რეზონანსი
08.07.2026

გაბრიელის დედა, თაკო ბარბაქაძე შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განახლებულ, სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ გაბრიელის ყველა ანალიზი ნორმაშია და მკურნალობას საქართველოში, სახლში გააგრძელებენ.

„გაბრიელის ანალიზები ისეთია, ექიმი გაკვირვებული დატოვა. ყველა ანალიზი ნორმაშია, გაბრიელი კლებაში აღარ წასულა.

ჩვენ საქართველოში, სახლში გავაგრძელებთ მკურნალობას… ყველა მიყვარხართ, ვინც ჩემი ბავშვისთვის ლოცულობდით, ვისაც ჩემს ბავშვზე ერთხელ მაინც გაუფიქრია.

გიგზავნით დიდ სიყვარულს, 6 თვეში საოპერაციოდ ისევ დავბრუნდებით", - დაწერა გაბრიელის დედამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×