ქეთო გოგოხია
23.12.2024

ბიზნესის გაფიცვაზე "წამოკიდების" მცდელობა ჩავარდა. რადიკალურ ოპოზიციას მოლოდინმა არ გაუმართლა, ბიზნესის დიდმა ნაწილმა, თუნდაც 2 საათით გაფიცვა არ ისურვა და შეიძლება ითქვას, ვერც გარისკა. ოპოზიციას იმედი გაუწბილა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს პოზიციამაც, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა პოლარიზაციის გაღრმავებისა და მოვლენების პოლიტიკურ ჩიხში შესვლის გამო. როგორც ცნობილია, მან მან ასევე მზადყოფნა გამოხატა, არსებული კრიზისის დასაძლევად აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ყველა შესაბამის პარტნიორთან. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობაც უფრო თავდაჯერებულია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დეკემბრიდან  ელოდებიან ბიზნეს გარემოს გამოცოცხლებას და ბიზნეს პროცესების მაქსიმალურად გააქტიურებას.

ირმა ჩიტაია
23.12.2024

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო ბიზნესი სერიოზულად დაზარალდა. ფაქტობრივად არ დარჩა, არც ერთი სეგმენტი, სადაც საპროტესტო აქციები უარყოფითად არ აისახა. ეს ეხება როგორც ტანსაცმლის ინდუსტრიას, ასევე სპორტული ინვენტარის, ტექნიკისა და კვების სეგმენტსაც, სადაც ძირითადი მოხმარების პროდუქტების გარდა, რეალიზაცია მკვეთრად შემცირებულია. მართალია, კრიზისი არ არ არის, მაგრამ სექტორი ვერ ვითარდება, შესაბამისად, ყველა საშუალო და გრძელვადიანი პროექტები დაპაუზებულია.

ქეთო გოგოხია
23.12.2024

საქართველოში ავტოპარკის გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს. მართალია, ქვეყნის მასშტაბით ჯერ კიდევ ბევრი ასაკოვანი ავტომობილი გადაადგილდება, თუმცა მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს, რა მიმართულებითაც ქვეყანამ გარკვეულ შედეგს მიაღწია. თუმცა დარგი მაინც  სერიოზულ პრობლემას განიცდის იმის გამო, რომ მოქალაქეების უმეტესობა ჯერ კიდევ ძველ მანქანებს ყიდულობს. ეს კი პრობლემს ქმნის ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. მოძველებული ავტოპარკით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება თითქმის შეუძლებელი იქნება.

ნატალია ჯვარიძე
23.12.2024

მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან ბოლო დროს ხშირად ისმის, რომ საქართველოს პოზიციონირება დამოკიდებული იქნება 20 იანვრის, ანუ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას.

ნატალია ჯვარიძე
23.12.2024

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს, - ინფორმაციას „სი ენ ენი" ავრცელებს. ამასთან, ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მასთან რაც შეიძლება მალე შეხვედრა სურს. ასევე, უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ მსოფლიო შეიცვლება, როდესაც ტრამპი თანამდებობას დაიკავებს.

თამთა ჩაჩანიძე
23.12.2024

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, მასთან ერთად პრემიერ ირაკლი კობახიძეს და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ორბელიანების სასახლეში იწვევს, რათა "ახალი არჩევნების თარიღზე შეთანხმდნენ", პრეზიდენტი ვადას 29 დეკემბრამდე აძლევს. "ოცნებაში" აცხადებენ, რომ პრეზიდენტის განცხადება "არასერიოზულია", ოპოზიცია კი ზურაბიშვილის გზავნილებს უერთდება, რასაც სპეციალური ბრიფინგიც მიუძღვნა.

თამთა ჩაჩანიძე
23.12.2024

ბოლო დღეებია და განსაკუთრებით პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, გააქტიურდა საუბრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო დაპატიმრებაზე ვადის ამოწურვის შემდეგ. "ოცნებაში" აცხადებენ, რომ "თუ დანაშაული იქნება, პასუხისმგებლობაც მოჰყვება", რაც ოპოზიციასა და საზოგადოების ნაწილში მუქარადაა აღქმული, იყო საგარეო გამოხმაურებები დასავლელი პოლიტიკოსებისგანაც.

თამთა ჩაჩანიძე
22.12.2024

"სალომე ზურაბიშვილს ერთი კვირაც არ აქვს დარჩენილი საკუთარ თანამდებობაზე, 29 დეკემბერს მოუწევს თანამდებობის დატოვება. ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ - მგონია, მას ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

თამთა ჩაჩანიძე
22.12.2024

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადაა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდეს ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე, თუმცა, ივანიშვილის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. ამასთან ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პროცესი გადადის "შეტევის სტრატეგიაზე", რისი საფუძველიც "ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა გახდა.

ნატალია ჯვარიძე
21.12.2024

ოთხი დაღუპული, მათ შორის ერთი ბავშვი და 60-ზე მეტი დაშავებული. გერმანიის ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მანქანა შევარდა. თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, მაგრამ, მოტივი ჯერჯერობით უცნობია. გერმანული გამოცემა dpa-ის ცნობით, ქალაქ მაგდებურგში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მძღოლი პოლიციამ დააკავა. AFP აღნიშნავს, რომ 60-80- ადამიანი დაშავდა.

ნატალია ჯვარიძე
21.12.2024

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდა გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში მის წინასწარ დასკვნებს ადასტურებს, რაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში სხვადასხვანაირად იქნა აღქმული.

ნატალია ჯვარიძე
20.12.2024

„ბილდის" ანალიტიკოს იულიან რიოპკეს განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკის რეგიონის ქალაქ კურახოვოდან გავიდნენ. რიოპკეს თქმით, ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო, უკრაინელი სამხედროები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ქალაქი.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×