გვანცა წულაია
28.01.2025

ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტა არასტაბილურობით ხასიათდება. კურსი, მიმდინარე ეტაპზეც, გაუფასურებულია და საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა, რამაც იმპორტირებული პროდუქცია უკვე გააძვირა. არასტაბილურ პირობებში იმპორტიორთა ნაწილისთვის საკვებზე ფასის შენარჩუნება რთული აღმოჩნდა, ამიტომ სურსათზე ღირებულებამ ზოგ შემთხვევაში უკვე მოიმატა. 

თამთა ჩაჩანიძე
28.01.2025

„ქართულ ოცნებაში" ისევ აცხადებენ, რომ არანაირი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ იგეგმება, რადგან კენჭისყრა არ გაყალბებულა. ერთ-ერთ არგუმენტად ასახელებენ იმას, რომ პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შორის ასიათასობით ხმის სხვაობაა. ამის პარალელურად ანტისახელისუფლებო პროტესტი ისევ გრძელდება, ზუსტად ორი თვეა არ შეწყვტილა, მოთხოვნები კი უცვლელია.

მარიამ ვეკუა
28.01.2025

აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „რკინის გუმბათის" მშენებლობის ბრძანებას, რაც გულისხმობს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას. ექსპერტები სკეპტიკურად უყურებენ ახალ წამოწყებას, რადგან აღნიშნავენ, რომ ეს ბევრ დროსა და ხარჯთანაა დაკავშირებული.

მარიამ ვეკუა
28.01.2025

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გახსნილია. საქართველოს დელეგაციიდან სიტყვით თეა წულუკიანი გამოვიდა. ოპოზიცია ევროსაბჭოს მოუწოდებს, არ ცნოს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება. ხვალ ჩანიშნულია კენჭისყრა და დებატები საქართველოზე. „ოცნებაში" ამბობენ, რომ „ევროპელი ჩინოვნიკები" საქართველოს დელეგაციის დასჯას გეგმავენ. დაკარგავს თუ არა საქართველოს დელეგაცია უფლებამოსილებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიებზე?

ქეთო გოგოხია
28.01.2025

საქართველოში საინვესტიციო კლიმატი იცვლება და აქტიური ქვეყნების ლიდერთა პოზიციებს აზიური ქვეყნები იკავებენ. მოლოდინი, რომ დასავლური ინვესტიციები დამუხრუჭდება და ამით ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშლება, არ მართლდება და  დასავლური კაპიტალის ადგილს თანდათან აღმოსავლური იჭერს. ეკონომიკაში ცარიელი ადგილი არ რჩება - თუ ევროპულ ბიზნესს არ სურს საქართველოში ინვესტირება, მას შემცვლელი მალე გაუჩნდება.

თამთა ჩაჩანიძე
28.01.2025

"ხალხის ძალაში" ამბობენ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი სამი ქართული ოპოზიციური პარტიის მიმართვას, დაანონსებული საპარლამენტო გამოძიების საქმის მასალებს დაურთავს. მანამდე განაცხადეს , რომ "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი" დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება. ამ ფორმატში მოხდება ენმ-ს ხელისუფლების თანამდებობის პირების გამოკითხვა, მომზადებული დასკვნა კი რეაგირებისთვის პროკურატურას და შესაბამის ორგანოებს გადაეცემა.

მარიამ ვეკუა
28.01.2025

ტელეკომპანია „მთავარი არხი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ არხის თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი, მიჰყვება რუსულ გზას და ცდილობს, საბოლოოდ შეწყვიტოს მაუწყებლობა. არხი უკვე გათიშულია ყველა მომხმარებლისთვის, რომლებიც სიგნალს სატელიტების მეშვეობით იღებდნენ.

თამთა ჩაჩანიძე
27.01.2025

ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპაში ვიზიტით იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ, როგორც თავად აცხადებენ, მიზანი ისაა, რომ „სათქმელი მიიტანონ" ევროკავშირის ყველა ქვეყნის წარმომადგენელთან. სტრასბურგშია „ქართული ოცნების"დელეგაციაც პარლამენტის ვიცე-სპიკერის თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, სადაც 27 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იხსნება. „ოცნების" განცხადებით, დელეგაცია 29 იანვრის ჩათვლით შეხვედრებს გამართავს.

ირმა ჩიტაია
27.01.2025

ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ უძრავი ქონების ბაზარზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. განსაკუთრებით ნეგატიურად აისახა ქირის გადასახადზე. მართალია, ის თვალში საცემად არ გაიაფებულა, მაგრამ გართულდა პრემიუმ კლასების ბინის გაქირავება. ამ სეგმენტში დიდი ვარდნაა. რაც შეეხება ბიუჯეტურ ბინება, იქ ფასი შემცირდა და ახლა 600 ლარიდან იწყება, უბნების მიხედვით კი ცვალებადია. 

ქეთო გოგოხია
27.01.2025

მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობისა და ეკონომიკაში განვითარებული პროცესების გამო ბოლო პერიოდშიო სავალუტო რყევები გახშირდა. კურსი გასულ კვირას 2,88-იან ნიშნულს გადასცდა, თუმცა გუშინდელი მაჩვენებლით, მან გეზი გამყარებისკენ აიღო და ,,ბლუმბერგის" პლატფორმაზე 2,87-იანი ნიშნული დაიჭირა. როგორც ჩანს, საქართველოში  მიმდინარე შიდაპოლიტიკური ვითარება ეროვნულ ვალუტაზე საკმაოდ უარყოფითად აისახება და გაუფასურებას  ბიძგს აძლევს. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსების ნაწილი ლარის ვარდნას არ ელოდება და პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს.

მარიამ ვეკუა
27.01.2025

ევროკავშირის საბჭომ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამას გარდა იმსჯელეს ასევე უვიზო ახალ არჩევნებსა და პერსონალურ სანქციებზე. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ თითოეული გადაწყვეტილება ქართველი ხალხის დასჯასა და შურისძიებას ემსახურება. „ყველგან ბრიუსელი, არსად ევროპა" - განაცხადა ჟურნალისტებთან პაპუაშვილმა.

მარიამ ვეკუა
27.01.2025

თურქეთი იწყებს მზადებას ევროკავშირთან ენერგეტიკული მოლაპარაკებების აღსადგენად, რათა უკრიანის გაზის ტრანზიტის შეცვლაში დაეხმაროს. პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს დიდი ხნის ამბიცია აქვს, ქვეყანა გაზის რეგიონულ ჰაბად აქციოს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×