თამთა ჩაჩანიძე
12.01.2024

ხუთშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროში, დანიის ელჩი ტოფტ სორენსენი განმარტებისთვის იყო დაბარებული, საქმე ეხება დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხს ეხება და სადაც დიპლომატი აწ უკვე „ოცნების" საპატიო თავჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს.

თამთა ჩაჩანიძე
12.01.2024

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 6 თებერვალს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ თუ ზალომე ზურაბიშვილმა აქცენტი დეოლიგარქიზაციაზე გააკეთა, გამოსვლა შესაძლოა ხმაურიანი აღმოჩნდეს. ამასთან, პრეზიდენტის მოხსენება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას ემთხვევა და ექსპერტები ემოციებით სავსე საპარლამენტო სეზონს ელოდებიან.

თამთა ჩაჩანიძე
12.01.2024

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებაზე განაცხადა, ოპოზიციამ დეოლიგარქიზაციაზე განცხადებები გაააქტიურა. ანალიტიკოსებს მოლოდინი აქვთ, რომ ამაზე ოპოზიციური ფლანგიდან საუბრები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უფრო გამძაფრდება. როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ოპოზიცია სუსტია და „ერთადერთი ის დარჩენია დასავლეთს ივანიშვილის წინააღმდეგ ე.წ. ფსევდო სანქციები მოსთხოვოს".

ელზა პაპოშვილი
11.01.2024

რა გავლენას მოახდენს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პოლიტიკურ სპექტრზე  და როგორ შეიძლება დალაგდეს ოპოზიციური სპექტრი. ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ოპოზიციამ ძლიერი ერთიანი ცენტრის იდეაზე მსჯელობა გააცხოველა. მათი უმრავლესობა ფაქტობრივად თანხმდება, რომ როგორც მინიმუმ „ოლიგარქიული რეჟიმის“ წინააღმდეგ ერთიანი კონფიგურაციით ბრძოლაა საჭირო. ამ ფონზე პარტიების ლიდერების ნაწილი მაინც არ ერიდება ერთმანეთზე თავდასხმას, თუმცა მთვარი სამიზნე ყველასთვის მაინც „ქართული ოცნებაა“. 

ნაზი ბერიძე
11.01.2024

უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ მმართველი პარტია საარჩევნო ბარიერს არ დასწევს, რაც არაერთ ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში მოხვედრის სერიოზულ პრობლემას უქმნის, რადგან წინა არჩევნებზე ბევრმა მათგანმა 3%-ზე ცოტათი მეტი აიღო და ამის შედეგად მოხვდა პარლამენტში. ბევრი ავტორიტეტული გამოკითხვაც აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბარიერს ორი პარტია ძლევს - „ოცნება" და ენმ, გახარიას პოლიტიკურ ძალას კი ამის სერიოზული შანსი აქვს. დანარჩენების შანსები, რბილად რომ ვთქვათ, მცირეა.

ნაზი ბერიძე
11.01.2024

ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს და სურვილს გამოთქვამს, ორივე მხრიდან კითხვები დაისვას. თუმცა სახელისუფლებო გუნდში გამორიცხავენ, რომ ივანიშვილი გახარიას რამე მნიშვნელოვან საკითხზე ეკამათოს. იმას, რომ ეს დებატები არ შედგება, „რეზონანსთან"პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც ადასტურებს.

ნაზი ბერიძე
11.01.2024

სახელისუფლებო გუნდი რელიგიური ნაგებობების და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრების კანონპროექტზე მუშაობს და უახლოეს პერიოდში მის დაინიცირებას აპირებს. როგორც „ოცნებაში" აცხადებენ, ეს ცვლილება შესაბამისობაშია ევროკავშირის ბევრი ქვეყნის, მათ შორის გერმანიის, ავსტრიის, პოლონეთის, საბერძნეთისა თუ იტალიის კანონებთან. თუმცა ამით რამდენად დავუახლოვდებით ევროკავშირს, როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, ამას ვენეციის კომისია გადაწყვეტს.

ნაზი ბერიძე
10.01.2024

როგორ აღიქვეს დასავლეთში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაშ დაბრუნება და ჩათვლის თუ არა ევროკავშირი ამას დეოლიგარქიზაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯად? ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიციაზე ივანიშვილის ყოფნა დეოლიგარქიზაციას არ უზრუნველყოფს. თუმცა, ამავდროულად, საბოლოოდ იგი შესაძლოა დასავლეთისათვის მისაღები ფიგურა აღმოჩნდეს, როგორც საქართველოში სტაბილურობისა და ურყევი ვეროპული კურსის შენარჩუნების გარანტი.

ნაზი ბერიძე
10.01.2024

იანვარში პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახალხო დამცველთან არსებულმა კონსილიუმმა უნდა შეამოწმოს და მათი დასკვნა, შესაძლოა, სააკაშვილის ციხეში გადაყვანის საფუძველი გახდეს. ამ შემოწმებამდე ორიოდე კვირით ადრე კი ექსპრეზიდენტმა, სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით, უარი თქვა თავის სასამართლოზე დისტანციურად ჩართულიყო, რაც ბოლო თვეების განმავლობაში პირველად მოხდა.

ნაზი ბერიძე
09.01.2024

6 თებერვალს სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში პარლამენტის წინაშე თავისი ბოლო ყოველწლიური ანგარიში უნდა წარადგინოს. რა შეიძლება მოხდეს ამ დღეს? რა სიურპრიზებს და დემარშებს უნდა ველოდოთ პრეზიდენტისგან, მმართველი პარტიისა და ოპოზიციისაგან? ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ეს დღე ექსესების გარეშე არ ჩაივლის.

ნაზი ბერიძე
09.01.2024

„ქართული ოცნების’ წესდებაში შეტანილი ცვლილებები, ერთის მხრივ, პარტიაში სიღრმისეულად  არაფერს შეცვლის, მაგრამ, მეორე მხრივ, პარტიის თავმჯდომარისა და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენელთა თანამდებობები ნომინალური ხდება. ამის შესახებ „რეზონანსთან“ ანალიტიკოსების საუბრობენ იმ ცვლილების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც მმართველი პარტიისგან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის უფლება პარტიის საპატიო თავმჯდომარეს გადაეცა.

ნაზი ბერიძე
08.01.2024

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ბოლო პერიოდში არაერთი განცხადება გააკეთეს, რომ მხარეები სულ უფრო უახლოვდებიან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას, რასაც რეალური სამშვიდობო პროცესის დაწყება და ეკონომიკური საქმიანობის მასშტაბური გახსნა უნდა მოჰყვეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×