ელზა პაპოშვილი
02.11.2023

„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ისტიციის მინისტრი რატი ბრეგვაძე ადასტურებს. ცნობილია, რომ სამივე მათგანის დაკავება თბილისთან ახლოს მოხდა და ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 24 საათში იპოვა. ეხმარებოდა თუ არა გაქცეულ პატიმრებს ვინმე და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შესაძლოა გამოიკვეთოს უცნობია, თუმცა ცნობილი ხდება ის, რომ  საქმეზე ერთ-ერთი ბადრაგის დაკავება უკვე მოხდა. ის 37 წლის ივერი ნატრიაშვილია. აღიძრება თუ არა სხვა ბადრაგებზეც საქმე ჯერჯერობით უცნობია. 

ელზა პაპოშვილი
31.10.2023

ტრეფიკინგი 21-ე საუკუნეში - 48 წლის  მამაკაცი საკუთარ ცოლსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს მათხოვრობას აიძულებდა. იგი დაპატიმრებულია და 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ცნობით, ვუგარ ალირზაევი ცოლს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად აიძულებდა, რომ ქუჩაში მოწყალება ეთხოვა. მიღებული ფულით ის სლოტ კლუბებში თამაშობდა. მისი ცოლი კი დილიდან საღამომდე  ბათუმის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა და თუ ქმრის დავალებებს არ შესრულებდა, ფიზიკური ანგარიშსწორება ელოდა.

ელზა პაპოშვილი
30.10.2023

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ მუქარის  წერილი მიიღო. როგორც ირკვევა, მე-5 კლასელ 10 წლის გოგონას წერილში წერენ, რომ თუ ის კონკრეტულ თანხას მერხთან არ მიიტანს და არ დატოვებს დათქმულ დროში, მის დას მოკლავენ. 

ელზა პაპოშვილი
28.10.2023

ჯარისკაცის ბურუსით მოსილი გარდაცვალება სამხედრო ბაზაზე - გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა 19 წლის რეზი ჩხეიძის გარდაცვალების მიზეზი. ერთი ვერსიით, ახალგაზრდა სამხედრომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მეორე ვერსიით კი მას იარაღი შემთხვევით გაუვარდა. რეზი ჩხეიძეს  სასიკვდილო ჭრილობა იარაღით თავის არეში აქვს მიყენებული. 

ელზა პაპოშვილი
27.10.2023

თბილისში ტაქსის მღოლს ტურისტების გაუპატიურებაში სდებენ ბრალს. 40 წლამდე გასან გასანოვს რუსეთის მოქალაქე ქალი გაუპატიურების ბრალდებით უჩივის. ირკვევა, რომ მთაწმინდაზე, სადაც ქალმა ტაქსის მძღოლს წაყვანა სთხოვა, მან ის დასახლებული ადგილიდან მოშორებით წაიყვანა და მასზე სექსუალურად იძალადა. ასევე წაართვა ტელეფონი და ფული. ქალი განყოფილებაში ორი დღის წინ მივიდა და საჩივარი დაწერა. თუმცა აღმოჩნდა, რომ იგივე ტაქსის მძღოლს კიდევ ერთი ტურისტი ახლა კანადის მოქალაქე უჩივის, რომელიც ამბობს, რომ ტაქსის მძღოლმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. სავარაუდოდ,  მოძალადე ტაქსის მძღოლი უკვე დაკავებულია და ის პოლიციამ შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურების ჩატარების დროს მიიყვანა. 

ელზა პაპოშვილი
26.10.2023

ტურისტი ამტკიცებს, რომ თბილისში ჩამოსული, აეროპორტში თაღლითი ტაქსის მძღოლის  მსხვერპლი გახდა და ის გაძარცვეს. ინდოეთის მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ მძღოლმა მას მთელი თანხა, 800 დოლარი წაართვა. როგორც ტურისტი ყვება, აეროპორტიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე, მძღოლი მას უკაცრიელ ადგილზე დატოვებით დაემუქრა თუ მთლიან თანხას რაც თან ჰქონდა, არ მისცემდა. 

