ნატალია ჯვარიძე 19.05.2026

ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირების რისკი იზრდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. სერგეი რიაბკოვის განცხადებით, „ევროპული დედაქალაქები ესკალაციურ ნარატივს ავრცელებენ რუსეთთან მაღალი ინტენსივობის ომის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ".
|
ნატალია ჯვარიძე 19.05.2026

ჩვენ კმაყოფილები ვიქნებით, თუ ბირთვული იარაღი ირანის ხელში არ აღმოჩნდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საუდის არაბეთმა, კატარმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო თავდასხმის გადადება 2 ან 3 დღით სთხოვეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 19.05.2026

პრემიერი ირაკლი კობახიძე ევროსტრუქტურების ხელმძღვანელებს ღია წერილით მიმართავს, სადაც საქართველოს ევროპულ იდენტობასა და ევროინტეგრაციის მისწრაფებას უსვამს ხაზს, თუმცა, ამავდროულად მწვავედ აკრიტიკებს ევროკავშირის პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის მიმართ და კითხვას სვამს - რა გეგმა აქვს ევრობლოკს საქართველოს მომავალთან დაკავშირებით.
|
ირმა ჩიტაია 18.05.2026

ბოლო 1 თვეა ლარის კურსი გამყარებას ტრენდს ინარჩუნებს. ეროვნული ბანკის მხრიდან ამ მიმართულებით არსებულ პოლიტიკას, სპეციალისტები დადებითად აფასებენ, თუმცა ფიქრობენ, რომ ლარის შეუმჩნევლად გამყარების პოლიტიკა მსოფლიო ბაზარზე მაღლა დაძრული ფასების სრულად დაბალანსებას მაინც ვერ შეძლებს, რადგან საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა და თუ შავმა ოქრომ გაძვირება გააგრძელა, მას აუცილებლად ჯაჭვური რეაქცია ექნება.
|
ნატალია ჯვარიძე 18.05.2026

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ბრიუსელი ზიზღის ენის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტი კორუმპირებულია. ოპოზიციის მიერ დაგეგმილ 26 მაისის აქციაზე აღნიშნა, რომ „ჩამოყალიბდა ადამიანების ჯგუფი, 4 ოქტომბრის მოქალაქეები, რომლებიც გაემიჯნნენ საქართველოს მთავარ ფასეულობებს".
|
ნატალია ჯვარიძე 18.05.2026

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათგან არაფერი დარჩება. „ირანისთვის საათი წიკწიკებს და სჯობს, სწრაფად იმოქმედონ, თორემ მათგან არაფერი დარჩება. დრო უმნიშვნელოვანესია", - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.05.2026

„ლელო - ძლიერი საქართველო" გამოდის ინიციატივით, გამოცხადდეს სამართლიანი და ფართომასშტაბიანი ამნისტია, რომელიც პარტიის აზრით. უნდა გახდეს საზოგადოების შერიგების, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და ჰუმანური სახელმწიფოსკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
|
ქეთო გოგოხია 18.05.2026

ხორბლის მოსავლის აღების დრო მოახლოვდა. სულ რამდენიმე კვირაში ალოობა იწყება, მაგრამ ფერმერები, ფაქტობრივად, მოუმზადებლები არიან. ამის მიზეზი გაზრდილი ხარჯია, რასთან გამკლავება დამოუკიდებლად უჭირთ. სავარაუდოდ, მოსავლიანობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შენარჩუნდება, თუმცა ხარისხი წელსაც პრობლემა იქნება. კლიმატური პირობების გამო, სტრატეგიული პროდუქტის ხარისხიც და ფასიც, შეიძლება, კითხვნის ნიშნის ქვეშ დადგეს.
|
რეზონანსი 18.05.2026

სამეცნიერო წრეების გარეთ მას როგორც მწერალს უფრო იცნობენ ვიდრე მეცნიერს. პროფ. ნერგაძის ნაშრომები მოლეკულური ბიოლოგიაში გამოქვეყნებულია მაღალი და უმაღლესი რეიტინგების საერთაშორისო ჟურნალებში.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.05.2026

ვიცე-პრემიერი და სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება უსაფრთხოების მიმართულებით ახალ ნაბიჯებს დგამს - შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგზე და სამართლებრივ რეაგირებაზე იმუშავებს.რასაც ოპონენტების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
|
ნატალია ჯვარიძე 17.05.2026

17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღე მართმადიდებელმა მრევლმა მასშტაბური მსვლელობით აღნიშნა. ახალმა კათალიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ პირველი ოფიციალური ქადაგება ჩაატარა. მსვლელობაში „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილიც მონაწილეობდა, რომელმაც მედიასთან განცხადებები გააკეთა და პოლიტიკაში მისი შესაძლო მოსვლა უარყო.
|
ნატალია ჯვარიძე 17.05.2026

რუსეთმა უკრაინის მეზობელ მოლდოვას სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის გამარტივებული წესით რუსული პასპორტების დარიგება დაიწყო. რამდენიმე დღის წინ კი რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომლითაც პრეზიდენტ პუტინს ოფიციალურად შეუძლია შეიარაღებული ძალების გაგზავნა თავისი მოქალაქეების დასაცავად ამა თუ იმ ქვეყანაში.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|