თამთა ჩაჩანიძე 14.02.2025

მიუნხენში უსაფრთხოების სამდღიანი 61-ე კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 60-მდე ლიდერი, მათ შორის აშშ-დან და ასობით სხვა წარმომადგენელი. საქართველოდან კონფერენციაში ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იღებენ მონაწილეობას. საქართველოს ხელისუფლება წარმოდგენილი არ არის.
|
მარიამ ვეკუა 14.02.2025

„ტყუილებით სავსე რეზოლუცია" - მმართველი პარტია უპრეცედენტო ევრორეზოლუციას ეხმაურება, სადაც ევროპარლამეტი საქართველოს „ქართული ოცნების" „არალეგიტიმური რეჟიმის" მიერ დაპყრობილ სახელმწიფოდ მიიჩნევს. „ოცნებაში" ანონსებენ, რომ „დიფ სტეიტი" ევროკავშირს გაანდაგურებს, ხოლო რეზოლუციაში აღნიშნულ ბრალდებებს „ფანტასმაგორიულს" უწოდებენ.
|
მარიამ ვეკუა 14.02.2025

აშშ შესაძლოა ევროკავშირის შურისძიების მთავარი სამიზნე გახდეს. სტრტატეგია „რკინის მუშტი ხავერდის ხელთათმანში" ევროკავშირი ტრამპის წინააღმდეგ რევანშისტულ გეგმას აანონსებს. ევროპელი ლიდერები ხაზგასმით ამბობენ, რომ თუ ტრამპი ტარიფებს გაზრდის, ევროკავშირის პასუხიც შესაბამისი იქნება - „ევროკავშირი შესაძლოა თავისი ბოლო სავაჭრო ომისთვის ემზადება".
|
ნატალია ჯვარიძე 14.02.2025

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის „დიდ შვიდეულში" დაბრუნება სურს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტრამპი ცდილობს რუსეთის დაშოშმინებას, რადგან დაპირისპირება არ გაგრძელდეს. რაც შეეხება რუსეთის „დიდ შვიდეულში" დაბრუნებას, ისინი ამ ეტაპზე ამას ნაკლებად ელოდებიან იქიდან გამომდინარე, რომ ეს მთელ რიგ პროცესებს მოითხოვს.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.02.2025

„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრძოლის "ახალ ეტაპზე გადასვლას" აანონსებს, „როდესაც ფართომასშტაბიანი აქციები და პროტესტი იქნება". ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ გაზაფხულიდან აქციები ნამდვილად მოსალოდნელია, თუმცა განსხვავებული მოლოდინი აქვთ.
|
ირმა ჩიტაია 13.02.2025

ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ უძრავი ქონების ბაზარზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. პროცესი განსაკუთრებით უარყოფითად ბინების რეალიზაციაზე აისახა. მართალია გაიაფება არ მომხდარა, მაგრამ ფაქტია, გაყიდვის პროცესი ბროკერებისთვის გართულდა და მყიდველთა მოზიდვა და მოძიება გაჭირდა. განსაკუთრებით პრობლემურია იმ კომპანიების მუშაობა, რომლებიც უცხოელ მომხმარებლებზე გადიოდნენ. ამ სეგმენტში დიდი ვარდნაა.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.02.2025

"ნაცმოძრაობის" სამართლებრივი შეფასების საპარლამენტო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. ამასთან, ახალი დეტალები ხდება ცნობილი, რომლის მიხედვითაც, კომისიას შეუძლია მოქალაქეებისგანაც მიიღოს ინფორმაცია და "არ არის აუცილებელი იყოს მხოლოდ მსხვერპლი, შეიძლება იყოს მოწმე ან პროცესის მონაწილე". ამასთან, 2008 წლის ომის გარდა შესწავლის საგანი 2007 წლის კოდორის სპეცოპარაციაც იქნება.
|
ქეთო გოგოხია 13.02.2025

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას საფრთხე არ ემუქრება. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მასშტაბური პროექტის მიღმა მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები დგანან და ნაწილიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ევროკავშირიდან გრანტების შეჩერების შემთხვევაშიც კი, ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვეულებრივ განხორციელდება. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მათი შესაძლო შეჩერების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ცრუ ნარატივს ემსახურება და საფუძველს მოკლებულია.
|
ნატალია ჯვარიძე 13.02.2025

ომი ყაიმებით არ სრულდება, მთავრდება გარკვეული მორიგებით, სადაც ერთი უფრო აგებს, მეორე უფრო იგებს. ასე რომ, მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" უკრაინის ომის დასრულების შესახებ ესაუბრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.02.2025

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შესაძლოა გლობალური მასშტაბის ძვრების მიზეზი გახდეს. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ვლადიმერ პუტინთან შეთანხმდა, რომ შესაბამისმა გუნდებმა „დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები" რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე. მხარეები კონტაქტების გაგრძელებასა და შეხვედრის ორგანიზების შესახებ შეთანხმდნენ.
|
რეზონანსი 13.02.2025

ვენა ავსტრიის დედაქალაქი და ასევე ავსტრიის ცხრა მხარიდან ერთ-ერთია. 1,6 მილიონი მოსახლეობით ვენა ავსტრიის უდიდესი ქალაქია, ისევე როგორც მისი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი. არის ევროპის კავშირის სიდიდით მეათე ქალაქი.
|
ნატალია ჯვარიძე 13.02.2025

ოპოზიციაში საუბრობენ, რომ ახლა რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, მასშტაბური აქციებია. თან აანონსებენ, რომ მასობრივი გამოსვლები 15-სა და 25 თებერვალში იქნება. ასევე გაჟღერდა, რომ აქცია გაიმართება 18 თებერვალს, „ოცნების" საპატიო თავმჯომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეზე. ანალიტიკოსების მოსაზრებები აქციის მასშტაბსა და მნიშვნელობაზე განსხვავებულია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|