ირმა ჩიტაია
22.06.2026

სამშენებლო სექტორში დეველოპერული კომპანიების რიცხვი მკვეთრად იზრდება. ამან შესაძლოა, ჭარბი მიწოდება გამოიწვიოს. სპეციალისტების ნაწილი პროცესს ნეგატიურად აღიქვამს. ისინი ფიქრობენ, რომ პროცესების ამგავრმა განვითარებამ ესა თუ ის კომპანია შეიძლება გაკოტრებამდე. არის განსხვავებული შეხედულებაც. მათი ავტორები ფიქრობენ, რომ რაც მეტი მოთამაშე იქნება ბაზარზე, მით მეტი იქნება კონკურენციაც და ეს უკანასკნელი პროცესების გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს. 

ქეთო გოგოხია
22.06.2026

საზღვაო კურორტებზე  ახალი სეზონისგაიხსნა და პირველი ტურისტებიც გამოჩნდნენ. სექტორში  მოლოდინი დადებითია, თუმცა გეოპოლიტიკური მდგომარეობა ჯერჯერობით  მთავარ დაბრკოლებად რჩება.  მიმდინარე პერიოდში  აჭარის რეგიონი ნაკლებად განიცდის პრობლემას, განსაკუთრებით ანაკლიაში უჭირთ, სადაც კურორტი ადგილობრივი დამსვენებლების იმედადაა. 

თამთა ჩაჩანიძე
22.06.2026

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის მწვავე განცხადებების ფონზე, ოპოზიციურ ალიანსში უთანხმოების ნიშნები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ენმ-ში ამბობენ, რომ ალიანსში ყოფნის საკითხზე გადაწყვეტილება პარტიული განხილვების შემდეგ იქნება მიღებული. პარალელურად, ალიანსის ლიდერები უარყოფენ შეფასებებს, თითქოს გაერთიანება მხოლოდ ფორმალური და ყალბი ერთობაა.

მარიამ ვეკუა
22.06.2026

ისტორიული საარჩევნო გამარჯვებიდან ორ წელზე ნაკლებ დროში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თანამდებობიდან გადადგა. შიდაპარტიულმა ამბოხმა, რეიტინგების კატასტროფულმა ვარდნამ და კულუარულმა შეცდომებმა ლეიბორისტების 2024 წლის ტრიუმფატორი აიძულა, დაუნინგ სტრიტი ვადაზე ადრე დაეტოვებინა და გზა მისი მთავარი კონკურენტისთვის, ენდი ბერნემისთვის დაეთმო.

თამთა ჩაჩანიძე
22.06.2026

თბილისს ოკუპირებული აფხაზეთიდან სამხედრო მოქმედებებით ემუქრებიან - ვეტერანთა ე.წ. ოპოზიციური ორგანიზაცია „არუაას" ლიდერი თემურ გულია საქართველოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ თბილისმა რეგიონთან ურთიერთობის პოლიტიკა უნდა შეცვალოს. მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან შესაძლო სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში, აფხაზური მხარე საპასუხო ნაბიჯებისთვის მზად არის

ნატალია ჯვარიძე
22.06.2026

რუსმა სამხედროებმა დრონების გამოყენებით შავ ზღვაში ორ სამოქალაქო გემს დაარტყეს, რის შედეგადაც თურქულ სატვირთოზე ხანძარი გაჩნდა და ეგვიპტის მოქალაქე დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ნატალია ჯვარიძე
22.06.2026

აშშ-ირანის ლუცერნის ტბის სამიტი დადებით და კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა. მიღწეულია იმედისმომცემი პროგრესი, მათ შორის შემდგომი ტექნიკური მოლაპარაკებების მექანიზმის შექმნის კუთხით, - ამის შესახებ კატარისა და პაკისტანის ერთობლოვ განცხადებაშია აღნიშნული.

ნატალია ჯვარიძე
21.06.2026

ოფიციალური მოსკოვი თბილისში რუსული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მომხდარი ინციდენტის სამართლებრივ შეფასებას ითხოვს, რაზეც „ქართული ოცნების" პასუხია - „არ გვაინტერესებს". ანალიტიკოს მამუკა არეშიძის შეფასებით, ეს არის რუსების მხრიდან „ბუზის სპილოდ ქცევის" მცდელობა და დიპლომატიური დემარშია, რომელსაც გაგრძელება არ ექნება.

მარიამ ვეკუა
21.06.2026

„ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული შიდაპარტიული აზრთა სხვადასხვაობისა და კრიზისის ფონზე, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, საზოგადოებას ახალ, „5 პლუს 1" შეთანხმებას სთავაზობს. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა ივლისში სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიამ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ხაბეიშვილი თავისი კანდიდატურის ადყენებას გეგმავს და საარჩევნო კამპანია ასე დაიწყო.

ნატალია ჯვარიძე
21.06.2026

საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიიდან ტვირთების დასავლეთში ტრანსპორტირების ერთგვარ ჰაბად იქცეს, რაც მას ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკურ დივიდენდებსაც მოუტანს - ასე აფასებს უცხოური მედია საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ აქტივობასა და მის გახშირებულ კონტაქტებს ცენტრალური აზიის 5 ქვეყანასთან.

მარიამ ვეკუა
21.06.2026

აშშ-სა და ირანს შორის ახლახან გაფორმებული სამშვიდობო მემორანდუმის ბედი კითხვის ქვეშაა. ირანი აცხადებს, რომ 14-პუნქტიანი მემორანდუმის დარღვევის გამო, ჰორმუზის სრუტე ჩაიკეტა, თუმცა აშშ ამას უარყოფს. ამის ფონზე ჟენევაში მხარეებს შორის მემორანდუმით გათვალისწინებული 60-დღიანი მოლაპარაკება დაიწყო.

20 ივნისს ირანის სამხედრო სარდლობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევისა და აშშ-ის მიერ ომის დასრულების შეთანხმების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის გამო ჰორმუზის სრუტეს კეტავს.

თამთა ჩაჩანიძე
20.06.2026

ბოლო დღეებში ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე ფიგურებმა - რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ და ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კონკრეტული მედიასაშუალების წინააღმდეგ სამართლებრივი დავები დაიწყეს. ორივე შემთხვევაში მოსარჩელეთა მხრიდან საუბარია მათთან დაკავშირებით ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაზე. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს დავები შესაძლოა მხოლოდ ორი ინდივიდუალური საქმე არ აღმოჩნდეს და უახლოეს პერიოდში მსგავსი სარჩელების რაოდენობა გაიზარდოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×