის უკანა ეზოში იპოვეს და მხოლოდ ქვედა ტანია დარჩენილი. ფიქრობენ, რომ კაცი  მგლებმა შეჭამეს. ის  ღამით გაუჩინარდა, მეზობლებმა მისი ძებნა დაიწყეს. როგორც „რეზონანსთან, ყვებიან,  ცხედრის ნაწილები სახლის უკანა ეზოში ნახეს. 

ელზა პაპოშვილი
30.01.2023

სისიხლიანი ანგარიშსწორება ეჭვიანობის ნიადაგზე - ესაა სავარაუდოდ მიზეზი რის გამოც ახალგაზრდა მამაკაცმა ოჯახის მეგობარი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილა, ხოლო გაქცევის მცდელობისას ცოლი დაჭრა. გამოძიება სისხლიანი გარჩევის მიზეზად ეჭვიანობას განიხილავს. როგორც აღნოჩნდა, 38 წლის ახალგაზრდამ ცოლი და მეგობარი ავტომობილში ჩაისვა და საქმის გასარჩევად თბილისში მდებარე პეტრე-პავლეს სასაფლაოზე აიყვანა.  ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მოხდა. გამოძიების საქმის მასალების მიხედვით, მამაკაცს მეგობართან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა, რის შემდეგაც მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და უკანა სავარძელზე მჯდომი ჩაცხრილა. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×