ელზა პაპოშვილი 09.09.2024

ზუგდიდის მინიციპალიტეტში მოზარდზე სექსუალური ძალადობის უმძიმესი ფაქტი მოხდა. 9 წლის გოგონაზე ინტიმური ხასიათის გარყვნილ ქმედებაში, მისივე ბაბუაა დაკავებული.
როგორც ცნობილი ხდება, 66 წლის კაცი ბავშვზე სისტემატიურად ძალადობდა. გოგონამ ამის შესახებ კი დედას უამბო. ბავშვი დედას უმტკიცებდა, რომ ბაბუა მასზე უკვე რამდენიმე თვეა ძალადობდა.
|
ქეთო გოგოხია 09.09.2024

სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაწილი შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელში აღმოჩნდეს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კანონში შავი ხვრელი გამოინახა, მიწებს უცვლიან სტატუსს და ისე ყიდიან, რაზეც დაუფარავად საუბრობენ როგორც მოქალაქეები, ასევე სპეციალისტები და მთავრობას რეაგირებიოსკენ მოუწოდებენ.
|
ელზა პაპოშვილი 09.09.2024

უკრაინის ფრონტზე ყველაზე დაძაბული ვითარება დონეცკის ოლქშია - რუსები დღე-ღამეში 15-მდე შტურმს ახორციელებენ. საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს, დაიღუპა 2 ადამიანი, დაჭრილია 13. იერიშები იყო სუმის ოლქშიც. დაიჭრა 2 ადამიანი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი ვოდიანე აიღეს და რამდენიმე საბრძოლო მიმართულებებზე წინ წაიწიეს.
|
ირმა ჩიტაია 09.09.2024

მშობლებს სასკოლო ხარჯი გაეზარდათ, თითო მოსწავლის მომზადება, სულ მცირე 500 ლარი ჯდება, რის შესაძლებლობას ოჯახების დიდი ნაწილი მოკლებულია. ბაზრობებზე, სავაჭრო ცენტრებსა თუ მაღაზიებში სასკოლო ნივთების ფართო არჩევანია, თუმცა სურვილის დაკმაყოფილება მხოლოდ მცირე ნაწილს თუ შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები და პერსონალური კომპიუტერები უფასოდ რიგდება, ოჯახებს ხარჯი ყოველწლიურად ეზრდებათ.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.09.2024

მელია-გვარამიას კოალიცია „ცვლილებებისთვის" გამოდის ინიციატივით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დაადასტუროს ხელმოწერით, რომ არჩევნების შემდეგ, მთავრობის ფორმირების პროცესში „ქართულ ოცნებასთან" არ ითანამშრომლებენ, იდეას იზიარებს პლატფორმები „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" და „ძლიერი საქართველო". „გახარია საქართველოსთვის" კი აცხადებს, რომ მათთვის წითელი ხაზია, როგორც „ოცნება", ისე ენმ.
|
ქეთო გოგოხია 09.09.2024

ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე მკვეთრად შემცირდა. ამის მიზეზი გლობალური ტენდენციაა, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში საომარი მდგომარეობა და ლიბიაში მიმდინარე დაძაბულობა, რომელიც ნავთობის მწარმოებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოა, განსაკუთრებით ევროპის რეგიონისთვის. ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ აშშ-ს მხრიდან ისრაელის მთავრობასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებიც. რა არის მოსალოდნელი ახლო მომავალში ბირჟებზე და რას ელოდებიან საქართველოში?
|
ნატალია ჯვარიძე 09.09.2024

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, რუსულმა დრონებმა ნატოს ტერიტორიაზე ვარდნა წევრი ქვეყნების უმოქმედობის გამო დაიწყეს. მისი თქმით, ლიეტუვა მხარს დაუჭერს მოკავშირეთა ძლიერ პასუხს.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.09.2024

ოქტომბრის არჩევნებს უჩვეულოდ ბევრი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს, ესენი იქნებიან, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე, მოქმედებენ გრძელვადიანი და მოკლევადიანი მისიები. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ბევრ დამკვირვებელს არჩევნების ხარისხზე და მის შედეგებზე თავისთავად ექნება გავლენა.
|
ნატალია ჯვარიძე 09.09.2024

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა, ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ სიბიგამ უკრაინის ელჩებთან და გენერალურ კონსულებთან შეხვედრის შემდეგ „ფეისბუქზე" დაწერა.
|
თამთა ჩაჩანიძე 08.09.2024

ირანი სამხედრო ძალის ამოქმედებით იმუქრება. თეირანი აღშფოთებულია რუსეთის გადაწყვეტილებით, რომელმაც მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის მოთხოვნას სომხეთის ტერიტორიაზე ზანგეზურის დერეფნის გახსნის თაობაზე და მოსკოვს აფრთილებს, რომ სომხეთ-ზერბაიჯანის სასაზღვრო დავაში აზერბაიჯანის მხარეს არ დადგეს. გამოიწვევს თუ არა ზანგეზურის დერეფნის საკითხი ახალ რეგიონალურ ომს და რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ასეთ შემთხვევაში საქართველო?
|
თამთა ჩაჩანიძე 08.09.2024

7 სექტემბერს რეგიონებში საუბნო საარჩევნო კომისიების არჩევის პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა, ენმ კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ მათ უმეტესობას მმართველ პარტიასთან აქვს კავშირი. „ქართული ოცნება" ოპოზიციას წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაში ადანაშაულებს. ცესკო კი აცხადებს, რომ არსებული საარჩევნო კანონმდებლობა მანიპულაციისთვის სივრცეს არ ტოვებს. რასთან გვაქვს საქმე და როგორ იმოქმედებს ეს პროცესი საბოლოოდ არჩევნების ლეგიტიმურობაზე?
|
ელზა პაპოშვილი 07.09.2024

უკრაინის ორი მოქალაქე ბინების და ავტომობილების ძარცვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით ირკვევა, რომ ისან-სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურდობდნენ. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ბინის ძარცვის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა იქვე ქუჩაში მდგომი ავტომობილი გაძარცვა. პოლიციამ კი ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ი.ჰ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ი. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|