რეზონანსი
17.12.2024

ქერჩის სრუტესთან რუსული ტანკერების მიერ განცდილი ავარიისას ზღვაში ჩაღვრილი მაზუთის დიდი ლაქა, სავარაუდოდ, საქართველოს ტერიტორიული წყლების მიმართულებით გადაადგილდება და ამან შესაძლოა სერიოზული პრობლემები შექმნას. ამის შესახებ „რეზონანსთან“ გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე საუბრობს, რომლის შეფასებითაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში შესაძლოა აფხაზეთის სანაპირო აღმოჩნდეს.

გვანცა წულაია
17.12.2024

მოსახლეობასთან ერთად, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო, ბიზნესიც ორ ნაწილად არის გახლეჩილი. კერძო სექტორის ერთი მხარე საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებს და აქციებში მონაწილეობასაც იღებს, მეორე მხარე კი მოვლენებს აკვირდება და პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს, ამიტომ მთავრობა კერძო სექტორს დიალოგს სთავაზობს. ნაწილი შეხვედრისთვის მზადაა.

თამთა ჩაჩანიძე
17.12.2024

პრემიერი ირაკლი კობახიძე ხელისუფლების ოპონენტებს კვლავ სთავაზობს საჯარო, თუ არასაჯარო დისკუსიას „ნებისმიერ ფორმატში". დეკემბრის დასაწყისში მსგავსი დისკუსიის პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და 4 დეკემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაგეგმილი დებატები ჩაიშალა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ახლაც ჯერჯერობით არაფერი გამოვიდეს, თუმცა მიუთითებენ, რომ ბოლო დღეებში ხელისუფლების რამდენიმე გადაწყვეტილება ვითარების განმუხტვისკენ გადადგმული ნაბიჯის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ნატალია ჯვარიძე
17.12.2024

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საჯარო განცხადებაში უბრალოდ „ქართული ოცნების" წარმომადგენლად მოიხსენია. რისი მაჩვენებელია ეს ტენდენცია და რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას ქვეყნისთვის, თუ დასავლეთმა 26 ოქტoმბრის არჩევნების და შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობა არ სცნო?

ქეთო გოგოხია
16.12.2024

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ყველაზე მეტად ტურისტულ სფეროს აზარალებს, თუმცა ამ პრობლემის გავლენა ზამთრის კურორტებზე შედარებით ნაკლებად იგრძნობა. ბაკურიანისა და გოდერძის კურორტებზე სასრიალო სეზონი გახსნილია და პირველი დამსვენებლებიც გამოჩნდნენ. მართალია, წინა წელთან შედარებით, კლებაა, მაგრამ უახლოეს დღეებში მდგომარეობა შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს, მით უფრო თუ პოლიტიკური პროცესები არ გამწვავდება.

თამთა ჩაჩანიძე
16.12.2024

ევროკავშირი ქართული დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურას იწყებს - აღნიშნული გადაწყვეტილება 16 დეკემბრის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დახურულ შეხვედრაზე იქნა მიღებული, ინიციატივას სხდომაზე კვალიფიციურმა უმრავლესობამ - წევრი ქვეყნების მინიმუმ 55%-მა დაუჭირა მხარი.

ირმა ჩიტაია
16.12.2024

შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა მუდმივად მზარდია. ფაქტია, სახელმწოფოს პრობლემასთან გამკლავება უჭირს. ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში კატასტროფულად მატულობს იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ხელისუფლებიდან დახმარებას იღებს. ქვეყანას 700-ათასი სოციალურად დაუცველი ჰყავს. ამას თან ერთვის, იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც სტატუსის მომლოდინეთა რიგებშია ჩაწერილი. ამდენდ, სურათი კატასტროფულია. 

ქეთო გოგოხია
16.12.2024

არჩევნების შემდეგ საქართველოს ეკონომიკა გარკვეული გამოწვევის წინაშეა. მართალია, უკვე პრეზიდენტიც არჩეულია და ფაქტობრივად, ყველა სახელისუფლებო შტოს დაკომპლექტების პროცესი დასრულდა, მაგრამ საზოგადოებრივი პროტესტი მაინც გრძელდება, რაც ეკონომიკაზე იმოქმედებს. სპეციალისტები შექმნილ ვითარებას არაერთგვაროვნად აფასებენ. ნაწილი ფიქრობს, რომ პროტესტი არ არის იმ მასშტაბის, რომ ეკონომიკური წინსვლა დაამუხრუჭოს. ნაწილს საპირისპირო მოსაზრება აქვს და ქვეყნის ეკონომიკაში სერიოზულ ვარდნას პროგნოზირებს.

ნატალია ჯვარიძე
16.12.2024

უკრაინაში მშვიდობის მიღწევა მხოლოდ კომპრომისებით, მათ შორის ტერიტორიული დანაკარგებითაა შესაძლებელი, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა პიტერ პელეგრინმა განაცხადა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პიტერ პელეგრინმა ადგილობრივ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას დათმობაზე წასვლა მოუწევს.

ნატალია ჯვარიძე
16.12.2024

საქართველოს მთავრობა ლიეტუვის და ესტონეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პრემიერ ირაკლი კობახიძის მიმართ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას უფლება აქვს მათ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს, თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ასეთი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილი არ იქნება.

თამთა ჩაჩანიძე
16.12.2024

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არსად წასვლას არ აპირებს, სანამ ახალი არჩევნების შედეგად არ დალაგდება მმართველი რგოლები, "ქართული ოცნება" კი კოლეგიის მიერ ახლადარჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას 29 დეკემბერს გეგმავს. გვექნება თუ არა "ორპრეზიდენტიანობა" და რა პროცესებს უნდა ველოდოთ?

ნატალია ჯვარიძე
15.12.2024

ევროკავშირში, შესაძლოა, „მსურველთა კოალიცია" ჩამოყალიბდეს, რომელშიც ის სახელმწიფოები შევლენ, ვისაც მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს ხელისუფლებისათვის სანქციების დაწესება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ორშაბატს ევროკავშირი ვერ შეძლებს სანქციებზე შეთანხმებას. რამდენად რეალურია გერმანულ მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია და რა პოლიტიკური შედეგები ექნება ამასა?


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×