რეზონანსი
08.07.2026

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პოეტ ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ტარიელ ჭანტურიამ თავისი ნიჭიერებითა და წერის განსაკუთრებული მანერით მკითხველის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო. ტარიელ ჭანტურიამ თავისი ნიჭიერებითა და წერის განსაკუთრებული მანერით მკითხველის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა.

ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ტარიელ ჭანტურიას შემოქმედება", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

პოეტი ტარიელ ჭანტურია 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×