რეზონანსი
03.03.2025

1-2 მარტს საქრთველოში Medicine Aesthetic Summit (MAS) ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს ასობით ქართველმა და რამდენიმე უცხოელმა სპეციალისტმა, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას ესთეტიკური მედიცინის თანამედროვე მიდგომები, უახლესი ტენდენციები და პრაქტიკული გამოცდილება გააცნეს.

ქეთო გოგოხია
03.03.2025

პურის ფასი კიდევ ერთხელ დაკორექტირდება, პარალელურად კი მთავრობამ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი კიდევ გაახანგრძლივა, ოღონდ ამჯერად მხოლოდ ერთი თვით. გადაწყვეტილება უკავშირდება საიმპორტო გადასახადის პარამეტრების შეცვლას, ვინაიდან რუსეთში  ფასები იცვლება და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, კონკურენციის პირობები შენარჩუნდეს. ახალი ფასების დინამიკა სწორედ მარტის ბოლოდან ან აპრილის დასაწყისიდან გამოიკვეთება.

მარიამ ვეკუა
03.03.2025

ახალი გარიგებისთვის მზადება იწყება - საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ახალ ინიციატივას აჟღერებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ფიგარო" ავრცელებს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებენ ევროპელები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის „მოლაპარაკებების მაგიდასთან" მოყვანასა და დათანხმებას.

ნატალია ჯვარიძე
03.03.2025

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩევნებში ბადრა გუნბას გამარჯვებაზე ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ახლა რუსეთს უფრო თამამად შეეძლება იმ კანონების გატანა, რომლებიც აქამდე ვერა და ვერ მიაღებინა აფხაზებს.

გვანცა წულაია
03.03.2025

საქართველოს ეკონომიკა ნახტომისებურ ზრდას 2025 წელსაც განაგრძობს. იანვრის შედეგი ისეთი მაღალი აღმოჩნდა, რომ ყველა გაკვირვეულია, რადგან ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას არავინ ელოდა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეკონომიკამ პოლიტიკურ დაძაბულობას თავი დააღწია და ამიტომ განვითარებას საფრთხე არ ემუქრება. 

თამთა ჩაჩანიძე
03.03.2025

უკრაინის საკითხმა დასავლეთი ორ ბანაკად გაყოფის ზღვარზე დააყენა - ეს მას შემდეგ უფრო გახდა სერიოზული განხილვის საგანი, რაც თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდს შორის შეხვედრა ცხარე კამათში გადაიზარდა.

ნატალია ჯვარიძე
03.03.2025

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა - ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს.

თამთა ჩაჩანიძე
02.03.2025

ევროპელ ლიდერებს უკრაინაშ ომის დასრულებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე ჯერ მთლად ხელი არ ჩაუქნევიათ და სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით კიდევ ცდილობენ თეთრი სახლის დარწმუნებას. თუმცა, პარალელურად, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი სათადარიგო გეგმასაც ამზადებს. ისინი კიევთან ერთად მუშაობენ, რათა ვაშინგტონს უახლოეს პერიოდში მათი ხედვა გააცნონ.

თამთა ჩაჩანიძე
02.03.2025

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკიდურესი დაძაბულობის ფონზე წარიმართა. იყო ე.წ. საარჩევნო უბანზე თავდასხმისა და შეიარაღებული დაპირისპირების ფაქტიც. ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველადი შედეგების გამოქვეყნებაც მაქსიმალურად გაწელა. რუსეთი კი უკვე ღიად ჩაერთო პროცესებში - აფხაზეთში მომხდარ ინციდენტსა და ანტისომხურ გამოსვლებზე დე ფაქტო უწყებების ნაცვლად, საქმეები რამდენიმე მუხლით უშუალოდ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა.

მარიამ ვეკუა
02.03.2025

ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა, ამჯერად აშშ-ის პროზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ნაწილის რიტორიკა ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ ნეგატიურისკენ შეიცვალა, მეორე ნაწილი კი თავად „საინაუგურაციო დარბაზში“ მყოფ პოლიტიკოსებს „არასწორი მოლოდინების შექმნის გამო“ ადანაშაულებს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ოპოზიციაში მცირე წინააღმდეგობები არის, თუმცა ამას ჯერჯერობით ტოტალური სახე არ აქვს. რა ხდება ოპოზიციაში და რა პოლიტიკური პროცესების განვითარებას უნდა ველოდოთ?

მარიამ ვეკუა
01.03.2025

თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში პარასკევს გამართულ სკანდალურ შეხვედრას, რომელიც ერთის მხრივ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და მეორეს მხრივ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მწვავე კამათში გადაიზარდა, უკვე მოყვა პირველი შედეგები - აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების გზებზე დაიწყო მსჯელობა. ევროპელი ლიდერები ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებენ, მოსკოვში კი ტრამპის განცხადებებით არიან კმაყოფილი.

ნატალია ჯვარიძე
01.03.2025

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სკანდალური საუბრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას განიხილავს. როგორ აისახება ეს რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე და რა შანსები აქვს უკრაინას ამერიკული სამხედრო დახმარების გარეშე?


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×