რეზონანსი
12.05.2026

ძალადობრივ აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძე პატრიარქის ინტრონიზაციაზე სოციალურ ქსელში წერს და სასულიერო პირებს აკრიტიკებს და მოუწოდებს, ღვთის სახლს საიუველირო მაღაზიად ნუ გადააქცევენ.

"ახლახან ხელახლა წავიკითხე ნიკოს კაზანძაკისის წიგნი, რომელიც წმინდა ფრანცისკეზეა - სრულყოფილებას ყოველგვარი სიმდიდრის თუ ხორციელი სიამისგან დაცლაში რომ ხედავდა. დღეს კი ვუყურებ სასულიერო პირებს და ცოტა ტრაგიკომიკური ხომ არ არის? ეპისკოპოსს როცა შეხედავ, პირველი მათგან გამოსჭვივის მატერიალური სიმდიდრე, ფუფუნება და არა სულიერება, ღვთიურობა... თვალებში მაინც ნუ გვჩრით მაგ ოქროსა და ათასთვალ მარგალიტს! ნეტავ, ერთი საათით მაინც წამოაყენა ახლა დავით აღმაშენებელი... ღვთის სახლს საიუველირო მაღაზიად ნუ გადააქცევთ!“ - წერს რეზო კიკნაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×