ირმა ჩიტაია
09.01.2025

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, ზამთრის ტურიზმი აქტუალობას არ კარგავს. კურორტებზე დამსვენებლების დიდი აქტიურობაა, თუმცა ინფრასტრუქტურული საკითხები წელსაც გამოწვევად რჩება. მოთხოვნა, როგორც ადგილობრივი დამსვენებლების, ასევე უცხოელი მოქალაქეების მხრიდან მზარდია, რასაც ამინდიც ხელს უწყობს. 

თამთა ჩაჩანიძე
09.01.2025

„ქართულმა ოცნებამ" ნაცმოძრაობის გასამართლების პროცესის დაწყება დაანონსა, რაზედაც ჯერ კიდევ 2024 წელს, წინასაარჩევნო ტურნეს ფარგლებში საუბრობდენ პარტიის ლიდერები, მათ შორის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, და იმ საკითხების ჩამონათვალს მიაწერდნენ, რისთვისაც სჭირდებოდა "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა.

რეზონანსი
09.01.2025

აშშ-ს პრეზიდენტის პრტენზიას გრენლანდიასა და პანამის არხზე კონტროლის მოსაპოვებლად დანია გერბის შეცვლით პასუხობს. ამას გარდა, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი კანადას ამერიკის 51-ე შტატად მოიაზრებს და ტერიტორიული გაფართოების საჭიროებაზე საუბრობს. განცხადების შემდეგ, კანადის პრემიერმა ტრამპს მკაფიოდ უპასუხა, რომ „კანადა კანადელებისაა".

გვანცა წულაია
09.01.2025

ბოლო დღეებში ლარი უფასურდება. ერთი შეხედვით, პარამეტრები, რომლებიც კურსზე მოქმედებენ, მწყობრშია და ბოლო დღეებში არაფერი  შეცვლილა, მაგრამ კურსი მაინც ეცემა. „რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, რას უკავშირდება ეროვნული ვალუტის გაუფასურება და რა არის ახლო მომავალში მოსალოდნელი.

რეზონანსი
09.01.2025

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას სომხეთი „ფაშისტურ სახელმწიფოდ" მოიხსენია და დაემუქრა, თუ ის „ფაშიზმის ბირთვს" არ აღმოფხვრის, ბაქო ამას თავად გააკეთებს. ფაშინიანი ალიევის განცხადებას პროვოკაციულს უწოდებს და მშვიდობისკენ მოუწოდებს. გამწვავდება თუ არა პოლიტიკური ფონი და გახდება თუ არა ეს განცხადება ახალი ესკალაციის მიზეზი?

მარიამ ვეკუა
09.01.2025

სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ, პირველი განცხადება ახალ ოფისში გააკეთა. ადასტურებს, რომ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება, დაბრუნების შემდეგ კი რეგიონებში სიარულს აანონსებს. მისი თქმით, საქართველო გადასულია პოლიტიკურ იზოლაციაში და ჩაკეტილი ქვეყანა ხდება, შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ არჩევნებია.

თამთა ჩაჩანიძე
09.01.2025

"ქართული ოცნება" აშშ-ს ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღესთან დაკავშირებით ორი თვეა ხშირად აკეთებს განცხადებებს, თუმცა ბოლო პერიოდში რიტორიკა შეცვლილია. პარტიის პოლიტსაბჭოს 8 იანვრის განცხადებაში კონკრეტულად 20 იანვარი ნახსენები არაა, თუმცა ნათქვამია, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისობრივი გადატვირთვის უზრუნველყოფა "ტრამპის მიერ "დიფ სტეიტის"მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია".

ქეთო გოგოხია
08.01.2025

გლობალურ ბაზრებზე ოქროს მიმართ მოთხოვნა იზრდება. ზედიზედ რამდენიმე თვეა, ცენტრალური ბანკები რეზერვებს ზრდიან და ეს ტენდენცია გაგრძელდება. როგორც ქართველი  სპეციალისტები ამბობენ, მსოფლიო მონეტარულ პოლიტიკაში დიდი ძვრები ხდება და ამ პროცესში ერთვება საქართველოც, რაც ჩანს კიდეც ეროვნული ბანკის ქმედებებში, რომელიც უკვე ოქროს არეზერვებს. არ არის გამორიცხული, მსოფლიო ე.წ. ოქროს სტანდარტს დაუბრუნდეს. 

გვანცა წულაია
08.01.2025

ფქვილის ღირებულება გაიზარდა. ფასში სხვაობა დიდი არ არის, მაგრამ შესაძლოა, ამან მომავალში პური გააძვიროს. მეპურეები მიიჩნევენ, რომ პირველადი მოთხოვნის პროდუქციის გაძვირების საფრთხის აღკვეთა ხელისუფლებას შეუძლია, რაც ფქვილზე დაწესებული დროებითი საიმპორტო გადასახადის შემცირებით მოხდება.

თამთა ჩაჩანიძე
08.01.2025

ცნობილია დაახლოებით როდიდან შეუწყდებათ ქართული დიპლომატიურ პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა. ევროკომისიის წინადადებას ევროკავშირის ოფიციალური პირები 10 იანვარს განიხილავენ, 24-ში კი დღის წესრიგში დადგება საკითხის დამტკიცება.

ნატალია ჯვარიძე
08.01.2025

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, - ინფორმაციას „სიენენი" ავრცელებს. გრენალდიაზე კოტროლის შესახებ ტრამპის განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მის სუვერენულ საზღვრებზე სხვა ქვეყნების თავდასხმას არ დაუშვებს.

რეზონანსი
08.01.2025

თურქეთის პრეზიდენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ გასულ თვეს პრეზიდენტ ბაშარ-ალ-ასადის დამხობის შემდეგ ის მზადაა ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში თუ სირია დაიშლება. (თუ ქურთები არ დაემორჩილებიან სირიის ახალ მთავრობას). ერდოღანის თქმით ის არ დაეთნხმება სირიის დაშლას ან „მისი უნიტარული სტრუქტურის მოშლას რაიმე საფარქვეშ".


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×