თამთა ჩაჩანიძე
21.01.2025

საქართველოს მთავრობა საუნივერსიტეტო რეფორმას იწყებს, რომელიც შეიძლება ახალი პროტესტისა და საზოგადოების ნაწილის სერიოზული უკმაყოფილების მიზეზი გახდეს. ამას არც თავად მმართველ გუნდში უარყოფენ. ხელისუფლების ოპონენტებმა კი ეს უკვე შეაფასეს, როგორც „ქართული ოცნების" მიერ უმაღლესი სასწავლებლების მოთვინიერების მცდელობა. კონკრეტულად რას შეიძლება გულისხმობდეს ეს რეფორმა და გახება თუ არა ის საზოგადოებაში ახალი ვნებათაღელვის მიზეზი?

ნატალია ჯვარიძე
21.01.2025

„ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ჩვენ ვიწყებთ!" - ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრი" „ფეისბუქზე" წერს. მათივე ინფორმაციით, შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით საპროტესტო მანიფესტს 23 იანვარს გააჟღერებენ. ანალიტიკოსების ვარაუდით, ქუჩაში რაღაც ახალი საპროტესტო ტალღის აგორება ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა, მათივე აზრით, სხვადასხვა პერფომანსებს სავარაუდოდ, ვიხილავთ.

ნატალია ჯვარიძე
21.01.2025

„მე უნდა ველაპარაკო პრეზიდენტ პუტინს, ზელენსკის სურს გარიგების დადება, პუტინი ანადგურებს რუსეთს გარიგების არდადებით, ვფიქრობ, რუსეთი დიდ უბედურებაში აღმოჩნდება", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი თანამდებობის ოფიციალურად დაკავებიდან რამდენიმე საათში განაცხადა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ კრემლი უკრაინის საკითხზე კომპრომისისთვის მზად არ არის. ტრამპი კი საწყის ეტაპზე სამშვიდობო დიპლომატიის ფორმატში ეცდება მხარეების დათანხმებას მოლაპარაკებაზე.

ქეთო გოგოხია
20.01.2025

უმაღლეს სასწავლებლებში ცვლილებების ახალი ეტაპი იწყება. პირველ რიგში, ეს შეეხება საუნივერსიტეტო რეფორმას, რომელმაც თვისობრივად უნდა შეცვალოს განათლების სისტემა ქვეყანაში და პრიორიტეტები გადააწყოს. საუნივერსიტეტო რეფორმაზე  სამთავრობო კომისია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იმუშავებს. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მთავარი აქცენტი პროფესიულ დარგებზე გაკეთდება, რომ შრომის ბაზარს საჭირო კადრები სწორედ უნივერსიტეტმა მიაწოდოს, რა მხრივაც საგანგაშო მდგომარეობაა ქვეყანაში. 

ქეთო გოგოხია
20.01.2025

ტრამპის მმართველობის პერიოდში აშშ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებში ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია. ქართველი ეკონომისტები ღიად აცხადებენ, რომ ქვეყნებს შორის ბოლო პერიოდში, მდგომარეობა გაუარესებულია და მისი აღდგენის ალბათობა ჯერჯერობით მცირეა. ახლა მთელი ყურადღება აშშ-კენ არის მიმართული, სადაც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდა. საქართველოსთვის ეს პროცესები საყურადღეობა იმ მხრივ, როგორ შეიცვლება მისი პრეზიდენტობის პერიოდში გლობალური ეკონომიკური პოლიტიკა და  როგორ აისახება  საქართველოზე.

თამთა ჩაჩანიძე
20.01.2025

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებულ პრეზიდენტის შეწყალების აქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ოპოზიცია მიხეილ ყაველაშვილის მიერ 613 პირის შეწყალების უკან პარტიულ ინტერესებს ხედავს და სიის გასაჯაროვებას ითხოვს, "ოცნება" კი აცხადებს, რომ ეს არის ჰუმანური აქტი და ყაველაშვილმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა.

მარიამ ვეკუა
20.01.2025

უკრაინა ფრონტზე ცვლილებებს გეგმავს, ადგილობრივ მედიასთან შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ამბობს რომ „მხოლოდ თავდაცვით ბრძოლის მოგება შეუძლებელია". აღნიშნავს რომ უკრაინამ უნდა გამოიყენოს ის, რაშიც უპირატესობა აქვს, საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემის დახვეწა, რაც მოიცავს უპილოტო აპარატებსა და რობოტულ პლათფორმებს.

ირმა ჩიტაია
20.01.2025

არჩევნებიდან მოყოლებული ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური პროცესების მიუხედავად ეკონომიკა წინსვლას მაინც ახერხებს. ლარის კურსის შენარჩუნებაც მეტნაკლებად ხდება, თუმცა თუ მდგომარეობა არ დარეგულირდა, სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კრიზისი გარდაუვალი გახდება და ვერც ეროვნული ვალუტა შეძლებს კურსის შენარჩუნებას. ზოგადად, იანვრის ბოლო და თებერვალი ლარი გამყარებისკენ მიდრეკილია, მაგრამ შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე რა მოხდება წელს, ამის პროგნოზირება სპეციალისტებისთვის რთული აღმოჩნდა.

ნატალია ჯვარიძე
20.01.2025

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტობის პირველივე დღეს ხელ მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებებს და გამოიყენებს თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილებებს მასობრივი დეპორტაციის ოპერაციების დასაწყებად, გარემოსდაცვითი რეგულაციების შესამცირებლად და მრავალფეროვნების პროგრამების დასასრულებლად, - ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს.

ნატალია ჯვარიძე
20.01.2025

„არ არის ძალიან გვიან გამოფხიზლება და აღიარება, რომ დასავლეთი რუსეთთან ომშია, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯომარე, მარკო მიხელსონი „ტვიტერზე" წერს. მისი თქმით, რუსეთმა თავდასხმა 2008 წელს საქართველოს ერთი მეხუთედის ოკუპირებით დაიწყო.

თამთა ჩაჩანიძე
20.01.2025

გლობალური პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი თარიღი მოახლოვდა, მათ შორის "ქართული ოცნებისგან" 20 იანვარი მუდმივად სახელდებოდა ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტად, ორშაბათს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ახსენა "დიფ სთეითი", როგორც პრობლემა და რომ მასთან ბრძოლაში ტრამპს "ძალიან ამბიციური გეგმა აქვს გაცხადებული და ამ ბრძოლაში წარმატებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველო აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის".

რეზონანსი
19.01.2025

2024 წლის აპრილში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავდა „ტიკტოკის“ აკრძალვას, თუ იგი ამერიკულ კომპანიას არ გადაეცემოდა. შედეგად, ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეს, 2025 წლის 19 იანვარს, ეს პლატფორმა ოფიციალურად აიკრძალა ქვეყანაში. თუმცა, ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ „ტიკტოკის“ აკრძალვას 90 დღით გადადებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×