თამთა ჩაჩანიძე
02.05.2025

7 მაისს „ქართული ოცნების" ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ დიდი ალბათობით პრემიერ ირაკლი კობახიძეს აირჩევენ. კობახიძე პარტიას უკვე მეორედ ჩაიბარებს. მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი ოფიციალურად 25 აპრილს დატოვა, მედიაში ორ კანდიდატურაზე იყო საუბარი - მოქმედ პრემიერსა და დედაქალაქის მერზე, თუმცა კახა კალაძემ ინფორმაცია თავადვე უარყო.

ნატალია ჯვარიძე
02.05.2025

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ფიქრობს, რომ ამერიკა ჩვენთვის უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებს და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას ხელს მოაწერს, რადგან უკვე საქმის კურსშია.

თამთა ჩაჩანიძე
02.05.2025

ბოლო დღეებში "ქართულმა ოცნებამ" შესაძლო რევოლუციის მზადებაზე განცხადებები კვლავ გააქტიურა. როგორც "რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, განცხადებებში უფრო ისაა მითითებული, რომ "მცდელობა გარედანაა". მისი თქმით, რევოლუციური სცენარი ჯერ კიდევ გვერდზე არაა გადადებული და ახლაც "სამუშაო მაგიდაზე დევს".

მარიამ ვეკუა
02.05.2025

გერმანიის დაზვერვის სამსახურმა „ალტერნატივა გერმანიისთვის" მემარჯვენე ექსტრემისტულ მოძრაობად გამოაცხადა და მიზეზად მისი ქსენოფობიური პოზიციები დაასახელა. პარტიას ამ ეტაპზე აკრძალვა არ ემუქრება, თუმცა, როგორც დასავლური გამოცემები წერენ, ეს სცენარი გამორიცხული არ არის.

ნატალია ჯვარიძე
02.05.2025

ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან მუდმივად მოდიოდა განცხადებები, რომ უკრაინის ომს რაც შეიძლება სწრაფად დაასრულდებდნენ. უფრო მეტიც, მათი ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო. თუმცა დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თქვა, რომ ეს უახლოეს მომავალში ვერ მოხდება. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" შეერთებული შტატების პოზიციის შეცვლის მიზეზებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ სავარაუდოდ, ვაშინგტონი კიევის დახმარებას გაზრდის.

მარიამ ვეკუა
02.05.2025

საბოლოო კენჭისყრა - მომავალ კვირას „მეგობარი აქტს" აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საბოლოო კენჭისყრაზე წარადგენენ, ამის შესახებ ინფორმაცია ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ გაავრცელა. მიიღებს თუ არა კონგრესისგან მხარდაჭერას აქტი და რა საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს აშშ-ს პრეზიდენტი.

ირმა ჩიტაია
01.05.2025

 

 ქართული თხილის საექსპორტო ფასი გაზრდილია. არსებული მონაცემით, წინა წელთან შედარებით, 13%-იანი მატებაა, შესაბამისად, მოთხოვნაც იზრდება, რასაც ექსპორტიორები გლობალური ტენდენციით ხსნიან და არ გამორიცხავენ, რომ ტენდენცია გაგრძელდეს. მართალია, მარაგი მილევადია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამჟამად 1 კგ თხილის საშუალო ღირებულება 7 ლარიდან იწყება და ხარისხის შესაბამისად მერყეობს.

თამთა ჩაჩანიძე
01.05.2025

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 1-ელი მაისის მთავრობის სხდომაზე ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მონაცემებზე. მისი შეფასებით, ამ მხრივ პროგრესია, თუმცა ოპონენტები შეგნებულად ცდილობენ ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინის შექმნას.

გვანცა წულაია
01.05.2025

ეროვნული ვალუტა ბოლო პერიოდში გამორჩეულად სტაბილურია და ნელ-ნელა გამყარებისკენ მიიწევს. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მოლოდინია, რომ კურსი კიდევ გამყარდება და შესაძლოა, ახალი წონასწორული ნიშნული იპოვოს. ეკონომისტები ასეთ გარემოებას არ გამორიცხავენ და თავად ეროვნულ ბანკშიც მიანიშნებენ, რომ ლარი გამყარდება. 

მარიამ ვეკუა
01.05.2025

„ოცნებაში" ევროპის სახალხო პარტიის მიერ 30 აპრილს მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ „ევროპარლამენტარები მტრობენ საქართველოსა და მის მომავალს", ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ რეზოლუცია „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მნიშვნელოვან მხარდაჭერას" წარმოადგენს.

ნატალია ჯვარიძე
01.05.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხუთშაბათს ხმაური და დაპირისპირება იყო. შსს „გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და „ახალის" პრესსამსახურის წარმომადგენლების, ანა ყურაშვილისა და მირანდა ბაღათურიას პატიმრობას ითხოვდა, სასამართლომ მათ 4000-4000- ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. მათ პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფა ედებათ ბრალად.

თამთა ჩაჩანიძე
01.05.2025

საგარეო უწყება რეფორმას მართლაც აპირებს, თუმცა ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. მანამდე შესაძლო დიდ საკადრო წმენდასთან დაკავშირებით მედიაში მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის მიერ თანამშრომლებისთვის მიწერილი ვრცელი წერილი გავრცელდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ უქმდება ევროპული ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი და დასავლური პოლიტიკის ერთგულ 250 პირს ათავისუფლებენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×