ელზა პაპოშვილი
07.09.2024

საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა და ისევ უცნობია გადაწყვეტილება „გამჭვირვალეობის კანონთან“ დაკავშირებით - მიიღებს თუ არა სასამართლო მას წარმოებაში და შეჩერდება თუ არა კანონის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილებამდე. რატომ ჭიანურდება ამ გადაწყვეტილების გამოცხადება და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეთა ხმება თანაბრად - 4/4-ზე გაიყო? 

ნატალია ჯვარიძე
07.09.2024

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს მთავრობის პოლიტიკას იწონებს და ამბობს, რომ ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების დაწესება ქართველ ხალხს არ გამოადგება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ გასაკვირი არაა, როცა „ოცნების" და კრემლის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. როგორ აღიქმება საქართველოში მიმდინარე პროცესები მოსკოვში და რა გავლენას ახდენს ქართველ ამომრჩევლებზე ის ფაქტი, რომ რუსეთის ხელისუფლება „ოცნების" მიმართ სიმპატიითაა განწყობილი?

ელზა პაპოშვილი
06.09.2024

საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.  

პროკურატურის ინფორმაციით, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩაირიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

ელზა პაპოშვილი
06.09.2024

აფხაზეთსა და რუსეთს შორის სიტუაცია კვლავ რთულია და არავინ იცის მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს. ამ დრომდე აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია  რუსეთში რჩება და ოფიციალური ინფორმაციით, "რიგი შეხვედრები აქვს დაგეგმილი".

ნატალია ჯვარიძე
06.09.2024

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ბაქომ და ერევანმა სამშვიდობო მოლაპარაკების ტექსტის 80% შეათანხმეს. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ ეს საკმაოდ რეალისტურია და გამორიცხული არაა, წლის ბოლომდე აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწერონ.

თამთა ჩაჩანიძე
06.09.2024

თბილისში ვიზიტად მყოფ გერმანიის ბუნდერსტაგის წარმომადგენლებს მმართველი გუნდიდან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა, საუბრის თემები იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების თავიდან არიდების პოლიტიკაში საქართველოს როლი, „გავლენების კანონი", შიდა-პოლიტიკური ვითარება და წინასაარჩევნო გარემო. მანამდე დელეგაცია ოპოზიციონერებს და არასამთავრობო ორგანზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

ნატალია ჯვარიძე
06.09.2024

უკვე გააქტიურდა რთული შემთხვევები, რაც არჩევნებს თან ახლავს. ამის მაგალითია გუშინდელი წყალტუბოში მომხდარი ინციდენტი. „ოცნების" დაშინების პოლიტიკას კი ოპოზიცია თავის სასარგებლოდ გამოიყენებს - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
06.09.2024

„ძლიერმა საქართველომ" საარჩევნო პროგრამა „ილიას გზა" წარადგინა, რომელიც 9 რეფორმას მოიცავს. ალიანსი მოსახლეობას კვლავ ათასლარიან პენსიას, სამუშაო ადგილებს, ხელფასის ზრდას და სხვადასხვა ეკონომიკურ სარგებელს ჰპირდება, მათ შორის ანაკლიის პორტის განვითარების ხელშეწყობას. მმართველი პარტია კი „ლელოს" პლატფორმას განსაკუთრებით პენსიისა და პორტის თემებზე აკრიტიკებს.

თამთა ჩაჩანიძე
05.09.2024

ბოლო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე განცხადება გააკეთა, რაც მიუთითებს, რომ მმართველი პარტია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გარკვეული სცენარებისთვის ემზადება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შედეგებს გარანტირებულად არალეგიტიმურად სცნობს. მანამდე „ოცნებამ" ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვებისთვის ემზადებიან, ოპოზიციის დაფინანსებასა და საარჩევნო პროცესებში ჩარევაში პირდაპირ დაადანაშაულა.

ირმა ჩიტაია
05.09.2024

მიგრაციის მაჩვენებელი საშიშ ზღვარზეა. წლიდან წლამდე მატულობს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ქვეყნიდან სამუშაოს შოვნის, განათლების მისაღებად ან რაიმე სხვა მიზეზით გადიან, ხოლო უკან დაბრუნება თითქმის არავის სურს, რაც სტატისტიკას კატასტროფულად წარმოაჩენს. ბოლო ათწლეულში ემიგრანტების რაოდენობა 59%-ით გაიზარდა.

გვანცა წულაია
05.09.2024

სასკოლო ასაკის დადგომისთანავე ოჯახის მთავარი საზრუნავი შვილისთვის ისეთი სკოლის შერჩევაა, სადაც ბავშვი კარგ და ხარისხიან განათლებას მიიღებს. ახლა სწორედ ეს პერიოდი დგას ქვეყანაში, ამიტომ საინტერესოა, რა განსხვავებაა კერძო და საჯარო სკოლებს შორის და სწავლის დონესთან რამდენად შესაბამისობაში მოდის კერძო სკოლებში არსებული გადასახადი.

ნატალია ჯვარიძე
05.09.2024

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ამ ეტაპზე ყოველთვიურად გამოყოფილი თანხის, 141 მილიონი რუბლის (1.6 მილიონი აშშ დოლარის) გადარიცხვა შეუჩერა. მიზეზი აფხაზეთის მიერ მოსკოვის პირობების არშესრულებაა. ამჟამად დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერი ასლან ბჟანია მოსკოვში მართავს დახურულ შეხვედრებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი მომხდარის მიზეზად „ვალდებულებათა ბალანსის დაცვის" აუცილებლობას ასახელებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×