ირმა ჩიტაია 11.09.2024

საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი დაბალ ნიშნულს ინარჩუნებს. ბოლო დროს მან საგრძნობი კლება განიცადა და დიდი ხანია უკვე საბაზო მაჩვენებელზე ქვემოთაა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კიდევ შემცირდეს. ეს კი ცხადია, წამახალისებელი და სტიმულის მომცემი იქნება, როგორც ბიზნესისთვის, ასევე მოსახლეობისთვის. მაინც რა განაპირობებს ინფლაციის ასეთ დაბალ დონეზე შენარჩუნებას?
|
გვანცა წულაია 11.09.2024

საქართველოში ჩინური ავტომობილების შემოყვანა ძალიან გახშირდა. უმთავრესი მიზეზი, რასაკვირველია, მანქანების სიიაფეა. ავტობიზნესის წარმომადგენლები და ექსპერტები ამბობენ, რომ ბაზარზე ჩინეთის გააქტიურებამ შესაძლოა, სერიოზული პრობლემები მოიტანოს.
|
ელზა პაპოშვილი 11.09.2024

რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა სიის პირველი ნომერი ყოფილიყო და რას შეცვლის ივანიშვილის ფაქტორი „ოცნებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებზე? -მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობა, ან რაიმე სხვა თანამდებობა არ სურს და "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მისი პირველ ნომრად დასახელება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას ეფუძნება. ეს მნიშვნელობა კი საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებაშია.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.09.2024

სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ქვეყანა მომავალ პრეზიდენტს უკვე 300-კაციანი კოლეგიით აირჩევს. თავად ზურაბიშვილი თანახმაა, რომ მეორეჯერაც იყაროს კენჭი. უნდა აღინიშნოს, რომ შანსები მას ეძლევა საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, თუმცა აქაც პრობლემაა, რადგან ენმ-ში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიდგომა - „ჯერ ოპოზიციამ გაიმარჯვოს და მერე მომაკითხეთ", გამართლებული არაა.
|
ნატალია ჯვარიძე 11.09.2024

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთზე „ატაკამსის" რაკეტებით დარტყმის გადაწყვეტილება დიდი ალბათობით, უკვე მიღებულია. მისი თქმით, შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები ცდილობენ, დისტანცირება მოახდინონ უკრაინის კონფლიქტში ჩართულობისგან, თუმცა, კრემლი არ ფიქრობს, რომ ეს გამოვა.
|
ნატალია ჯვარიძე 11.09.2024

პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან იმ პირობებით, რაც აქამდე იყო შეთანხმებული. მისი თქმით, სომხეთის რესპუბლიკა, იმის გათვალისწინებით, რომ შეთანხმებული დებულებები მოიცავს ურთიერთობის დამყარების ყველა ძირითად ქვაკუთხედს, ფუნდამენტურ დებულებას, რომელიც აღიქმება საერთაშორისო დონეზე, სთავაზობს, რომ ყველა შეთანხმებულ დებულებას, ხელი მოეწეროს.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.09.2024

„ქართულმა ოცნებამ" ოქტომბრის არჩევნებში სიის პირველ ნომრად პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილი წარადგინა. ჯერ ცნობილია მხოლოდ ოცეული, სადაც შედიან, როგორც ოლიმპიური მედალოსანი სპორტსმენები, ისე ცნობილი თუ ახალი პოლიტიკური სახეები. ოპოზიცია ოცეულს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ივანიშილის სათავეში მოქცევა და ცნობილი მედალოსნების შეყვანა ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას გაუჭირდა.
|
გვანცა წულაია 10.09.2024

საქართველოში მხოლოდ მცირე ზომის ჰესები შენდება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ობიექტები ექსპლუატაციაში შესვლა მნიშვნელოვანია, მაგრამ საშუალო და დიდი ჰესების პროექტები, რომლებიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის მეტად საჭიროა, გაჩერებულია და მათი ბედი გაურკვეველია.
|
გვანცა წულაია 10.09.2024

შემოსავლების მიხედვით, ოჯახების მოთხოვნები და მათი დაკმაყოფილება ერთმანეთისგან განსხვავებულია. დაბალშემოსავლიან ოჯახს ყოველდღიურად ფიქრი უწევს საკვებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქციის შეძენიsს მხრივ. საშუალო და მაღალშემოსავლიანი ოჯახებისთვის კი ეს საზრუნავი მოსხნილია და მათთვის მთავარია გართობა, დასვენება, დანაზოგის გაკეთება და სხვა ისეთი მომსახურების მიღება, რაც დაბალშემოსავლიანი ოჯახისთვის სრულიად წარმოუდგენელია.
|
თამთა ჩაჩანიძე 10.09.2024

შესაძლოა ევროკავშირმა გაფართოების ანგარიში საქართველოში დაგეგმილ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გამოაქვეყნოს. ანგარიშში შეფასებული იქნება იმ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი, რომლებიც ბლოკში გაერთიანებისკენ ისწრაფვიან, დოკუმენტში საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 დათქმაზე იქნება საუბარი და რაც მთავარია, იქნება რეკომენდაცია ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით.
|
ელზა პაპოშვილი 10.09.2024

რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და რა არის რეალურად ამ შეთავაზების მიზანი? ანალიტიკოსებს ამაზე განსხვავებული მოსზრებები აქვთ. ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი შეთავაზება „ოცნებას“ ჯერ კიდევ 2012 წელს უნდა გაეკეთებინა და ახლა არ გვექნებოდა ასეთი მწვავე დაპირისპირება ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორს შორის. მეორე ნაწილის აზრით კი, ხელისუფლებამ „გამჭვირვალობის კანონით“ ის შედეგი ვერ მიიღო, რასაც ელოდა და ახლა გამოსავალს ეძებს.
|
ნატალია ჯვარიძე 10.09.2024

წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტი, რომელიც პირველი სამიტისგან იმით განსხვავდება, რომ იქ რუსეთიც იქნება მიწვეული. დასავლური მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის იმედი აქვს, რომ ომი წელსვე დასრულდება. ამასთან, უკრაინაში იზრდება რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების მომხრეთა რაოდენობა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|