მარიამ ვეკუა
15.03.2025

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისა და აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის შეხვედრა ისევ საყოველთაო მსჯელობის საგანია. ხელისუფლების მხარდამჭერები ამას აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან „ოცნების" ხელისუფლების აღიარებად მიიჩნევენ, მათი ოპონენტები კი, საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით, აშშ-ის მხრიდან შესაძლო მკაცრს გზავნილებზე აკეთებენ აქცენტს. რისი მაჩვენებელია ეს შეხვედრა და რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებისგან?

ნატალია ჯვარიძე
15.03.2025

ოპოზიციაში უკვე არის მინიშნებები იმაზე, რომ შესაძლოა 31 მარტისთვის დაგეგმილი დიდი ერთობა ჩაიშალოს, რადგან მათ წრეში არიან ძალები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის გარეშემო გაერთიანებას ეწინააღმდეგებიან. ანალიტიკოსებს უჭირთ კონკრეტული პირებისა და პოლიტიკური აქტორების დასახელება, თუ ვინ შეიძლება ამ ერთობის წინააღმდეგი იყოს, თუმცა მიზეზებზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანება არავის უნდა.

ნატალია ჯვარიძე
15.03.2025

„ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი გაიყიდა. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამის მიზეზი ფინანსური პრობლემები და ხალხთან ახლოს ყოფნის სურვილია. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე პარტიაში ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ ახალი ოფისი შედარებით ნაკლებად ძვირადღირებული იქნება.

თამთა ჩაჩანიძე
14.03.2025

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე ინფორმაცია სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის პირით შეუთვალა. როგორც კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, პუტინი ტრამპის ინიციატივას "მხარს უჭერს", თუმცა, "გააჟღერა რამდენიმე კითხვა, რომელსაც ერთობლივად უნდა გაეცეს პასუხი".

მარიამ ვეკუა
14.03.2025

„ქართული ოცნება" ნარკოპოლიტიკას ამკაცრებს. ამ მიმართულებით ცვლილებები 8 სხვადასხვა კანონში შედის, იზრდება თავისუფლების აღკვეთის ვადები და მკაცრდება ზომები. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ამ ინიციატივის გამოჩენა ცინიზმია, რადგან მსხვილი ნარკორეალიზატორები სახელმწიფოს გარეშე ვერ ფუნქციონირებენ, ხოლო „ოცნებაში" აღნიშნავენ, რომ ოპოზიციის ერთადერთი დანიშნულება „მუდმივი უკმაყოფილების გამოხატვაა".

თამთა ჩაჩანიძე
14.03.2025

ნაწილი ოპოზიციისა კატეგორიულ უარს აცხადებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, ნაწილი კი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, „უმჯობესი იქნება, თუ ექსტრემისტული პარტიები არჩევნებზე არ გამოვლენ", ამასთან, იმედს გამოთქვამენ, რომ ოპოზიცია ჩაერთვება პროცესში.

მარიამ ვეკუა
14.03.2025

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადმირ პუტინმა გუშინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კურსკის ოლქში შესაძლოა მალე დარჩენილი უკრაინელი ჯარისკაცების „ფიზიკური ბლოკადა" განხორციელდეს, საიდანაც ცოცხლად გასვლას ვერავინ მოახერხებს, უკრაინული მხარე ამ კვირაში ალყაში მოქცევას არ ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ „ბრძოლა გართულდა".

ნატალია ჯვარიძე
14.03.2025

ჩიხში შესული საპროტესტო პროცესის ფონზე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც ლიდერის ჩანაცვლებაა საჭირო, თუმცა ვერ ასახელებენ ისეთ კანდიდატს, რომელიც შეძლებს როგორც შიდა, ასევე საგარეო პროცესების მართვას. ამავე დროს, ბევრი ოპოზიციაში ხვდება, რომ აუცილებელია ისეთი ფიგურა, ვინც აქციებს ჩაუდგება სათავეში.

ირმა ჩიტაია
13.03.2025

უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში, ძირითადად, არალეგალურად საქმიანობენ. ქართულ ბაზარზე ისინი მეტწილად იაფი მუშახელი არიან, რის გამოც ადგილობრივებს მათთან კონკურენცია უჭირთ. იმიგრანტების ნაწილი რეგისტრაციის გარეშე საქმდება და ჩვენს მოქალაქეებს შრომით ბაზარზე სერიოზულ პრობლემებს უქმნიან. შექმნილი უკონტროლო სიტუაციის გამო დასაქმებულებს პროტესტი არაერთხელ გამოუხატავთ, მაგრამ სამწუხაროდ, სურათი კვლავ საგანგაშოა. 

გვანცა წულაია
13.03.2025

პოლიტიკური მიზნების მისაღწევად საქართველოს მისამართით ბრალდებები არ წყდება. შიდა თუ გარე ძალამ, ყველა ხერხს მიმართა იმისთვის, რომ ქვეყანა დაზარალებულიყო, მაგრამ მათი არაერთი გეგმა ჩავარდა. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს მცდელობა, ისეთი სურათი შეიქმას, თითქოს, ქვეყანაში ბიზნესსაც აქვს პრობლემა და ვერც ეკონომიკა ვითარდება.

თამთა ჩაჩანიძე
13.03.2025

რუსეთი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის მოთხოვნებს აყენებს, რომელიც ადრინდელის მსგავსია. მანამდე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ თუ პუტინი ერთთვიან ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, "დამანგრეველ" სანქციებს დაუწესებს რუსეთს და უკრაინას იარაღის მიწოდებას გაუზრდის.

თამთა ჩაჩანიძე
13.03.2025

"ქართული ოცნება" კვლავ აცხადებს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში გარე ძალები ერევიან და განსაკუთრებით ბოლო სამ წლის განმავლობაში ქვეყნის ომში ჩართვაც კი სურდათ. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, გარდა ამისა, გარე ძალები საარჩევნო კამპანიაშიც ერეოდნენ და პირდაპირ ხელს ადებს ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩისნკის.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×