ნატალია ჯვარიძე 07.02.2025

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის სანქციების დაწეესებას ევროკავშირის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, თუმცა მას ამ გადაწყვეტილებაში „ქართული ოცნების" მთავარი მოკავშირე უნგრეთი მხარს უჭერს. როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს მთავრობა ასეთ შემთხვევაში, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ სასამართლოში რუსეთთან რამდენიმე საქმე მოგებული აქვს?
|
თამთა ჩაჩანიძე 07.02.2025

საპარლამენტო მანდატების გაუქმების პარალელურად, ოპოზიცია კვლავ გერთიანებაზე ალაპარაკდა. მათი ნაწილი კი იმ ჩავარდნებზე საუბრობს, რის გამოც ბარიერგადალახული პოლიტიკური პლატფორმები არსებულ სიტუაციასთან გამკლავებას ვერ ახერხებენ და აცხადებენ, რომ „კარდინალური ცვლილებების დროა და რაღაც ახალია მოსაფიქრებელი".ამაზე დიდი დისკუსია აქვს ოპოზიციური ელექტორატს სოცქსელებში და ანალიტიკოსებიც გარვეულ კონფიგურაციებზე მსჯელობენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ გაერთიანება გამოსავალი არ არის.
|
ნატალია ჯვარიძე 07.02.2025

აშშ-ში ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად საუბრობენ უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. ეს კი კიევში ამძაფრებს ეჭვებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლებიდან ჩამოშორება სურს. მოსკოვშიც მიანიშნებენ, რომ ეს მათთვისაც მისაღებია და მნიშნელოვნად გააადვილებს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას.
|
ირმა ჩიტაია 06.02.2025

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ფონი სამშენებლო სექტორს აზარალებს. ბიზნესს უჭირს მუშახელისთვის ხელფასის გაზრდა, ზოგი პროექტი კი უპერსპექტივობის გამო დახურვის პირასაა. ფაქტია, რეალიზაცია მზარდი არაა, ძვირდება სამშენებლო მასალები, რაც ართულებს საქმიანობას. თუ ასე გაგრძელდა, კომპანიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მათ არათუ ანაზღაურების ზრდა, არსებული მუშახელის შენარჩუნებაც კი გაუჭირდებათ.
|
თამთა ჩაჩანიძე 06.02.2025

„ქართული ოცნება" იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობებს დაალაგებს და ამის მთავარი წინაპირობა მათ შორის არსებული ღირებულებითი თანხვედრაა. გარდა ამისა აცხადებენ, რომ „ქართულ-ამერიკული ურთიერთიბები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ „დიპ-სთეითის" დამარცხებაზე იქნება დამოკიდებული". რა მთავარი ფაქტორები იმოქმედებს „ოცნების" გეგმაზე და რა დაბრკოლებები შეიძლება შეხვდეს ვაშინგტონთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობას?
|
ქეთო გოგოხია 06.02.2025

მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების გავლენა ქართულ სავალუტო ბაზარსაც მისწვდა. ლარის კურსმა მოულოდნელად გამყარებისკენ აიღო გეზი, რასაც არავინ ელოდა. ზუსტად ერთ კვირაში ეროვნული ვალუტა 7 პუნქტით გამყარდა და ამ დროისთვიოს 2,80-იან ნიშნულს ჩამოსცდა. ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ კურსის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება.
|
მარიამ ვეკუა 06.02.2025

პარტია „გახარია საქართველოსთვის" ოპოზიციის მხრიდან საყოველთაო კრიტიკის ობიექტი გახდა. პირველ რიგში მათ სოციალურ ქსელში გავრცელებული ბანერის გამო საყვედურობენ. გარდა ამისა, ოპოზიციაში საეჭვოდ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ არ მოითხოვა თავისი საპარლამენტო მანდატების გაუქმება და პრაქტიკულად ღიად საუბრობენ მასსა და „ქართულ ოცნებას" შორის შესაძლო გარიგებაზე.
|
მარიამ ვეკუა 06.02.2025

ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა მწვავდება, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში „რუსული სახლის" დახურვა განიზრახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს შესაძლოა იყოს ოფიციალური ბაქოს პასუხი „აზერბაიჯანის ავიხაზების" („აზალ") კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, რადგან ამასთან დაკავშირებით კრემლის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აზერბაიჯანში არასაკმარისად მიიჩნევენ.
|
ნატალია ჯვარიძე 06.02.2025

სოხუმის აეტოპორტი პრაქტიკულად დასრულდა და პირველი სატესტო ფრენა თებერვალში შედგება, რეალური მიმოსვლა კი უკვე მაისში დაიწყება. მისი რეაბილიტაცია 2023 წელს დაიწყო და რუსულ მხარეს ამაში 12 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 350 მილიონი ლარი) აქვს ჩადებული. ამასთან, დე ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებული „ხელშეკრულების" თანახმად, აეროპორტი 49-წლიანი იჯარით რუსეთს აქვს გადაცემული.
|
თამთა ჩაჩანიძე 06.02.2025

„ქართული ოცნება" მედიის ახალ კანონს ამზადებს, რომელიც ბრიტანულის ანალოგი იქნება. მათივე ცნობით, ამ კანონით განისაზღვრება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და შეიზღუდება მედიის უცხოური წყაროებიდან დაფინანსება, ოღონდ ეს არ შეეხება კომერციულ რეკლამებს. ამასთან, მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ერთ-ერთი მთავარი მიზანი" ე.წ. ფეიკ ნიუსებთან ბრძოლა იქნება. რა ჩაითვლება ამ კანონის მიხედვით კანონდარღვევად მედიისა და ჟურნალისტებისთვის და რა სანქციები შეიძლება დაწესდეს?
|
ნატალია ჯვარიძე 06.02.2025

უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას უკრაინასა და რუსეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი წარადგენს. ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი" წერს. ინფორმაციას კელოგიც ადასტურებს, ოღონდ მანამდე უკრაინაში ჩავა ბოლო დეტალების შესათანხმებლად. ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილი ტრამპის სამშვიდობო გეგმას სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ ის რეალურ შედეგს ვერ მოიტანს.
|
გვანცა წულაია 05.02.2025

უახლოეს მომავალში საქართველოში შესაძლოა ზეთი, შაქარი, ბურღულეული და რძის პროდუქტები გაძვირდეს. ამის მიზეზი რუსეთში სურსათის ექსპორტის შეზღუდვაა, რაზეც ამ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. იანვრის ბოლოს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ვითარება შიდა ბაზრის სასარგებლოდ არ განვითარდა, მოსკოვი სურსათის ექსპორტზე შეზღუდვას დააწესებს. როგორც ქართველი იმპორტიორები განმარტავენ, დეფიციტი არ იქნება, მაგრამ პროდუქცია გაძვირდება, ვინაიდან ალტერნატიულ ბაზარზე გადართვა მოუწევთ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|