ნატალია ჯვარიძე
15.12.2024

საქართველოს არაპირდაპირი წესით არჩეული პირველი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გახდა. ქვეყნის მოსახლეობისა და დასავლეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენელთა ნაწილი მის ლეგიტიმაციას არ ცნობს. რამდენად შეძლებს ის ასეთ პირობებში საზოგადოების მაკონსოლიდირებელი პოლიტიკური ფიგურის როლის შესრულებას?

თამთა ჩაჩანიძე
15.12.2024

15 დეკემბერს ესტონეთმა და ლიეტუვამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და ხელისუფლების სხვა წევრებს სანქციები დაუწესეს. ამასთან დაკავშირებით გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს კიდევ ერთი ბალტიური სახელმწიფოს, ესტონეთის მთავრობასთან კოორდინაციით მოხდა. თუმცა ესტონეთის ხელისუფლებას ახალ სანქციებზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ანალიტიკოსებს შეფასებით, 16-17 დეკემბრის ევროკავშირის მინისტერიალის წინ ამის გამოცხადება ნიშნავს, რომ რადგან ერთობლივ სანქციებზე ევროკავშირში კონსენსუსი არაა, ქვეყნები ინდივიდუალურ ნაბიჯებზე გადადიან.

თამთა ჩაჩანიძე
15.12.2024

პრეზიდენტის არჩევნების კვირამ და მასთან დაკავშირებულმა პროცესებმა, ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, განსაკუთრებული დაძაბულობის გარეშე ჩაიარა. თუმცა, აქციები კვლავ უწყვეტად მიმდინარეობს და ყოველდღიურად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მსვლელობებს მართავენ სხვადასხვა ლოკაციებზე. როგორ გაგრძელდება აქციები, გადაიარა თუ არა დაძაბულობის პიკმა და რა შეიძლება მოხდეს 29 დეკემბერს დანიშნულ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე?

თამთა ჩაჩანიძე
13.12.2024

16 დღეა ქვეყანაში პროტესტი არ წყდება და მისი მონაწილეები დიდ აქციას 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევნების დღესაც აანონსებენ. არჩევნების პროცედურა პარლამენტის შენობაში დილის 09:00 საათიდან 14:00 საათამდე - 5 საათის განმავლობაში გაიმართება, შესაბამისად ამ პერიოდში შენობის გარეთ ხალხმრავალ აქციას ელოდებიან ანალიტიკოსებიც და არ გამორიცხავენ იმასაც, რომ პროტესტი საღამოს საათებშიც გაგრძელდეს.

ნატალია ჯვარიძე
13.12.2024

"ჩვენ პოლიტიკურმა პარტიამ, „ხალხის ძალა" გადავწყვიტეთ, დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას," - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს არის „ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ხელოვნური ოპოზიცია, რომელიც სერიოზულად არ აღიქმება.

თამთა ჩაჩანიძე
13.12.2024

16-17 დეკემბერს ევროკავშირში დაგეგმილია ბლოკის საგარეო საქმეთა და ზოგად საქმეთა საბჭოების სხდომები, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საქათველოს საკითხი იქნება, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, გარკვეულ შეზღუდვებზე იქნება მსჯელობა, "ყველა ვარიანტი მაგიდაზეა" მათ შორის დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი.

ნატალია ჯვარიძე
13.12.2024

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნებს შესთავაზა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მონიტორინგისთვის თავიანთი ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე განათავსონ, - ინფორმაციას ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal ავრცელებს. ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად მხარეები უარს ამბობენ და უფრო მეტიც, რუსეთი უკრაინაზე მასიურ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის, ვახტანგ მაისაიას ვარაუდით, როცა ტრამპი რეალობას აღიქვამს, შესაძლოა პოზიციები შეიცვალოს.

თამთა ჩაჩანიძე
12.12.2024

ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ფონზე, შვიდი ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაცია საქართველოს 12 დეკემბერს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში აუდიენცია გამართეს, როგორც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ისე ოპოზიციის ლიდერებთან, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან.

ნატალია ჯვარიძე
12.12.2024

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე, ვინც კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, ჩემი პრინციპები, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ცნობებს. დიდი შესვენების შემდეგ მან მედიასთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

ნატალია ჯვარიძე
12.12.2024

ევროკავშირის ინსტიტუციების ახალი ლიდერების ინიციატივაა, რომ შეწყდეს საუბარი და გადავიდეთ ქმედებებზე. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტული პასპორტების მფლობელებისთვის და რაც მთავარია, სანქციები, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
12.12.2024

"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილს შორის "საინტერესო საუბარი შედგა და ამის გაგრძელებაა საჭირო". თავად პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი".

თამთა ჩაჩანიძე
11.12.2024

ოპოზიცია 14 დეკემბრისთვის ემზადება, იმ მომენტისთვის, როცა საპრეზიდენტო არჩევნები პარლამენტის შენობაში უნდა გაიმართოს. „ქართული ოცნების" თქმით, პროტესტის კულმინაცია გადავლილია და არაფერი საფრთხე არ არსებობს შაბათს არჩევნების ჩატარების, თუმცა ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში სახელმწიფო უსაფრეთხოების სამსახური საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვითარების უკიდურესად დაძაბვას პროგნოზირებს, რასაც მათივე ინფორმაციით, შესაძლოა მსხვეპლიც კი მოჰყვეს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×