ელზა პაპოშვილი 19.09.2023

უმძიმეს დანაშაულზე, რომელიც თბილისში დოლიძის ქუჩაზე მოხდა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა 55 წლის კრიმიანლური პოლიციის თანამშრომელმა გურამ ქადეიშვილმა ყოფილი ცოლი და სიდედრი სამსახურეობრივი იარაღით მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა. ამ უმძიმეს დანაშაულს ასევე ერთი სრუწლოვანი პიროვნება შეესწრო, რომელმაც სროლის დროს, თავს გაქცევით უშველა და აბაზანაში ჩაიკეტა. საზარელი დანაშაულის შესახებ დოლიძის 27 -ე კორპუსში მცხოვრებლებმა არასრულწლოვანი შვილების მეშვეობით შეიტყვეს.
|
ელზა პაპოშვილი 18.09.2023

ბოლო 2 დღეში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ორი ყაჩაღობა მოხდა - ორივე შემთხვევაში ყაჩაღები ოჯახისგან ფულს ითხოვდნენ. ერთმანეთის მიყოლებულ თავდასხმებს კი ადგილობრივები თხილის მოსავლის სეზონს უკავშირებენ.
რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა სოფელ ჭალეში ადგილობრივი ოჯახი დააყაჩაღა. მათ იარაღის მუქარით 250 ლარის წაღება შეძლეს. ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ოჯახის უფროსს, ჯანოკო ხასაიას, რომელსაც თავში იარაღის "კონდახი" ურტყეს, რის გამოც მას რამდენიმე ნაკერის დადება დასჭირდა.
|
ელზა პაპოშვილი 14.09.2023

თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე სუპერმარკეტი გატეხეს. როგორც მაღაზიის თანამშრომლები ყვებიან, დილით ადგილზე მისულებს მაღაზია ღია დახვდათ. მათ ეჭვი აქვთ, რომ ეს არასრუწლოვნების ნამოქმედარი უნდა იყოს.
სავარაუდოდ, მაღაზიის სალაროდან ფულია წაღებული და ასევე პროდუქტები. თუმცა, კონკრეტულად რა და რამდენი, ამ ეტაპზე უცნობია. მაღაზიის თანამშრომლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმდებები მიდის.
|
ელზა პაპოშვილი 13.09.2023

შეიარაღებული ყაჩაღობა ბათუმში - ლერმონტოვის ქუჩაზე მაღაზია „უნივერსამში“ 51 წლის მამაკაცი იარაღით შეიჭრა და თანხას ითხოვდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევა ღამით, სამ საათზე მოხდა. მან იარაღის მუქარით, სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებს 2000-მდე ოდენობის თანხა წაართვა, თუმცა მაღაზიის დატოვება ვერ მოასწრო, რადგან თანამშრომლებმა განგაშის სიგნალის ჩართვა შეძლეს.
|
ელზა პაპოშვილი 12.09.2023

მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით, სადაც პოლიციამ ჯამში ნარკოდანაშაულის ფაქტზე 46 პირი დაკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 46 პირი დააკავეს, მათ შორის 36 ნარკორეალიზაციის ბრალდებით.
|
ელზა პაპოშვილი 11.09.2023

თბილისში, ტურისტულ უბანში სისხლიანი გარჩევა მოხდა - შარდენზე ცივი იარაღით მოკლულია ერთი და დაჭრილია ასევე ერთი ადამიანი. როგორც ცნობილი ხდება, ბრალდებულმა 31 წლის კაცმა ფიზიკური დაპირისპირებისას 2 პირს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ერთ-ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
|
ელზა პაპოშვილი 09.09.2023

რა გახდა სოფელ ნარუჯაში მამის მიერ შვილის მკვლელობის მიზეზი - „რეზონანსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივები ერთადერთ ვერსიაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ 82 წლის პენსიონერს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მათი თქმით, მამა-შვილს შორის კონფლიქტი სულ არსებობდა, რაც გასულ პარასკევს უმძიმესი ამბით დასრულდა. მეზობლების თქმით, ბოლო კონფქლიტი თხილის საერთო ბიზნესის გამო წარმოიშვა და დავა ფულს უკავშირდებოდა.
|
ელზა პაპოშვილი 08.09.2023

სისხლიანი დაპირისპირება თბილიში, სადაც 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ჩხუბის და სროლის ხმა გუშინ გვიან ღამით ნაძალაევის რაიონში მაცხოვრებლებმა გაიგეს. მათი ინფორმაციით, დადიანის ქუჩაზე ორმხივი სროლა იყო, რა დროსაც ჩხუბში მონაწილე რამდენიმე პირი დაიჭრა და ასევე შემთხვევით გამვლელი. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი წარსულში მომხდარი კონფლიქტი გახდა. ხოლო ე.წ. ქუჩური გარჩევის დროს, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რაც სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
|
ელზა პაპოშვილი 07.09.2023

უმძიმესი დანაშაული, რომელშიც თურქი მოდელი და ინფლუენსერია ბრალდებული. როგორც თურქული მედია წერს, გიზემ კარამელაკი, ძმასთან და კიდევ სამ თანამზრახველთან ერთად მაშინ დააკავეს, როდესაც ის საქართველოს საზღვრის გადალახვას ციდლობდა. ქალის და მისი თანამზრახველების დაკავების მიზეზი კი უმძიმესი დანაშაული გახდა, რომელშიც მოდელი და მისი ოჯახის წევრები არიან ეჭვმიტანილები.
|
ელზა პაპოშვილი 06.09.2023

ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, რომლებიც ბინებს კარგად დაგეგმილი სქემის მიხედვით ძარცავავდნენ. ესპანური მედიის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებდნენ და პოლიცია მათ კვალზე რომ არ გასულიყო, ერთი და იგივე ქალაქში დიდ ხნის განმავლობაში არ ჩერდებოდნენ. ისინი საცხოვრებელ და სამოქმედო არეალს სწრაფად იცვლიდნენ.
|
ელზა პაპოშვილი 05.09.2023

პოლიცია ამ დრომდე ეძებს იმ პირებს, რომლებმაც კასპში შშმ პირზე იძალადეს და სასტიკად სცემეს. ეს შემზარავი ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მოხდა. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 33 წლის გიორგი ედიშერაშვილს უჭირს საუბარი და გადადგილება. მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს. ასევე თავზე რამდენიმე მძიმე ტრავმა აქვს მიყენებული. მსხვერპლი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ოჯახი ამტკიცებს, რომ პოლიციას თავდამსხმელები იდენტიფიცრებული ჰყავს, თუმცა ამ დრომდე სამართალდამცველებმა მათ კვალს ვერ მიაგნეს. მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა დღემდე უცნობია რა გახდა შშმ პირზე თავდასხმის მიზეზი. დაზარალებული თავს ჯართის შეგროვებით ირჩენდა.
|
ელზა პაპოშვილი 04.09.2023

კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 35 წლის ბექა ჯანიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობაში ეჭვმიტანილი 90-წლამდე მეზობელი კოლა გაბიტაშვილია. მკვლელობის შესახებ მეზობლები საუბრობენ და „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მეზობელს შორის დავის საგანი მიწის ნაკვეთია, რომელიც მათ ეზოებს ერთმანეთთან აკავშირებს. მკვლელობაში ბრალდებული მოხუცი ამტკიცებდა, რომ ეს გზა მისი იყო და იქ მეზობლებს სიარულის უფლება არ ჰქოდათ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამის გამო წლებია მათ კონფლიქტი აქვთ, თუმცა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოხუცი მსგავს დანაშაულს ჩაიდენდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|