მარიამ ვეკუა
27.02.2025

„მედიის შესახებ კანონპროექტის" გარშემო საუბარი არ წყდება. მმართველი პარტია აცხადებს, რომ კანონპროექტი მხოლოდ ობიექტურობის სტანდარტის დაწესებას ითვალისწინებს. ხელისუფლება აანონსებს, რომ მედია თვითრეგულირებიდან სახელმწიფო რეგულირებაში გადავა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს „ცენზურის ინსტრუმენტის" ხელში ჩაგდება და ქვეყანაში კრიტიკული აზრის ჩახშობას.

თამთა ჩაჩანიძე
27.02.2025

მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 5-პუნქტიანი გეგმა ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის გარკვეულწილად მიუღებელი აღმოჩნდა. ენმ-ში ამბობენ, რომ ესაა "თავის მოტყუება", რადგან პირველი რიგის ამოცანა უნდა იყოს არა ახალი არჩევნების გეგმა, არამედ "სისტემის დემონტაჟი", გახარიას პარტიაშიც აცხადებენ, რომ არავისთან არც გაერთიანდებიან და არც ერთიან სიაში შევლენ.

ქეთო გოგოხია
26.02.2025

დიდთოვლობისა და უგზოობის გამო დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან სოფლებში სასურსათო მაღაზიების მომარაგება ვერ ხერხდება. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ამ მხრივ გურიასა და აჭარაშია. სოფლებში სავაჭრო ობიექტებამდე მისვლა ვერ ხერხდება და მოქალაქეების ერთმანეთის იმედად არიან. სადაც მაშველები მივიდნენ, ხალხს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა ბევრი ისეთი სოფელია, რომელთა მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათ, ელემენტარულად, პურის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ.

გვანცა წულაია
26.02.2025

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უძრავი ქონების ბაზრის წახალისებისთვის იპოთეკის დაკრედიტების რეგულაციები გაამარტივა. კერძოდ, სესხში შესაძლებელი ხდება პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10%, 90% კი - კრედიტი, ნაცვლად აქამდე მოქმედი წესისა, რომელიც განსაზღვრავდა, რომ მომხმარებელი ბინის შესაძენად დებდა 15%-ს, ხოლო ბინის ღირებულების 85%-ს ბანკისგან იღებდა. 

თამთა ჩაჩანიძე
26.02.2025

"ფარა"-ს კანონს, რომელიც "ოცნების" თქმით, ამერიკული კანონმდებლობიდან სიტყვა-სიტყვით თარგმნეს, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები ახლავს თან. კანონპროექტის მიხედვით, "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" დარღვევა, გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით.

 

ნატალია ჯვარიძე
26.02.2025

უკრაინის ტერიტორიაზე ევროპელი სამშვიდობოების განთავსებაზე მოსკოვის პოზიცია ცნობილი გახდა - საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ამგვარ ვარიანტებს არ განიხილავს. ამასთან, ლავროვმა თქვა, რომ ომის ფრონტის ხაზზე გაყინვა არ მოხდება.

მარიამ ვეკუა
26.02.2025

კონსესუსი შედგა - უკრაინა მზადაა, ამერიკის შეერთებულ შტატებს წიაღისეული გადასცეს. საბოლოო დოკუმენტს უკრაინის პრეზიდენტი ხელს, სავარაუდოდ, ხუთშაბათს მოაწერს, მას შემდეგ, რაც საბოლოო დეტალებიც დაზუსტდება. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ, მედიასთან ოთხშაბათს განაცხადა. ტრამპი უკრაინის გადაწყვეტილებით აღფრთოვანებულია და ამბობს, რომ ეს „დიდი გარიგება და დიდი საქმეა".

ნატალია ჯვარიძე
26.02.2025

„მოსახლეობამ პირველ რიგში დათოვლილი სახლები უნდა გაწმინდოს. მესმის, რომ ეს ძალიან რთულია და ბევრ რისკებთანაა დაკავშირებული, მაგრამ სხვანაირად სახლები დაინგრევა", - აცხადებს „რეზონანსთან" „მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ურჩევს, რომ გზებზე სიარულს მაქსიმალურად მოერიდონ.

თამთა ჩაჩანიძე
26.02.2025

25 თებერვლის აქციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო, თუმცა როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, ვადაზე ადრე არჩევნების ჩანიშვნის საკითხი არ განიხილება. ოპოზიცია კი გაზაფხულზე "გადამწყვეტ ბრძოლას" აანონსებს, პროტესტანტები კი ამბობენ, რომ აქციები უწყვეტი იქნება, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

თამთა ჩაჩანიძე
25.02.2025

მიმდინარე და მომდევნო კვირა საკმაოდ დატვირთულია ისეთი შეხვედრებითა და კონსულტაციებით, რომელიც, სავარაუდოდ, გადამწყვეტი იქნება უახლოესი ათწლეულების მსოფლიო მოწყობის თვალსაზრისით. ევროპელი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ერთმანეთის მიყოლებით ხვდებიან, 6 მარტს კი ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი იმართება. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ყველაფერი ეპოქალურ ცვლილებებს მოასწავებს, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ სრულდება ერა, როდესაც ევროპის უსაფრთხოება აშშ-ს ჰქონდა „გადაბარებული" და ახლა ევროპა, უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომისა და რეალური საფრთხეების ფონზე, ფაქტიურად დამოუკიდებლად ცდილობს თავისი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებას.

ნატალია ჯვარიძე
25.02.2025

სამი გარდაცვლილი, ათეულობით დაზარალებული და დანგრეული სახლი. ასეთია ბოლო მონაცამები დასავლეთ საქართველოდან, სადაც ხალხი დიდთოვლობას ებრძვის. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა გურიასა და აჭარაში, სადაც მოსახლეობის ნაწილი დენისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვნენ.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×