რეზონანსი
27.08.2024

„ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება" ამ სახელწოდებით კრაკოვის ნაციონალურ მუზეუმში მიმდინარეობს (17.04-15.09) გრანდიოზული მასშტაბის ქართული გამოფენა, სადაც წარმოდგენილია უნიკალური კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ექსპონატები.

ქეთო გოგოხია
26.08.2024

საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში რეალური სექტორის დამსახურება მინიმალურია. ქვეყანაში, ძირითადად, მომსახურების სფერო ვითარდება, განსაკუთრებით საფინანსო დარგი, ვაჭრობა და ტურიზმი, ხოლო ინდუსტრიული მრეწველობა ამ პროცესს ფეხს ვერ უწყობს. შესაბამისად, რეალურ სექტორში ფულს არავინ დებს და ეს არც  წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების ინტერესებშია, რომლებიც მუდმივად ერთსა და იმავე სეგმენტს აფინანსებენ. ამიტომ შრომის ბაზარი ვერ იზრდება, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ცუდად მოქმედებს.

თამთა ჩაჩანიძე
26.08.2024

„ქართული ოცნება" და მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილი უკვე მეორე რეგიონალურ შეკრებაზე ასახელებს სამ პუნქტს რისთვისაც პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს, თუმცა, მეოთხე საკითხი კვლავ ღიად რჩება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ივანიშვილს გარკვეული მინიშნება ჰქონდა და სავარაუდოდ ესაა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.

ირმა ჩიტაია
26.08.2024

სქროლები, მოპედები და სხვა მცირე ზომის გადაადგილების საშუალებები საგზაო მოძრაობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არანაირ  რეგულაციას არ ემორჩილებიან, მსგავსი ტრანსპორტი ქაოსურად მომრავლდა და ხშირად ავტოსატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი ხდება, რასაც ავარიების სტატისტიკაც ადასტურებს. მსოფლიოში დიდ ქალაქებში უკვე დაიწყებს ამ სახის ტრანსპორტის შეზღუდვა.

ნატალია ჯვარიძე
26.08.2024

რუსეთმა უკრაინაზე ომის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელა რის შედეგაც, 15 ოლქი დაზარალდა, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა, დენის შმიგალმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უკრაინის ქალაქების ბარბაროსული დაბობმვის შესაჩერებლად აუცილებელია იმის განადგურება, საიდანაც რუსულ რაკეტებს უშვებენ.

ქეთო გოგოხია
26.08.2024

შაქარი და მისი სინთეზური შემცვლელები ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ  ჭარბი დოზით შაქრის მიღება მავნებელია, თუმცა გაცილებით საშიშია ალტერნატიული საშუალებები, რასაც საკვებ ინდუსტრიაში იყენებენ. 

ნატალია ჯვარიძე
26.08.2024

რუსეთის ფედერაცია მორიგ განცხადებას აკეთებს იმის შესახებ, რომ ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას" ამზადებენ, რადგან „უკიდურესად უკმაყოფილოები არიან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული ვითარებით". ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსეთმა საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად „ჰიბრიდული ომის" წარმოება დაიწყო, რომელიც ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილზე იმოქმედებს.

თამთა ჩაჩანიძე
26.08.2024

წლების განმავლობაში, წინასაარჩევნო კვლევებში, იმ ამომრჩევლის პროცენტული მაჩვენებელი ყოველთვის მაღალი იყო, რომელსაც არ ჰქონდა გადაწყვეტილი თუ რომელ პარტიას მისცემდა ხმას. გამონაკლისი არც წინა 2023 წელი იყო, თუმცა, 2024 წლის კვლევებში, მაშინ, როცა პოლიტიკური პლატფორმების კონტურები მეტ-ნაკლებად გამოკვეთილია, ისეთი მძიმე სურათი აღარ იხატება ამ მხრივ.

თამთა ჩაჩანიძე
25.08.2024

„ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონალურ ტურნეს აგრძლებს, მცხეთის შემდეგ, ამჯერად ღონისძიებები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დაიგეგმა პროცესში პირადად პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია ჩართული, პარტიის ლიდერები ასახელებენ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება სურს.

თამთა ჩაჩანიძე
25.08.2024

პოლიტიკური მხარეები საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს რეფერენდუმის მნიშვნელობას ანიჭებენ - ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოს მოქალაქის წინაშე დგას „არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის". მმართველი პარტია კი მრავალვექტორულ პოლიტიკას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ხალხმა საბოლოოს უნდა გადაწყვიტოს „ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას".

ნატალია ჯვარიძე
24.08.2024

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხიკვაძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილს" კორონავირუსისგან განსხავევებით, მძიმე და ხანგრძლივი მიმდინარეობა აქვს, მაღალია ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელიც.

ნატალია ჯვარიძე
24.08.2024

უკრაინა უკვე მესამე წელია დამოუკიდებლობის დღეს ომში ხვდება - პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს დამოუკიდებლობის 33 წლის იუბილე მიულოცა და თქვა, რომ რუსეთი ყველაფრისთვის პასუხს აგებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ წელს უკრაინის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ საბოლოოდ, უკრაინამ უფრო დიდი დარტყმა მიაყენა რუსეთს, ვიდრე რუსეთმა უკრაინას. ისინი ტერიტორიების გაცვლასაც ვარაუდობენ.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×