ელზა პაპოშვილი
07.10.2020

სასტიკი მკვლელობა დუშეთში - სოფელ პავლეურში გვიან ღამით, 60 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე 25 წლის ბიჭია, რომელიც გარდაცვლილი ქალის ბიძაშვილის შვილია. ადგილობრივები ამბობენ, რომ  ძალადობრივ ქმედებებში ახალგაზრდა კაცი შემჩნეული ადრეც იყო. როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, სავარაუდო დამნაშავემ ძმასთან დარეკა და უთხრა, მგონი, მამიდა შემომაკვდა და მიხედეთო.  

ქრისტინე კაპანაძე
07.10.2020

 როგორ მოხდება კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების ჩართვა 31 ოქტომბრის არჩევნებში და როგორ შეძლებენ ისინი ხმის მიცემას - ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელზეც ეპიდემიოლოგებს ზუსტი პასუხი არ აქვთ.

ქრისტინე კაპანაძე
07.10.2020

ბათუმში კორონავირუსის გავრცელების გამო არჩევნები იმ შემთხვევაში ვერ ჩატარდება, თუ კი ჯანდაცვის სისტემა ვეღარ შეძლებს ვირუსის გაკონტროლებას. ჯერჯერობით ვითარება კონტროლს ექვემდებარება. გლობალური ცვლილებები არ იგეგმება, მათ შორის არც არჩევნების გადადების საკითხი.

გვანცა წულაია
06.10.2020

 კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმის სფერო მთლიანად ჩაძირა. ეკონომიკის ერთ-ერთ მამოძრავებელ დარგს დიდი ზარალი მიადგა, რომლის ანაზღაურებასაც წლები დასჭირდება. ეპიდემიისგან გამოწვეულმა პრობლემებმა ცხადყო, რომ ქვეყნის შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი მხოლოდ ერთ სექტორზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რომ, ტურიზმთან ერთად, სხვა დარგებმაც იმუშაოს ისე გამართულად, როგორც ამას ზემოთ ხსენებული სფერო ახერხებდა ვირუსის გავრცელებამდე.

მარიკა ხორავა
06.10.2020

 კორონავირუსით ინფიცირებულთა 60% აჭარაზე მოდის. რეგიონში საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ მოძრაობს. სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. მიუხედავად გარკვეული შეზღუდვებისა აჭარა ვირუსის გავრცელების კერად რჩება. ამ ფონზე ისმის ხმები ზომების გამკაცრების მოთხოვნით, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ნეგატიურად და ზოგჯერ პროტესტითაც ხვდება.

გვანცა წულაია
06.10.2020

 კორონავირუსის მეორე ტალღა ახალ ეკონომიკურ კრიზისს უეჭველად წარმოშობს, რომელიც შესაძლოა, იმაზე მძლავრი აღმოჩნდეს, ვიდრე თავდაპირველად ეპიდემიის გავრცელებას მოჰყვა. პანდემიის გამო მიღებულმა შოკმა საქართველოს ეკონომიკა წლებით უკან დახია, ამიტომ მის აღდგენას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, კორონავირუსის მეორე ტალღა კი ახალ შიშსა და მეორე კრიზისს აჩენს.

ელზა პაპოშვილი
06.10.2020

ამ დრომდე უცნობია, სცემეს თუ უბედური შემთხვევის შედეგად 40 წლის ჯარისკაცმა დაზიანებები მიიღო. გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ზვიად ჯანიაშვილი  მძიმე მდგომარეობაში იპოვეს. როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, მამაკაცმა სასწრაფო დახმარებისთვის 112-ზე თავად დარეკა. თუმცა ადგილზე მისულ მედიკოსებს ის უკვე უგონო მდგომარეობაში დახვდათ. 

მარიკა ხორავა
06.10.2020

 სამშაბათს ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის სოლოდარობის ნიშნად მხარდასაჭერად მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა ლოზუნგით „ჯავახეთი ყარაბაღის მხარდასაჭერად" გამართეს. გროვდება თანხა, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტში დაშავებულებისთვის და სომეხი სამხედროების დასახმარებლად გაიგზავნება.

ელზა პაპოშვილი
06.10.2020

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება გრძელდება და კონფლიქტი დღითი-დღე მწვავდება.  სულ უფრო გახშირდა და გაძლიერდა ორივე მხრიდან სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე. ათეულობით მშვიდობიანი ადამიანი ორივე მხრიდან უკვე დაღუპულია, მათ შორის ბავშვები. რაც შეეხება სამხედრო მსხვერპლს, ის მრავალი ასეულით და შეიძლება ათასობითაც იზომებოდეს. საკუთარ სამხედრო დანაკარგს ორივე მხარე ამცირებს, მოწინააღმდეგისას კი ბერავს, ამიტომ ამ მხრივ ზუსტი სურათის დანახვა ამ ეტაპზე შეუძლებელია. 

ქრისტინე კაპანაძე
06.10.2020

 სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების არეალი საქართველოს ტერიტორიაზე თუ გადმოინაცვლებს, არჩევნების ჩატარება შეფერთხდება. განსაკუთრებული როლი ყარაბაღის ომში რუსეთსა და თურქეთს აქვთ, რადგან მათი აქტიურობა და ჩართულობა მიმდინარე პროცესებში გარდაუვალი ხდება, აცხადებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

ქრისტინე კაპანაძე
06.10.2020

 რუსეთის ჩარევაზე საქართველოს 31 ოქტომბრის არჩევნებში თბილისში განსხვავებული მოსაზრებებია. სამიდან ორი საერთაშორისო ექსპერტი, ვისაც „რეზონანსი" ამ საკითხზე ესაუბრა, ამ საშიშროებას რეალურად თვლის, მესამეს კი ეს ნაკლებსავარაუდოდ მიაჩნია, რადგან გაურკვეველია, ვის უნდა დაეხმაროს რუსეთი გამარჯვებაში.

მარიკა ხორავა
06.10.2020

 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი დაახლოებით 600-იანი ნიშნულის მახლობლად ფიქსირდება. ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანა კრიტიკულ ფაზაშია და ვირუსის კონტროლი ძალიან რთულდება. გარდაცვლილთა დინამიკაც რადიკალურად იცვლება. სასწავლო პროცესი შესაძლოა კვლავ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდეს, რადგან სკოლებში ვირუსის მატება შეინიშნება.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×