ნატალია ჯვარიძე
07.01.2025

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას სტუმრობა საქართველოში, რომელიც დიდ ვნებათაღელვას იწვევდა, გაურკვეველი ვადით გადაიდო და შესაბამისად, მის მიერ გადაწყვეტილების შეცვლა უკვე ახალი ვნებათაღელვის მიზეზი გახდა. რამ მოახდინა გავლენა პია კაუმას გადაწყვეტილებაზე და რისი მანიშნებელია საქართველოში მისი სტუმრობის გადადება?

ნატალია ჯვარიძე
07.01.2025

შიდა ქართლში, სოფელ ნიქოზთან საოკუპაციო ძალებმა დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ექიმი ალექსი მამულია და მასთან ერთად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ვანო ჯაფიაშვილი. დაკავების სავარაუდო მიზეზი ქართული წარმომავლობის რუსეთის მოქალაქის, ვლადიმერ მამარდაშვილის დახმარების მცდელობაა, რომელიც ასევე დაპატიმრებულია. ერთი ვერსიით, იგი ცხინვალიდან ნიქოზში თავისი პაპის წლისთავზე ცდილობდა ჩასვლას, მეორე ვერსიით კი ის რუსეთის ჯარში გაწვევას არიდებდა თავს.

თამთა ჩაჩანიძე
29.12.2024

2024 წელი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა, როგორც გლობალური თვალსაზრისით, ისე საქართველოს შიდა პროცესებით. ქვეყანაში პროტესტი ახალი წლის დღეებშიც არ წყდება - 31 დეკემბერსაც დაანონსებულია შეკრება პარლამენტის წინ. საკმაოდ დაძაბული მომენტები გაიარა ქვეყანამ ნოემბერ-დეკემბერში, თუმცა ანალიტიკოსები არანაკლებ იანვარ-თებერვალს ელიან.

თამთა ჩაჩანიძე
29.12.2024

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქმიანობას ორბელიანების სასახლიდან დაიწყებს. მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ მოსალოდნელზე შედარებით უმტკივნეულოდ წარმართულიყო პროცესი. თუმცაღა 29 დეკემბერს დედაქალაქში ვითარება პერიოდულად მაინც იძაბებოდა.

ნატალია ჯვარიძე
28.12.2024

აშშ-ის მიერ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების ფონზე, ოპოზიციაში შიდა დაპირისპირება დაიწყო სხვადასხვა პარტიების ლიდერებმა ერთმანეთი ღიად, სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს. კონფლიქტის მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.

ნატალია ჯვარიძე
28.12.2024

აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისათვის დაწესებული სანქციები არც ისე მძიმეა, როგორიც შეიძლება ყოფილიყო. ეს აჩენს განცდას, რომ დასავლეთს საქართველოს ხელისუფლებისგან კომპრომისზე წასვლის იმედი არ დაუკარგავს და კიდევ ტოვებს სივრცეს შესაძლო მოლაპარაკებისათვის. რა გაგრძელება ექნება ამას და რა საპასუხო ნაბიჯებს უნდა ველოდოთ „ოცნებისაგან"?

ნატალია ჯვარიძე
27.12.2024

მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციამდე 2 დღეა დარჩენილი, თუმცა სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის თანამდებობას არ დატოვებს და მუშაობას გააგრძელებს. როგორც ის აღნიშნავს, დეტალები, თუ რის გაკეთებას აპირებს კვირას, უშუალოდ ინაუგურაციის დღეს გახდება ცნობილი. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეს დატოვებს და მუშაობას სხვანაირად გააგრძელებს.

თამთა ჩაჩანიძე
27.12.2024

„შეიძლება ფიცის დადების ცერემონიის მერეც არ დადგეს დღის წესრიგში ყაველაშვილის შეყვანა ორბელიანების რეზიდენციაში და ხელისუფლებაც მოერიდოს უხერხულ სცენას. ისედაც ადრე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 72 წლის ქალის ციხეში ჩასმა ვის უნდაო, მაგრამ დანარჩენების პასუხისგება იქნებაო. პრეზიდენტისა და სხვა დანარჩენების მიმართ შეიძლება განსხვავებული პოლიტიკა გატარდეს," - აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მოსალოდნელი პროცესების პროგნოზირებისას.

თამთა ჩაჩანიძე
27.12.2024

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მზადაა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში დაიცვას, სხვების აზრით კი პროტესტის დაყვანა პრეზიდენტის შენობიდან გამოყვანა-არგამოყვანაზე და ათონელის რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა „პროტესტს აუფასურებს".

თამთა ჩაჩანიძე
26.12.2024

საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს პარლამენტის შენობაში გაიმართება, ღონისძიება 11:00 საათიდან დაიწყება. ის დაახლოებით 40 წუთს გასტანს და მას არ დაესწრებიან ელჩები. ამის ერთ-ერთ მიზეზად „ქართული ოცნება" პარლამენტის დარბაზში ადგილების სიმცირეს ასახელებს. ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, ინაუგურაციაზე უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიწვევა არც იგეგმებოდა.

რეზონანსი
26.12.2024

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ვადამდელი არჩევნები „გარდაუვალი რეალობაა", მმართველი პარტია კი ამას გამორიცხავს. 25 დეკემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პარტიები პრეზიდენტს შეხვდნენ, თუმცა ოპოზიცია საერთო სამოქმედო გეგმაზე ვერ თანხმდება. შეხვედრას გახარიას პარტია არ ესწრებოდა, თუმცა თავად ექსპრემიერის თქმით, ის პრეზიდენტთან თანამშრომლობას აგრძელებს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×