ელზა პაპოშვილი
25.10.2023

დიღომში, სუპერმარკეტ "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დისტრიბუტორთან კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, გზის არდათმობის გამო, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მოუვიდა. დისტრიბუტორი სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა  ფეხის არეში დაჭრა. დაჭრილი  28 წლის კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ "ვივამედის" კლინიკაში გადაიყვანა. სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია დატოვა.    

ელზა პაპოშვილი
24.10.2023

შემზარავი დანაშაული ქვემო ქართლში - 72 წლის მამაკაცს,  26 წლის გოგოს და 14 წლის არასრუწლოვან ბიჭზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. გამოძიების მიხედვით, მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობის მსხვერპლებზე, სავარაუდოდ, სისტემატიურად ძალადობდა. ორივე დაზარალებულს მეტყველების პრობლემები აქვს,  შესაბამისად, მათ დიდი  ხნის განმავლობაში ამაზე საუბარი უჭირდათ. მამაკაცი, რომელსაც გამოძიება ამ მძიმე დანაშაულს ედავებ, იმ სარეაბილიტაციო ცენტრის მძღოლია, რომელსაც მეტყველების პრობლემის მქონე ბენეფიციარები ცენტრიდან სახლში დაჰყავდა. 

ელზა პაპოშვილი
22.10.2023

15 წლის თეკლას ბურუსით მოცული გარდაცვალება  - რა მოხდა 15 ოქტომბერს ხაშურში, როცა 15 წლის გოგონა კორპუსის ეზოში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილობრივებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაახლოებით საღამოს 8 საათზე მომხდარ ამ შემთხვევას ფაქტს უშუალო თვითმხილველი არ ჰყავს. ადგილობრივბი „რეზონანსთან“ იხსენებენ, რომ მათ რაღაცის დავარდნის ხმა გაიგეს, გარეთ გამოიხედეს და ავტომობილის ქვეშ მწოლიარე პატარა გოგონა დაინახეს. ახლოს მისულებმა კი მათი მეზობელი ამოიცნეს.

ელზა პაპოშვილი
20.10.2023

სისხლიანი ანგარიშსწორება სამტერდიაში - ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი კობა მეფარიშვილი, მეტსახელად „ყრუ“ სამძიმრიდან გამოსული ჩაცხრილეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, 36 წლის ახალგაზრდა კაცს 10-მდე  ტყვია ესროლეს. ხოლო სისხლიან გარჩევას წინ ჩხუბი და დაპირისპირება უძღოდა. მკვლელი ამ დრომდე მიმალვაშია, მის დასაკავებლად პოლიცია სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს. გავრცელებული ინფორმაციით კი  მკვლელობის მოტივად კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის არსებული დავა სახელდება.

ელზა პაპოშვილი
19.10.2023

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ირანელ სტუდენტს და ადგილობრივს შორის  სიტყვიერი დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ უნივერსიტეტში საქმის გარჩევა სროლაში გადაიზარდა. 

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, საქართველოს მოქალაქეს  და ირანელ სტუდენტს შორის ჩხუბის მიზეზი მანქანის არასწორი პარკინგი გახდა. ადგილობრივმა შენიშვნა მანქანის მფლობელ სტუდენტს მისცა, რომელმაც მეგობრებთან ერთად საქმის გასარჩევად მამაკაცს  მოგვიანებით სახლში მიაკითხა. დაპირსპირების ეპიცენტრმა კი საცხოვრებელი სახლიდან უნივერსიტეტის ეზოში  გადაინაცვლა. 

ელზა პაპოშვილი
18.10.2023

ქართველი ქალის სასტიკი მკვლელობა თურქეთში - ტრაპიზონში, მიტოვებულ შენობაში 49  წლამდე საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ირკვევა, რომ ქალს 10 დღის განმავლობაში ოჯახი, მეგობრები და თურქეთის პოლიცია ეძებდა. ის ამ ხნის ძებნის შემდეგ მიტოვებულ შენობაში მოკლული იპოვეს. ცხედრის  წინასწარი დათვალიერების შედეგად ცნობილი ხდება, რომ  მას თავში ბლაგვი საგნით აქვს ჭრილობები მიყენებული. შემდეგ კი მიტოვებულ შენობაში გადამალეს.    


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×