მარიამ ვეკუა
16.01.2025

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ შუამდგომლობა შევიდა, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის პარლამენტი ავრცელებს. პარალელურად, ევროპარლამენტარების ნაწილის მიერ „ოცნების" კრიტიკა არ წყდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ოცნებას" უახლოეს მომავალში „საინტერესო სიურპრიზები" ელოდება, მმართველ პარტიაში კი ტრამპის „პოლიტიკის გადატვირთვას" ელოდებიან. დაიძრება თუ არა სანქციების მორიგი ტალღა „ოცნებისკენ", ჯერ უცნობია.

ირმა ჩიტაია
16.01.2025

ქართული საავტომობილო ბაზარი კვლავ პრობლემების წინაშეა. ავტოდილერები ვერ პროგნოზირებენ თუ რა მდგომარეობა ექნება სფეროს იმპორტისა და რეექსპორტის კუთხით. არსებობს ალბათობა, რომ უახლოეს მომავალში რეექსპორტის მიმართულებას ყაზახეთი გამოაკლდეს, რაც 2025 წლისთვის ჩვენი ავტოიმპორტიორებისთვის დიდი დანაკარგი იქნება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ავტოდილერთა ნაწილი იმედიანად არ არის განწყობილი, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სფეროში მდგომარეობა სტაბილურია.

გვანცა წულაია
16.01.2025

ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი დამაჯერებელია. პანდემიის დასრულების შემდეგ აღებულ გეზს რთულმა პოლიტიკურმა თვეებმა ვერაფერი დააკლო და ქვეყნის ეკონომიკა სწრაფ განვითარებას განაგრძობს. როგორია მოლოდნი 2025 წლისთვის? ეკონომისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეკონომიკური ზრდა არ შეფერხდება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური არეულობა არ დასრულებულა. 

მარიამ ვეკუა
16.01.2025

სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს 22 დეკემბერს პუტინთან შეხვედრამ უსიამოვნებები მოუტანა. ფიცო თავისი მმართველობის განმავლობაში ყველაზე სერიოზული საფრთხის წინაშე დგას - ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას აპირებს.

ნატალია ჯვარიძე
16.01.2025

კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ამერიკაში ვიზიტისას, სენატორ როჯერ ვიკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სიურპრიზებს ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უნდა ველოდოთ. ამასთან, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ინფორმაციით, თემთა პალატაში ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შუამდგომლობა შევიდა. ანალიტიკოსების მოსაზრებები პროცესების განვითარებაზე სხვადასხვაგვარია.

ნატალია ჯვარიძე
16.01.2025

თავდასხმები ცოცხლად და ვირტუალურად, პოლიტიკოსების ხელჩართული ჩხუბი, ბულინგი და პოლარიზაცია. ქვეყანაში ღრმავდება, ვითარება სულ უფრო იძაბება. მოქალაქეები თითქმის ყოველდღიურად უპირისპირდებიან ერთმანეთს. საქმე იქამდე მივიდა, რომ მავანი უკვე სამოქალაქო დაპირისპირებაზე ალაპარაკდა. ზოგი იმასაც ვარაუდობს, რომ თუ სიტუაცია არ ჩაწყნარდა, ქვეყანაში დაწყებული ესკალაცია შეიძლება სამოქალაქო ომში გადაიზარდოს.

ქეთო გოგოხია
15.01.2025

შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა იზრდება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ჩინეთიდან გადაზიდვაზე მოთხოვნის ზრდა 2025  წელსაც მოსალოდნელია, რაზეც მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. კონკრეტულად რა შეიძლება შეიცვალოს ან ბოლო პერიოდში მოცემულობა გამოიკვეთა,  ექსპერტებს  საუბარი უჭირთ, თუმცა დიდ იმედს ამყარებენ შუა აზიის დერეფანსა და კონკრეტულად ჩინეთზე, რომელმაც  ბოლო დროს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირი საგრძნობლად გაამყარა.

გვანცა წულაია
15.01.2025

საქართველში უცხოეთის მოქალაქეების მიმართ უძრავი ქონებით დაინტერესება ძალიან დიდია. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ეს ტენდენცია გაიზარდა და შეიძლება ითქვას, რომ უკვე საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. ეს კი ისედაც რთულ დემოგრაფიულ პირობებში, სიტუციას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს. სპეცალისტები ფიქრობენ, რომ გარკვეული სახის ზომებია მისაღები, რათა უცხოელებს საქართველოში უძრავი ქონების შეძენა შეეზღუდოთ. 

ნატალია ჯვარიძე
15.01.2025

„შარლ მიშელი 2" არ იქნება - იქნება მხოლოდ ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში, იმ პირობით, როცა იქნებიან პოლიტპატიმრები გათავისუფლებულები", - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განცახადა. ანალიტიკოსების ზოგიერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საჭიროა მოლაპარაკება, ოღონდ არა პატიმრების გათავისუფლებაზე, არამედ ახალი არჩევნების ჩატარების პირობებზე. სხვათა აზრით კი, ოპოზიციის ნაწილი თებერვალში უკვე დათმობისკენ წავლენ.

მარიამ ვეკუა
15.01.2025

აშშ და სომხეთი ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. ფაშინიანი წერს, რომ ქვეყნის დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა „მთავარ ეტაპს" აღწევს და საქართველოსთან პარტნიორობაზე საუბრობს. ლავროვი „3+3" ფორმატის გააქტიურების მოთხოვნით გამოდის, ხოლო ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მოლოდინში ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნაზე საუბრობენ.

ნატალია ჯვარიძე
15.01.2025

„გახარია-საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ - თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე გუშინ, სასტუმრო „შერატონში" მოხდა, რის შემდეგაც გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

მარიამ ვეკუა
15.01.2025

„ფორმატი 3+3 საქართველოსთვის ღიაა", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. საქართველო ჯერ არ შეერთებია აღნიშნული სახის საკონსულტაციო პლატფორმის ფორმატს „3+3", რომელიც თურქეთს, რუსეთსა და ირანთან ერთად სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ფორმატში მოქცევას ისახავს მიზნად.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×