თამთა ჩაჩანიძე
23.01.2025

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის ახალ ადმინისტრაციას სთავაზობს "სუფთა ფურცლიდან განაახლონ ურთიერთობა", რომელსაც საფუძვლად კონკრეტული გზამკვლევი ექნება დადებული, მაგრამ ეს ყველაფერი კობახიძის თქმით, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ "რამდენად მოახერხებს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ქვეყანაში ე.წ. „დიფ სთეითის" დამარცხებას".

მარიამ ვეკუა
23.01.2025

ოკუპირებულ აფხაზეთში წინასაარჩევნო მზადებაა, რამდენიმე დღეა კანდიდატები სოფლებში წინასაარჩევნო კამპანიას ინტენსიურად ატარებენ. ვადამდელი არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება. პარალელურად ენერგოკრიზისი გრძელდება - ელექტროენერგია ადგილობრივებს ისევ გრაფიკით მიწოდებათ, ხოლო მარაგი თებერვალში იწურება.

გვანცა წულაია
23.01.2025

პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში, ფაქტობრივად, დასრულდა. შესაბამისად, ამ მხრივ ეკონომიკას პრობლემები აღარ ელის. არეულობის გამო ქვეყნის განვითარება დიდად არც შეფერხებულა, მაგრამ ამის არაერთი მცდელობა იყო საქართველოში. ბოლოს ასეთი მცდელობა იყო ბიზნესის 15 იანვრის გაფიცვა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. კომპანიების ნაწილმა პროტესტით და გაფიცვებით საკუთარი თავი დაიზარალა. 

ნატალია ჯვარიძე
23.01.2025

„ვაპირებ დიდი დახმარება გავუწიო პრეზიდენტ პუტინს და რუსეთს, რომლის ეკონომიკაც კრახს განიცდის. თუმცა თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ „გარიგებას" მალე, სხვა გზა არ მექნება, გარდა იმისა, რომ დავაწესო მაღალი დონის გადასახადებები, ტარიფები და სანქციები ყველაფერზე, რასაც რუსეთი ყიდის შეერთებულ შტატებსა და სხვა (USTR-ში) მონაწილე ქვეყნებში", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
23.01.2025

ევროპელი მარალჩინოსნები ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებაზე ალაპარაკდნენ - გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი უსაფრთხოების "უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებაზე" საუბრობს, რა შეიძლება იყოს გეგმაში და რა როლი ექნება საქართველოს ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტეტქურაში?

გვანცა წულაია
22.01.2025

მიმდინარე წლიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ახალი ცვლილება ამოქმედდება. მალე ძალაში შევა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოვაჭრეები ვალდებულები იქნებიან ფასდაკლების დროს ნივთს ის ფასიც მიუთითონ, რაც ფასის დაკლებამდე ჰქონდა. უმეტესად სწორედ ეს პრონციპი ირღვევა სავაჭრო ობიექტებში, ამიტომ მისი დარეგულირდება აუცილებელი გახდა. ახლა საინტერესოა როგორ გაკონტროლდება შემოღებული ნორმა.

გვანცა წულაია
22.01.2025

ახალი წლის დღეებში საერთაშორისო ბაზარზე ნედლი ნავთობი გაძვირდა. ფასის მატება განსაკუთრებით დიდი არ არის და როგორც ითქვა, ეს ამბავი საახალწლო სამზადისს და გადააადგილებს უკავშირდებოდა. სამომავლოდ კი ნავთობის ფასის სტაბილიზაცია და გაიაფებაა მოსალოდნელი, რაც დონალდ ტრამპის განცხადებიდან გამომდინარეობს. საინტერესოა, ამ მოვლენების პარალელურად რას უნდა ველოდოთ საქართველოში, სადაც ბოლო პერიოდში ლარის კურსი მერყევია.

თამთა ჩაჩანიძე
22.01.2025

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ღიად ასახელებს იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ, რომელთა შორის არიან - აშშ, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი. უნდა აღინიშნოს, რომ ბუდაპეშტი და ბრატისლავა, კიევის წინააღმდეგ პოზიციას მუდმივად აფიქსირებდნენ სხვადასხვა გადამწყვეტ მომენტში, რაც ანალიტიკოსებისთვისაც არაა გასაკვირი, თუმცა კითხვებია ამ მხრივ განსაკუთრებით ბერლინზე.

ნატალია ჯვარიძე
22.01.2025

„ვფიქრობ, ჯო უილსონის მოსაზრებები ექსტრემალურია და არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს. ახლა არის ახალი სანქციები და მიმაჩნია, რომ კონგრესის ზოგიერთი წევრი ყურადღებას აქცევს საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას, თუმცა, მეეჭვება ეს პოლიტიკური ვითარება ტრამპს ახლა აინტერესებდეს", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, მეთიუ ბრაიზამ „ეხო კავკაზას" განუცხადა.

ნატალია ჯვარიძე
22.01.2025

„სი ძინპინს უკრაინაში ომის დასასრულებლად არაფერი გაუკეთებია. მე მას ვუთხარი: ეს საკითხი უნდა მოაგვარო", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომის დასრულების საკითხი განიხილა.

თამთა ჩაჩანიძე
22.01.2025

ქვეყანაში კვლავ უწყვეტი პროტესტია და აქციები პერიოდულად კვლავ ანონსდება. ბოლო წლებში, გაზაფხული პოლიტიკურად განსაკუთრებით აქტიურია და ანალიტიკოსები წელსაც არ გამორიცხავენ, რომ გარდამტეხი აღმოჩნდეს უახლოესი თვეები, ამას ემატება ისიც, რომ გლობალური კუთხით დიდი ცვლილებების მოლოდინია, საქართველო კი ექსპერტების თქმით, გლობალური პოლიტიკის აქტიური ნაწილი გახდა.

რეზონანსი
21.01.2025

ქვეყანაში ზამთრის სიცივესთან ერთად ვირუსული ინფექციების გავრცელებამ მნიშვნელოვნად იმატა. განსაკუთრებით საყურადღებოა ღორის გრიპი, რომელმაც    უკვე გამოიწვია გართულებები და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.  სპეციალისტების თქმით, პიკი თვის ბოლოსაა მოსალოდნელი და მოსახლეობას მოუწოდებენ, ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს, რათა თავიდან ავიცილოთ შემდეგი გართულებები.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×