ქრისტინე კაპანაძე
10.11.2020

 „არსებული ვითარება არის ახალი გამოწვევა კავკასიისთვის. ცუდი ის არის, რომ ასეთ ხელსაყრელ დროს საქართველო ამოვარდნილია კონტექსტიდან. უნიკალური ხელსაყრელი ვითარება გვქონდა ახლა, თუმცა მეეჭვება ჩვენმა მთავრობამ ამას თავი მოაბას. თუმცა, ყველაფერი საბოლოოდ დაკარგული მაინც არაა ჯერ და ახლა იწყება ყველაფერი" - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ყარაბაღის ომის საბოლოო შედეგებსა და სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ვითარების მნიშვნელოვნად შეცვლას კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

ქრისტინე კაპანაძე
10.11.2020

 10 ნოემბრის ღამე ისტორიული მნიშვნელობის აღმოჩნდა სამხრეთ კავკასიისათვის და ბოლო რამდენიმე საათში მომხდარი მოვლენები, სავარაუდოდ, დიდ გავლენას მოახდენს როგორც მთელი რეგიონის, ისე კონკრეტულად საქართველოს განვითარებაზე. გასულ ღამეს კი მოხდა შემდეგი რამ: ყარაბაღის ომი აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდა; ერევანში არეულობაა და სომხეთი სამოქალაქო ომის ზღვარზეა; პირველად ბოლო 100 წლის განმავლობაში, სამხრეთ კავკასიაში ოფიციალურად შემოდიან თურქული სამხედრო ნაწილები.

ელზა პაპოშვილი
09.11.2020

 რუსთაველზე  ოპოზიციის მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მოანწილეების ნაწილს მოედანი კომენდატის საათის დაწყების გამო დაეტოვებინათ, მცირე ნაწილი მაინც დარჩა. დარჩა ასევე ზოგიერთი ლიდერებიც. მოძრაობა „სირცხვილიას“  წევრებმა კი აქციის მონაწილეებს 10-იდან დილის 5 საათამდე  დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს. 

ირაკლი ლომიძე
09.11.2020

 ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, რომ ხალხი სოფელს დაუბრუნდა და გამოზამთრებასაც იქ აპირებს. წელს გასაყიდი პროდუქტი თუ არა,  საკმარისი სურსათი, რაც ოჯახის გამოკვებას სჭირდება, თითქმის ყველას აქვს, ვინც სოფელში ცხოვრობს და მიწის დამუშავება მოახერხა. ეს, შეიძლება ითქვას, კორონავირუსით გამოწვეული ერთადერთი სიკეთეა, რამაც მოსახლეობის სასარგებლოდ იმუშავა.

თამთა ჩაჩანიძე
09.11.2020

„მტერი სტეპანაკერტის მისადგომებთან დგას და დედაქალაქის არსებობა უკვე საფრთხის ქვეშ არის. თუ გვსურს, რომ შუშა კვლავ ჩვენი გახდეს, რომ არცახი შევინარჩუნოთ, საჭიროა ძალისხმევის გამოჩენა სტეპანაკერტის საიმედო თავდაცვის ორგანიზებისთვის", - ამის შესახებ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პრესმდივანმა ვაჰრამ პოღოსიანმა „ფეისბუქზე" განაცხადა.

ელზა პაპოშვილი
09.11.2020

მოლაპარაკება თუ რევოლუციური სცენარი - რა გადაწყვეტილებას მიიღებს  ოპოზიცია საბოლოოდ ჯერერობით უცნობია. „ქართულმა ოცნებამ“ და პირადად პრემიერმა გახარიამ მათ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა შესთავაზა. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ წინადადებას მიიღებენ, თუ კი საუბარი ვადამდელ არჩევნებს შეეხება. სხვა სალაპარაკო ხელისუფლებასთან არა აქვთ. 

ქრისტინე კაპანაძე
09.11.2020

ოპოზიცია დღევანდელ აქციაზე ვირუსის შეკავების მიზნით შემოღებული შეზღუდვების დარღვევას და საღამოს 10 საათის შემდეგ საპროტესტო აქციის გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ „რეზონანსს" პარტია „ტრიბუნას" ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ უთხრა. ოპოზიციის გეგმებზე კი ექსპერტებმა გია აბაშიძემ და ნიკა ჩიტაძემ ისაუბრეს. ისინი ასევე ეხმაურებიან „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და „ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღონ მონაწილეობა.

ნინა გარდაფხაძე
09.11.2020

 ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და ხელხალი არჩევნების მოპოვებას ქუჩის აქციებით ცდილობს. პოლიტიკური არასტაბილურობა და უმართავი პროცესები კი როგორ აისახება ეკონომიკაზე და რა ბედი ელის ისედაც მკვეთრად გაუფასურებულ ლარს, ეს ძნელი გამოსაცნობი არ არის.  ქვეყანა უკვე გადაეშვა როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ პრიზისში. გამოსავალი კი ჯერჯერობით არც ერთი მიმართულებით არ ჩანს.

თამთა ჩაჩანიძე
09.11.2020

სამყარომ შეიძლება პანდემიისგან სულ მალე ამოისუნთქოს. გერმანულ-ამერიკულმა ვაქცინამ ცდების მესამე ეტაპი წარმატებით გაიარა. კომპანიების „პფიზერისა" და „ბიოტექის" მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ კლინიკური კვლევების მესამე ფაზაში 90%-ზე მეტი ეფექტურობა აჩვენა.

ირაკლი ლომიძე
09.11.2020

 ლარის კურსი არნახულ რყევას განიცდის. როგორც გაუფასურების, ასევე გამყარების მიზეზები ლოგიკას არ ექვემდებარება. ბოლო დროის სტატისტიკამაც დაადასტურა, რომ ლარზე ძლიერია სპეკულაციის გავლენა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

მარიკა ხორავა
09.11.2020

 როგორც ჩანს, ოპოზიციის მიერ ცესკოს შენობის ბლოკირების გეგმა ჩავარდა. როგორც - „რეზონანსს" „ნაციონალური მოძრაობის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ უთხრა, „ოპოზიციის გეგმები ყველასთვის ცნობილია და ოპოზიციის წარმომადგენლები ცესკოს შენობის ბლოკირებას არ აპირებენ, თუმცა პროტესტს განაგრძობენ."

ირაკლი ლომიძე
09.11.2020

 ნავთობპროდუქტების იმპორტში როგორც ოქტომბერი, ასევე მთლიანად წლიური მონაცემი კლების ტენდენციით ხასიათდება. ცვლილება ამ მიმართულებით განსაკუთრებით საცხებ-საპოხი მასალების და საავიაციო ნავთის იმპორტმა განიცადა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში იმპორტის პრობლემას პანდემიას უკავშირებენ, ასევე შეზღუდვებს, რომელიც წლის პირველ კვარტალში დაწესდა. 


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×