მარიამ ვეკუა
26.05.2026

სამხედრო ფიცი წვევამდელებმა თბილისში და საქართველოს კიდევ 12 ისტორიულ ადგილზე დადეს, ქვეყნის ლიდერებმა კი 26 მაისის მნიშვნელობასა და სახელმწიფოებრიობის დაცვაზე ისაუბრეს. ღონისძიების მთავარი გზავნილები ერთიანობას, მშვიდობასა და დამოუკიდებლობის გაფრთხილებას შეეხებოდა.

თამთა ჩაჩანიძე
25.05.2026

აქციებზე დაკავებულთა შესაძლო შეწყალების საკითხზე ხელისუფლების პოზიცია უცვლელია - მმართველი გუნდი კვლავ მონანიების აუცილებლობაზე საუბრობს. საპატრიარქოში ადასტურებენ, რომ ამ საკითხზე ხელისუფლებასთან დიალოგი მიდის. ანალიტიკოსები კი იმაზე მსჯელობენ, თუ რატომ არ დგამს „ოცნება" ამ ნაბიჯს და რატომ გააქტიურდა ეს საკითხი კიდევ ერთხელ მაინცდამაინც ახლა, როდესაც საქართველოში მაღალი რანგის ამერიკული დელეგაცია იმყოფება.

ქეთო გოგოხია
25.05.2026

ჯარიმების მუდმივად გაზრდისკენ მიდრეკილება საშიში ხდება. პარკირებიდან დაწყებული, ყველა ტიპის საყოფაცხოვრებო ჯარიმა გამკაცრებულია და ამას წარმოუდგენლად კამპანიური ფორმა აქვს. შესაბამისად, მკვეთრად მოიმატა ბიუჯეტში ჯარიმებიდან შესული თანხის მოცულობამ. ერთი ჩვეულებრივი ადმინისტრაციული ჯარიმა დასაქმებული ადამიანის შემოსავლის 10%-ს უტოლდება, რაც სპეციალისტების შეფასებით, მოსახლეობის შემოსავლის არაადეკვატურია.

მარიამ ვეკუა
25.05.2026

დოჰაში აშშ-სა და ირანს შორის სამთვიანი ომის დასრულების მიზნით დახურული მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 14-პუნქტიანი ჩარჩო შეთანხმება, ჰორმუზის სრუტის ბლოკადის მოხსნა და ირანის გაყინული აქტივების საკითხი განიხილება. პარალელურად კი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანთან პროგრესს ადასტურებს და არაბულ ქვეყნებს „აბრაამის შეთანხმებაში" ჩართვისკენ მოუწოდებს.

ქეთო გოგოხია
25.05.2026

მოსახლეობის შემოსავლები ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილია. ოფიციალური სტატისტიკა დადებით ტენდენციას ადასტურებს, რასაც გარკვეულწილად ეკონომიკის ზრდამაც შეუწყო ხელი. ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ რეალური შემოსავლების მატების ტემდენციამ ორჯერ გადააჭარბა ინფლაციის ტემპს და 8% შეადგინა, რაც საკმაოდ პოზიტიური  მაჩვენებელია.

ნატალია ჯვარიძე
25.05.2026

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა. იგი შეეხება ფიზიკური და იურიდიული პირების საჯარო განცხადებებს, პუბლიკაციებსა და ქმედებებს. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, მოსკოვი „ბასრი ძალის" მოქმედებაზე გადავიდა, რითაც საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს.

თამთა ჩაჩანიძე
25.05.2026

ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად, 26 მაისის საპროტესტო აქციის ორგანიზატორები პარლამენტთან სცენის მოწყობას მაინც შეეცდებიან, რაც შეიძლება პოლიციასთან დაპირისპირების მიზეზი გახდეს. გარდა ამისა, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებებსა და ოპოზიციის დაგეგმილ აქტივობებს შორის, შესაძლოა, გარკვეული გადაკვეთა მოხდეს - დაახლოებით იმ დროს, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერები მარშით პარლამენტის შენობასთან მივლენ, პარლამენტიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, ათონელის რეზიდენციასთან საზეიმო კონცერტია დაგეგმილი.

რეზონანსი
25.05.2026

ახალგაზრდებს, საქართველოს ხვალინდელ დღეს, ვულოცავ სკოლის დამთავრებას, - სიკეთის გზით გევლოთ ბედნიერი მომავლისკენ!

ნატალია ჯვარიძე
25.05.2026

საქართველოს აშშ-ის სახდეპის წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი ეწვია, რომელიც მარტში ოფიციალური ვიზიტი უკვე ჰქონდა და ყულევშიც იმყოფებოდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებას უკავშირდება. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ამერიკული დელეგაციის ვიზიტის მიზანი, სხვა საკითხებთან ერთად, 26 მაისის აქციის ერთგვარი მონიტორინგია.

ქეთო გოგოხია
25.05.2026

ნედლი ნავთობის საერთაშორისო ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთრად გაზრდილია, რაც გარკვეულწილად სპეკულაციას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში საომარი ქმედებები აღარ მიმდინარეობს და ომის ხელახლა გაჩაღებას ირანიც და აშშ-ც  ერიდებიან, ფასებთან დაკავშირებული დინამიკა არ იცვლება. მით უმეტეს, ჰორმუზის სრუტიდან ტანმკერებმა დაიწყო გამოსვლა, ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმებაც ხელმოსაწერად მზადაა, ამ დროს ნავთობპროდუქტების ღირებულება  ისევ 100 დოლარის ფარგლებშია. 

თამთა ჩაჩანიძე
24.05.2026

საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის უფლებამოსილების ვადა სექტემბერში ეწურება, თუმცა მას მანდატი გაუხანგრძლივეს. საქართველოს ხელისუფლებასთან მისი რთული ურთიერთობიდან გამომდინარე, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს გარკვეული პოლიტიკური გზავნილია ოფიციალური ბრიუსელისგან.

ნატალია ჯვარიძე
24.05.2026

 

უკვე რამდენიმე დღეა, რაც „ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქვეყანა დატოვა. ოპოზიციაში საუბრობენ, რომ ის ემიგრაციაში წავიდა, რამაც პარტიის წევრების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. ჯერჯერობით უცნობია სად იმყოფება ხაზარაძე და დაბრუნდება თუ არა საქართველოში.

ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშვილმა, 21 მაისს, სოციალურ ქსელში გამოთქვა ვარაუდი, რომ მამუკა ხაზარაძე ემიგრაციაში წავიდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×