ნატალია ჯვარიძე 21.05.2026

პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთ-ერთი პროევროპული ქვეყანა აფხაზეთის ტერიტორიის გამოყენებით ვაჭრობს რუსეთთან. პრემიერი ამ სახელმწიფოს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ის არც საქართველოს მეზობელია და არც ევროკავშირის წევრი. ანალიტიკოსები სავარაუდო ვერსიებს ასახელებენ და ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს.
|
თამარ ვეფხვაძე 20.05.2026

ირანისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი პირდაპირ კავშირშია ტურიზმის ინდუსტრიასთან. თუ უახლოეს პერიოდში, ეს კონფლიქტი არ დარეგულირდება, ცხადია, ახლო აღმოსავლეთისა და არაბეთის ქვეყნებში დასვენების მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. „რეზონანსი“ დაინტერესდა, დაახლოებით, როგორი ტურისტული სეზონი გველის წინ? მართალია, ირანის კონფლიქტი ჯერ ისევ გრძელდება, მაგრამ სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სტატისტიკა არც ისე საგანგაშოა. ტურისტული სექტორის წარმომადგენლების შეფასებიღ კი, მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა.
|
ქეთო გოგოხია 20.05.2026

სვანეთს ჭარბი ელექტრომოხმარების გამო შესაძლოა, შეზღუდვები დაუწესდეს. კონკრეტულად რა ნაბიჯი გადაიდგმება, უცნობია, თუმცა მცდელობაა, რომ ბიზნესს დენის გადასახადის ნაწილობრივი გადახდა დააკისრონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხმარება კატასტროფულად იზრდება და ტენდენცია გაგრძელდება, რაც მთლიანად ენერგოსექტორს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. იმის გამო, რომ კრიპტოვალუტის გამომუშავება დიდ რესურსს მოითხოვს, ხოლო რეგიონი გადასახადისგან თავისუფალია, ენერგოსისტემა შეიძლება გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდეს. პრობლემას ხელისუფლებაც აღიარებს. როგორც მესტიის მერმა კახა ჟორჟოლიანმა განაცხადა, მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის გადასახადის საკითხი კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. განსაკუთრებით პრობლემურია ე.წ. ბიტკოინის აპარატების მიერ გაზრდილი ენერგომოხმარება და აუცილებელია, რომ ბიზნესებმა და მათ, ვისაც მაინერის დადგმა სურს, დენის საფასურის გადახდა დაიწყონ.
|
ნატალია ჯვარიძე 20.05.2026

რუსეთი და ჩინეთი გააგრძელებენ შეიარაღებულ ძალებს შორის მეგობრობის განმტკიცებას და ერთობლივად უპასუხებენ სხვადასხვა გამოწვევასა და საფრთხეს, - ამის შესახებ რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის პეკინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
|
თამთა ჩაჩანიძე 20.05.2026

26 მაისის აქციის მოახლოებასთან ერთად, "ოპოზიციური ალიანსი" "ეროვნული მობილიზაციის" კამპანიას ააქტიურებს. პარტიები მხარდამჭერებთან შეხვედრებსა და "კარდაკარს" მართავენ, განსაკუთრებით დედაქალაქში, მის გარეუბნებსა და რამდენიმე დიდ ქალაქში. "ქართული ოცნება" ოპოზიციის შიდა დაპირისპირებაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ ალიანსს საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს.
|
ნატალია ჯვარიძე 20.05.2026

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის ნაწილში საჰაერო განგაში გამოაცხადეს, მას შემდეგ, რაც საზღვართან ახლოს საჰაერო სივრცეში დრონი დააფიქსირეს,- ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მათივე ცნობით, დრონი, სავარაუდოდ, ბელარუსის მხრიდან მიფრინავდა. დრონის საფრთხის ფონზე ვილნიუსის აეროპორტის თავზე საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა.
|
თამთა ჩაჩანიძე 20.05.2026

თეირანი იმუქრება, რომ თუ აშშ ირანზე თავდასხმებს განაახლებს, მაშინ "ომი ახლო აღმოსავლეთს გასცდება" და "ყველაფერს ფერფლად აქცევს". ჯერჯერობით უცნობია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კონკრეტულად რა ტერიტორიას გულისხმობს, თუმცა განცხადებაში ისეთ ადგილებზე მიუთითებს, "რომელთა წარმოდგენაც ძნელია".
|
რეზონანსი 20.05.2026

ფლეგ ფეხბურთში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე არის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა. დღეს, როცა იგი უკვე ოფიციალურად გახდა 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშების ნაწილი, ფლეგ ფეხბურთის მთავარი ენთუზიასტის, თემურ რუბენიას მიზანია, სპორტის ეს სახეობა საქართველოში მასობრივი გახდეს.
|
ირმა ჩიტაია 19.05.2026

გაზის მიწოდების კონტრაქტი აზერბაიჯანთან 20 წლის ვადით განახლდა. ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ხელისუფლება დამატებით დეტალებს არ ასაჯაროვებს. მწირი ინფორმაციის ფონზე ენერგეტიკოსებს გაფორმებული კონტრაქტის შეფასება უჭირთ, თუმცა აცხადებენ, რომ რადგან საუბარია არაკომერციულ გაზზე შესაძლოა, არსებულთან პირობებთან მიახლოებული იყოს, რაც მთლიანობაში წინგადადგმული ნაბიჯია და სამომავლოდ კომუნალური ტარიფის შენარჩუნებასაც შეუწყოს ხელი.
|
თამარ ვეფხვაძე 19.05.2026

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ისევ ოქროს რეზერვის შევსება გადაწყვიტა. სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, 2024 წლის გაზაფხულზე ოქროს შესყიდვის ოპერაცია განსაკუთრებით მომგებიანი აღმოჩნდა, ამიტომ ქვეყნის მთავარი ბანკი ოქროს რეზერვის შევსებას წელსაც გეგმავს. ეკონომისტები ამ პროცესს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს არის სავალუტო დივერსიფიკაცია, რასაც სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები აქტიურად იყენებენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 19.05.2026

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ქვეყნის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის იმ კომუნიკაციის შედეგები აცნობა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ჰქონდა. ზელენსკის თქმით, კიევი მზადაა ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ნაბიჯები გადადგას.
|
რეზონანსი 19.05.2026

ტურინი - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში. პიემონტის ოლქისა და ტურინის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 892,6 ათ. მცხოვრები (2015). ქალაქის აგლომერაცია 2,3 მილიონ მცხოვრებს ითვლის, რომელთაგან 1,7 მილიონი ურბანიზებულ ნაწილში ცხოვრობს. მდებარეობს პადანის დაბლობზე, დასავლეთ ალპების მთისძირში, მდინარე პოზე, ადგილზე, სადაც პოს უერთდება დორა-რიპანია. მსხვილი საავტომობილო და სარკინიგზო კვანძი (სიდიდით ქვეყანაში მესამეა). ქალაქში არის საერთაშორისო აეროპორტი ტურინ-კესელე (ალესანდრო პერტინის სახელობისა, 1953) და ედოარდო ანიელის სახელობის აეროპორტი (1916); მსუბუქი მეტრო.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|