საბერძნეთში, ქალაქ სიტიაში ნასვამმა ქართველმა 43 წლის კაცი დაჭრა - როგორც ბერძნული მედია წერს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ქართველი ქუჩაში გამვლელებს შეურაცხყოფას აყენებდა, რა დროსაც მას ახალგაზრდა კაცმა შენიშვნა მისცა.
ამაზე გაბრაზებული ქართველი მას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი დანით დაჭრა. გამვლელებმა ახალგაზრდა კაცის დახმარება სცადეს, თუმცა დანით შეიარაღებული მამაკაცი მათაც დაჭრით ემუქრებოდათ. ამის შემდეგ კი ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც აგრესიული მამაკაცი ადგილზევე დააკავა.
„ქუჩაში დანით შეიარაღებული მამაკაცი, არაფხიზელ მდგომარეობაში იდგა და გამვლელებს აგინებდა. მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდათ. ამის შემდეგ კი მამაკაცთან ახალგაზრდა კაცი მივიდა და შენიშვნა მისცა. ამაზე გაღიზიანებულმა მამაკაცმა კი მას ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი დანით ჭრილობები მიაყენა. მისი შეჩერება გამვლელებმა სცადეს, თუმცა, უშედეგოდ. ამის შემდეგ კი ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. მამაკაცი 43 წლის საქართველოს მოქალაქეა. ის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა“,-ამბობს პოლიცია საბრძნეთის მედიასთან.
დაჭრილი ახალგაზრდა ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება. საქართველოს მოქალაქე კი პოლიციამ ადგილზე დააკავა.