ნატალია ჯვარიძე 23.02.2025

თითქმის 3-თვიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელისუფლებამ პროტესტის მინიმალიზებისათვის ახალი სგრატეგია აირჩია - აქციის მონაწილეთა მასობრივი დაჯარიმება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ამით ცდილობს იმ ფონდებისთვის თანხების შემცირებას, რომელიც აქციებისთვის არის გამოყოფილი და რაც თავისთავად გამოიწვევს პროტესტის შეწყვეტას.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.02.2025

„ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადებას არ აპირებს და ივლისისთვის მოსახლეობას უკვე ეცოდინება არჩევნების კონკრეტული თარიღი. ანალიტიკოსები ამბობენ, დროის გასვლასთან ერთად,ოპოზიციას ახალი თავსატეხი გაუჩნდება - გააგრძელოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა, თუ დაიწყოს მზადება ადგილობრივი არჩევნებისათვის.როგორი გადაწყვეტილება იქნება ოპოზიციისთვის უფრო ოპტიმალური?
|
თამთა ჩაჩანიძე 23.02.2025

ოკუპირებულ აფხაზეთში 1-ლ მარტს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პირველი ტურში, რომელიც 15 თებერვალს ჩატარდა, ხუთი ე.წ. კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ შეძლო 50%-იანი ბარიერის გადალახვა, თუმცა გამოიკვეთა ორი ლიდერი, რომლებიც მეორე ტურში გავიდნენ - ყოფილი „ვიცე-პრეზიდენტი" ბადრა გუნბა (46.38%) და ოპოზიციონერი ლიდერი ადგურ არძინბა (36.92%). გარდა ამისა, პირველი ტურის შედეგები აფხაზეთში საკმაოდ მწვავე შიდა ეთნიკური დაპირისპირების მიზეზიც გახდა.
|
მარიამ ვეკუა 23.02.2025

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის, მთავრობა „დიდი ცვლილებების მოლოდინშია" - გერმანიაში ვადამდელი არჩევნები ტარდება. გამოკვეთილ ლიდერებს შორის წამყვან ადგილს ულტრამემარჯვენე პარტიაც იკავებს, რომელიც მისი ანტიევროპული მოწოდებებითაა ცნობილი. ადგილობრივ მედიაში წერენ, რომ არსებობს საფრთხე, გერმანიაში „ნაცისტური სცენარი" კვლავ გათამაშდეს, თუ აღნიშნული პარტია უმრავლესობას მოიპოვებს.
| |
ნატალია ჯვარიძე 22.02.2025

ორშაბათს, 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყებიდა 3 წელი სრულდება და ამ თარიღისთვის ყველა თავისებურად ემზარება - ამერიკელები გაეროში „ისტორიული რეზოლუციის" შეიტანეს, ერვოკავშირი ორშაბათს უკრაინისათვის ახალი, მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცებას გეგმავს, რუსებმა კი, უკრაინული დაზვერვის მონაცემებით, 24 თებერვალს შეიძლება ომი მოგებულად გამოაცხადონ.
|
თამთა ჩაჩანიძე 21.02.2025

მომავალ კვირას ვაშინგტონში ვიზიტით ევროპელი პოლიტიკური ლიდერები ჩადიან. ცოტა ხნით ადრე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის გეგმის დეტალები გახდა ცნობილი, რომელსაც დონელდ ტრამპს წარუდგენს. ეს გეგმა აღწერს თუ როგორ შეძლებენ ევროპული ძალები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი შეთანხმების დაცვას.
|
ნატალია ჯვარიძე 21.02.2025

„ოცნებამ" დაჩქარებული წესით „გრანტების შესახებ" კანონში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმად, გრანტების გაცემაზე პასუხისმგებელი სრულად სახელმწიფო იქნება. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ამის აუცილებლობა დღის წესრიგში დააყენა. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ შეტანილი ცვლილებები ბევრ კითხვას აჩენს და ის ვერ იქნება გამჭვირვალე. ანალიტიკოსების მოსაზრებები ამ საკითხზე დიამეტრულად განსხვავებულია.
|
მარიამ ვეკუა 21.02.2025

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაზე ევროპელი მომხსენებლები საქართველოზე მწვავე განცხადებებს აკეთებენ. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს „რეპრესიულს" უწოდებენ და საქართველოს ხელისუფლებას „სასტიკი ძალის" გამოყენებაში ადანაშაულებენ. ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ეუთოში მომხსენებლებს დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებას სთხოვენ, „ქართული ოცნების" პოლიტიკას კი პრაგმატულად და წარმატებულად მოიხსენიებენ.
|
ნატალია ჯვარიძე 21.02.2025

ქვეყანაში მიმდინარე შექმნილი ვითარების ფონზე, ოპოზიცია 25 თებერვალს მასშტაბურ აქციას აანონსებს და საზოგადოებას მოუწოდებს ქუჩაში გამოვიდნენ. მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს, რომ 25-ში საზოგადოებამ ახალ ოკუპაციასა და რუსულ რეჟიმს უარი უნდა უთხრას.
|
თამთა ჩაჩანიძე 21.02.2025

"ქართული ოცნება" მედიის კანონს აანონსებს და, როგორ თავად აცხადებენ, ეს იქნება ბრიტანულის ანალოგი. ახალი კანონის კონკრეტული შინაარსი ჯერ ცნობილი არაა, თუმცა წინასწარ რაც ვიცით ისაა, რომ ძირითადად ე.წ. ფეიკ ნიუსებს შეეხება. ამავე კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, ჟურნალისტური სტანდარტები და განისაზღვრება ამ სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმი.
|
მარიამ ვეკუა 21.02.2025

მწვავე დაპირისპირების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი მზადაა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთსასარგებლო შეთანხმებებს მიაღწიოს ინვესტიციებსა და უსაფრთხოებაზე. ამის შესახებ ინფორმაცია კიევში ვიზიტით მყოფ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ კით კელოგთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. უკრაინაში იმედოვნებენ, რომ კილოგი „პროუკრაინულ თამაშს" ითმაშებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|