ნაზი ბერიძე
16.01.2023

დღეისთვის საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 200-დან 300-მდე შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა სიტუაცია მართვადია და საფრთხეს არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, მსოფლიოში ახლახან გამოჩენილი „ომიკრონის“ ახალი სახეობა „კრაკენის“ და სხვა სახეობების გავრცელების წინაშე შეიძლება საქართველოც აღმოჩნდეს. ექსპერტები მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ და ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ „კრაკენი“ სწრაფად კი ვრცელდება, მაგრამ, როგორც წესი, მსუბუქად მიმდინარეობს.

ელზა პაპოშვილი
16.01.2023

 ტრაპზონში ქართველი„კანონიერი ქურდის“, 65 წლის რევაზ ლორთქიფანიძის, იგივე„რეზო თბილისკის“ მკვლელობასთან დაკავშირეებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც თურქული მედია წერს, პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა. ერთი საქართველოს, მეორე კი ყირგიზეთის  მოქალაქეები არიან. ორივე დაკავებული ტრაპზონის წინასწარი დაკავების იზოლატორში განსაკუთრებული უსაფრთხოების დაცვის ზომებით გადაიყვანეს. 

 

ბაჩანა ტყემალაძე
15.01.2023

ქართველი კინომსახიობი, სცენარისტი, კინორეჟისორი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი განსაკუთრებით პოპულარული იყო რუსეთში და მისი გარდაცვალებაც რუსული მედიის დღის თემად იქცა.

ელზა პაპოშვილი
15.01.2023

უმძიმესი ტრაგედია თბილისში - შაბათს დილით ვაზისუბანში ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი ჩავარდა, რომლებიც ადგილზევე დაიღუპნენ. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ცოლ-ქმარმა ლიფტი გამოიძახეს, კარის გაღების შემდეგ კი პირველი ლიფტში ქმარი შევიდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ რეალურად ლიფტის კაბინა სართულზე არ ასულა და რამდენიმე სართულით ქვემოდ იყო გაჩერებული. ჩავარდნილი ქმრის ამოყვანა ცოლმა  სცადა, ამ დროს კი ლიფტი ამოძრავდა და ორივე მათგანი ლიფტის  შახტაში მოჰყვა.

რეზონანსი
12.01.2023

„კრაკენი" კორონავირუსის ახალი შტამია, რომელიც აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში უკვე ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კოვიდის ახალი ვარიანტი უკვე საქართველოშიც დაფიქსირდა. მართალია, კრაკენმა კოვიდით დაინფიცირების მაჩვენებელი მაღლა ასწია, ზოგან მისი აფეთქებაც კი გამოიწვია, თუმცა, როგორც ინფექციონისტები აცხადებენ, ის, ისევე როგორც ომიკრონის სხვა ვარიანტები, სიცოცხლისთვის ნაკლებად საშიშია.

ელზა პაპოშვილი
11.01.2023

ჯერჯერობით კვლავ უცნობია რა გადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში ცოლ-ქმრის გარდაცვალების მიზეზი. ისინი მეზობლებმა გარდაცვლილები იპოვეს. ერთ-ერთი, დაუდასტურებელი ვერსიით, კაცს სანადირო თოფი გაუვარდა, რა დროსაც მისი მეუღლე დაიღუპა, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  

 

ელზა პაპოშვილი
10.01.2023

გამოძიება კვლავ ცდილობს გაარკვიოს მოტივი, თუ რატომ მოკლა ყოფილმა პოლიციელმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსი ალექსნადრე შეყილაძე. სისხლიანი გარჩევა შობის ღამეს მოხდა. დაპირისპირება ნასვამ მეგობრებს შორის სისხლიანი ანგარიშსწორებით და მკვლელობით  დასრულდა. მღებრიშვილმა  სასამართლოზე მკვლელობა აღიარა, მაგრამ განზრახ მკვლელობას უარყოფს. ის ამტკიცებს, რომ მეგობრის მოკვლა არ სურდა და სასხლეტზე ხელი შემთხვევით გამოეკრა. მისი თქმით, ეს იყო ემოციურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულია, რომელსაც ვერ აცნობიერებდა.

რეზონანსი
09.01.2023

დღევანდელი მონაცემებით კოვიდ-19-ის მიმდინარეობა საგრძნობლად დასუსტებულია. ოფიციალური სტატისტიკით, მსოფლიოს მოსახლეობის 71.8 პროცენტი, ანუ 5.51 მილიარდი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია.

ელზა პაპოშვილი
08.01.2023

შობის ღამეს თბილისში პოლიციელი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი ყოფილმა პოლიციელმა მისავე სახლში მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ისინი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ, თუმცა რა გახდა მათ შორის კონფლიქტის მიზეზი, უცნობია. 

რეზონანსი
29.12.2022

როგორც ჩანს, მეხუთე პრეზიდენტი მეოთხესავით ცდილობს გაემიჯნოს მმართველ ძალას, რომელმაც პრეზიდენტის სავარძელზე დასვა და სურს, დამოუკიდებელ „ქართლის დედად" წარმოუდგეს დაბნეულ ამომრჩეველს... ოთხშაბათს მისი მორიგი „დიპლომატიური" განცხადების („მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როდესაც გაეცემა...") შემდეგ, გამორიცხული არ არის, მესამე პრეზიდენტი წინასაახალწლოდ შეიწყალოს კიდეც, თუმცა, მისი დღევანდელი ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ მგონია, საავადმყოფოდან გამოუშვან. დიდი ალბათობით, დაუყოვნებლივ, სხვა სს საქმეზე შეუფარდებენ პატიმრობას...

ელზა პაპოშვილი
28.12.2022

ოჯახური კონფლიქტი მარნეულში, რომელიც ორი ადამიანის დაჭრით დასრულდა - 30 წლის მამაკაცმა ჯერ ბაბუა დაჭრა, შემდეგ კი მამა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ახალგაზრდა მამაკაცმა ბაბუა დანით გულ-მკერდის არეში დაჭრა, შემდეგ კი მამას ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლა.  

ელზა პაპოშვილი
27.12.2022

სისხლიანი გარჩევა ხობში - მეზობლებს შორის სუფრასთან დაწყებული კონფლიქტი დაჭრით დასრულდა. 50 წლის მამაკაცი მეზობელმა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დანით დაჭრა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მას 5 ჭრილობა აქვს მიყენებული. ის მეზობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს და მედიკოსების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ბრალდებული ასევე 50 წლამდე მამაკაცი კი პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×