ელზა პაპოშვილი
14.12.2023

კახეთში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე, სადაც 26 წლის ბიჭს ბებიის გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი,  სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებულიახალგაზრდა უდანაშაულოდ ცნო. საქმის მიმდინარეობის დროს, დაზარალებულად ცნობილი 77 წლის ქალი გარდაიცვალა, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოძიებისათვის მიცემული მისი ჩვენება გამოქვეყნდა. გამართლებული პირის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობდა.

თამთა ჩაჩანიძე
14.12.2023

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ ახალი აპარატურით ამომრჩევლის დუბლირება, მრავალჯერადი ხმის მიცემა წარმოუდგენელია, საარჩევნო მოხელეების არაკეთილსინდისიერებაზე საუბარი კი, როცა კომისიები ჯერ არ დაკომპლექტებულა, „არაპროფესიონალურია". „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" (ისფედს) და ოპოზიციას კი კითხვები აქვს არსებული ელექტრონული ტექნოლოგიით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ელზა პაპოშვილი
13.12.2023

პოლონური მედია ლოძის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ დის მკვლელობაში ბრალდებული 35 წლის ქართველი კაცი საქართველოში იმყოფება. მათივე ცნობით, მას ინტერპოლით ეძებენ. სასტიკი დანაშაული კი 21 ნოემბერს მოხდა, არსებული ინფორმაციით, ქართველი ქალი სასიკვდილოდ მისმა ძმამ გაიმეტა, თუმცა, სასტიკი დანაშაულის მოტივი უცნობია. და-ძმა მარნეულიდან იყვნენ.  

ელზა პაპოშვილი
12.12.2023

არასრუწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ვიდეოებისა და ფოტოეების უნებართვოდ გავრცელების რამდენიმე ფაქტზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 14 პირია მხილებული. აქედან სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 4 დააკავა. გამოძიები მასალების მიხედვით, დანაშაული წალკის რაიონსა და სამეგრელოს რეგიონში მოხდა.

ელზა პაპოშვილი
11.12.2023

პოლიცია ამ დრომდე ეძებს 6 დამნაშავეს, რომლებმაც ფონიჭალიდან, ყაჩაღურად, სახლში შევარდნით 16 წლის მოზარდი გაიტაცეს. ულდუზ ბასაევა სახლიდან ცოლად მოყვანის მიზნით, მისმა ე.წ. საქმრომ  გაიტაცა. გოგონას ოჯახი დახმარებას ითხოვს და ამბობენ, რომ სასიძო რუსთის მოქალაქეა და შესაძლოა მოზარდის ქვეყნიდან გაყვანას შეეცადოს. 

ელზა პაპოშვილი
10.12.2023

მძიმე დანაშაული ციხისძირში, სადაც თურქეთის მოქალაქეები ფიგურირებენ - გამოძიების მასალებით, ახალგაზრდა თურქ მამაკაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, შემდეგ თოკით დააბეს, სასტიკად სცემეს და ღირსების შემლახავი ვიდეო გადაუღეს. დანაშაულში ბრალდებული ორი მამაკაცია, რომლებიც ასევე თურქეთის მოქალაქეები არიან. 

ელზა პაპოშვილი
08.12.2023

ვანში პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი 16 წლის გოგონაზე იძულებით მუხლის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, კობა ძაგნიძემ 16 წლის გოგონას ავტომობილი გაუჩერა და სახლში წაყვანა შესთავაზა, უარის მიღების შემდეგ კი, აიძულა მანქანაში ჩამჯდარიყო და ტელეფონის ნომერი მიეცა. ამის შემდეგ კი ძაგნიძე 16 წლის გოგოს ურეკავდა და სოციალურ ქსელში კონტაქტსაც სთხოვდა. არასრულწლოვანმა პოლიციას თავად მიმართა, რის შემდეგაც კობა ძაგნიძე დააკავეს.  

ელზა პაპოშვილი
07.12.2023

არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებებისა და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული პირი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო პატიმრობა მიუსაჯა 

წელს პრილში ცნობილი გახდა, რომ 15 წლის გოგონა 50 წლის მამის მხრიდან სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო. მამა მას აუპატიურებდა და თან ფიზიკურად უსწორდებოდა. 

ელზა პაპოშვილი
06.12.2023

პოლონეთში 19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით სამი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც პოლონური მედია წერს, მამაკაცები 33, 37 და 38 წლისანი არიან. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გატაცებული გოგონაც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გატაცების ადგილიდან 180 კილომეტრში იპოვეს. 

ელზა პაპოშვილი
04.12.2023

თბილისში ვორონცოვზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის და კიდევ ერთი პირის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულია 39 წლის მამაკაცი. როგორც ცნობილი ხდება, სისხლიანი გარჩევა ბიზნეს-წილების გამო მოხდა. 

ელზა პაპოშვილი
02.12.2023

წალკაში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. წალკის რაიონის სოფელ ბედიანში 53 წლის ეკა გულაშვილის ცხედარი მეზობლებმა საკუთარ სახლთან იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ის სასიკვდილოდ თანასოფლელმა და ყოფილმა თანამშრომელმა 47 წლის ვოსკან ვოსკანიანმა მოკლა. ბრალდებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად გახდა თავდასხმის ობიექტი და იძლებული იყო თავი დაეცვა.

თამთა ჩაჩანიძე
29.11.2023

„ათი წელია უკვე გამოცდები მოხსნილია და უკვე ათი წელია ბავშვები სკოლაში აღარ დადიან. მთელი თაობები წამოვიდა, უკვე საკუთარ გვარს და სახელს ვეღარ წერენ და ორჯერ ორი არ იციან, სხვა საგნებზე ხომ ზედმეტია საუბარი. ხარისხი განულებულია," - აცხადებს განათლების დარგის ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი. მისი თქმით, სკოლებში მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასებში ბავშვები გაკვეთილებს თითქმის არ ესწრებიან, რისი მიზეზიც არის დროში გაწელილი პროგრამა და ის, რომ სკოლებში კლასიდან კლასში გადასაყვანი და საატესტატო გამოცდები გაუქმებულია.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×