ნატალია ჯვარიძე
07.03.2025

„საინტერესოა, ვისი ფულით დადიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საზღვარგარეთ ტურებში, რათა ზოგიერთი უცხო ქვეყნის ხელისუფლებას საქართველოში კანონიერი ხელისუფლების შეცვლაში დაეხმარონ" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა. მან ოპოზიციონირების ესტონეთში ვიზიტზე აღნიშნა, რომ ისინი იმ დედაქალაქებში არიან, რომლებიც საქართველოში კანონიერი ხელისუფლების შეცვლას ცდილობენ.

თამთა ჩაჩანიძე
06.03.2025

7 მარტს ასი დღე ხდება, რაც პროტესტი უწყვეტად მიდის, ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავარი მოთხოვნა - ახალი არჩევნები, კვლავ დღის წესრიგშია და „ფოკუსის გადატანას სხვა მიმართულებით არ აპირებენ". კითხვებზე, რა გვაჩვენა პროტესტის ასმა დღემ და როგორ გაგრძედება პროცესი, ანალიტიკოსები განსხვავებულ სცენარებზე საუბრობენ.

გვანცა წულაია
06.03.2025

მიმწოდებლებსა და სავაჭრო ობიექტებს შორის ურთიერთობის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირების საკითხი შესაძლოა, დღის წესრიგში ისევ დადგეს. კონკურენციის სააგენტო ორი წლის წინ თაროზე შემოდებულ მონიტორინგის პროცესს აგრძელებს. როგორც ლექვინაძის უწყებაში ადასტურებენ, წლიდან წლამდე სავაჭრო ქსელების მიერ მიმწოდებლებისთვის დაკისრებული ხარჯი მზარდია.

ქეთო გოგოხია
06.03.2025

შუა დერეფნის როლი იზრდება. ბოლო პერიოდში დიდი ინტერესია ცენტრალური აზიის ქვეყნების მხრიდან, მათ შორის, უზბეკეთიდან. მხარეებს შორის მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს, რაც კიდევ ერთი  პირობაა, რომ გადაზიდვებზე მეტი მოთხოვნა გაჩნდეს. ამას კი განაპირობებს ქვეყნის მშვიდობიანი კურსი. როცა აღმოსავლეთში დაძაბულობაა, სუეცის არხში პრობლემა მოგვარებული არ არის, უკრაინაში კი ომი გრძელდება, აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალი დერეფანი მეტი დატვირთვას იძენს.

ნატალია ჯვარიძე
06.03.2025

„რატომ არის სწორი, რომ ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს? თუ მიაჩნია, რომ მხარდამჭერები ჰყავს, აქ გამოჩნდება თეთრი და შავი. ჩემი აზრით, ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს და თუ არ მიიღებს, ეს იქნება მათი მარცხი და არამართებული გადაწყვეტილება", - განაცხადა პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ „რეზონანსთან" ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის გეგმაზე საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
06.03.2025

მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „საერთო დოკუმენტზე" მუშაობს, რომელიც ოპოზიციის პროგნოზით, უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. მანამდე კონსულტაციებს მართავს როგორც ელჩებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე აქტივისტებთან და ოპოზიციონერებთან. რაც წინასწარ ხდება ცნობილი, დოკუმენტში ერთობა უნდა დაფიქსირდეს, თუმცა ოპოზიციის ნაწილი ამაზე ვერ თანხმდება. ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ახლაც „ქართული ქარტიის" სცენარით წავა პროცესი.

მარიამ ვეკუა
06.03.2025

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებებმა კრემლი გააღიზიანა. მაკრონმა ხუთშაბათს თქვა, რომ რუსეთი ევროპისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ახალი ინიციატივით გამოვიდა - მოითხოვა დებატები, რათა საფრანგეთმა საკუთარი ბირთვული იარაღით ევროპელი მოკავშირეების უსაფრთხოებაც უზრუნველყოს. მალევე, ექსპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა და არაუგვიანეს 2027 წლის 14 მაისისა „გაქრობა" უწინასწარმეტყველა.

ნატალია ჯვარიძე
06.03.2025

ვაშინგტონმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და ყველა სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა შეაჩერა. ანალტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით, მთავარია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის" სისტემები არ გაუთიშოს, რაც ძალიან მძიმე შედეგს გამოიწვევს, დახმარების შეწყვეტა კი მოკლევადიანი აქტია და მალევე აღმოიფხვრება.

გვანცა წულაია
05.03.2025

ეროვნულ ვალუტას არანაირი საფრთხე აღარ ელის, ამიტომ საფინანსო ბაზარზე სტაბილიზაცია და მყარი გაცვლითი კურსია მოსალოდნელი. რადგანაც ყველა კრიზისი დაძლეულია, პოლიტიკური დაძაბულობა გაფანტულია და ეკონომიკაც იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულმა ვალუტამ პრობლემები უკან მოიტოვა. ამიტომ, დიდი ალბათობით, ლარი ახალ წონასწორულ ნიშნულს იპოვის. 

ქეთო გოგოხია
05.03.2025

ზამთრის ტურისტული სეზონი, პრაქტიკულად, მთავრდება. მთის კურორტებზე პოლიტიკური პროცესების გავლენა არ ასახულა. დამსვენებლების მოზიდვას განსაკუთრებით ამინდმა შეუწყო ხელი, თითქმის ყველა კურორტზე ხალხმრავლობა იყო. თუკი ბაკურიანში სექტორი, ძირითადად, ადგილობრივი ტურისტების იმედადაა, გუდაურში უმეტესობას უცხოელები შეადგენდნენ, მესტიის შემთხვევაში  ორივე სეეგმენტი აქტიურობდა. დაძაბული სეზნის მიუხედავად, კურორტებზე მდებარე სასტუმროები 80%-იან დატვირთვაზე ავიდნენ.

თამთა ჩაჩანიძე
05.03.2025

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის "ახლადარჩეულ" დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას ხვდება, ჯერჯერობით უცნობია რაზე ისაუბრებენ ისინი, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, პუტინმა გუნბა დიდი ალბათობით იმ პირობების შესრულებისთვის დაიბარა, რასაც ე.წ. წინასაარჩევნოდ დაჰპირდა კრემლს ასლან ბჟანიას გუნდი.

ნატალია ჯვარიძე
05.03.2025

„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. როგორც ცნობილია, ბაჩიაშვილმა 2 მარტს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×