თამთა ჩაჩანიძე
25.02.2025

 „ქართული ოცნება" აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დაახლოებას ცდილობს და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამის ნათელი მაგალითია ბოლო პერიოდში გადადგმული სხვადასხვა ნაბიჯები თუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მისამართით გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები. ჩანს თუ არა მმართველი პარტიის მოქმედებებში რაიმე კონკრეტული გეგმის არსებობა და რამდენად წარმატებული იქნება მათ მიერ არჩეული სტრატეგია?

გვანცა წულაია
25.02.2025

ბოლო პერიოდში შექმნილ ეკონომიკურ პრობლემას საქართველოს მთავრობა ხელოვნურს უწოდებს. აქ იგულისხმება ოპოზიციის და გარე ძალების არაერთი მცდელობა, რომ როგორმე საქართველო ომში გახვეულიყო. მთავრობა ამბობს, რომ ამისთვის ყველაფერი კეთდებოდა და ახლაც კეთდება, თუმცა ქვეყნის მტრების გეგმას ასრულება არ უწერია. 

ნატალია ჯვარიძე
25.02.2025

სამშაბათს ცნობილი გახდა, თუ კონკრეტულად რა ცვლელებების შეტანას გეგმავს მმართველი პარტია მედიის შესახებ კანონში. იზღუდება პოზიციის გამოხატვა მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, ასევე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას. გარდა ამისა, კანონით საავტორო გადაცემისა და ინტერვიუს აღების სტანდარტები განისაზღვრება. როგორ შეიცვლება ქართული მედია კანონის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში და როგორ აისახება ეს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლოების ხარისხზე?

რეზონანსი
25.02.2025

წლევანდელი 24 თებერვალი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის მესამე წელია. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, კინოთეატრ „ამირანში" მაყურებელმა მაჩიეი შლეშიცკისა და ფილიპ ჰილესლანდის ფილმი, „ხალხი" იხილა, პოლონელი და უკრაინელი მსახიობების მონაწილეობით.

თამთა ჩაჩანიძე
24.02.2025

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აშშ-ს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომლის ერთ-ერთი პირველი თანასპონსორი საქართველოს მთავრობა იყო. რეზოლუციაში რუსეთმა შეიტანა შესწორებები, საბოლოოდ საქართველოს და აშშ-ს დელეგაციებმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს და მათთან ერთად კიდევ 68 ქვეყანამ, დოკუმენტს 89 მომხრე ჰყავს, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.

ირმა ჩიტაია
24.02.2025

შრომის ბაზარზე ურთიერთსაპირისპირო ტენდენციაა,  ერთი შეხედვით დასაქმება მატულობს, თუმცა ვაკანსიებზე ეს არ აისახება. სტატისტიკა, რომელსაც სხვადასხვა სააგენტოები აქვეყნებენ ნათლად გვიჩვენებს, რომ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა მატულობს, ხოლო გამოცხადებული ვაკანსიების მაჩვენებელი იკლებს. თუ ადრე ბიზნესი მუშახელის დეფიციტს უჩიოდა, დღეს პირიქითაა. 

ნატალია ჯვარიძე
24.02.2025

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 3 წელი გავიდა და ევროკავშირისგან ისმის დაპირება, რომ უკრაინის მხარდაჭერას გაგრძელდება - დახმარების შემდეგი პაკეტის 3,5 მილიარდი ევროს გადაცემა მარტშია დაგეგმილი. ამასთან, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი მიიღო. საქართველოს მთავრობა კი ამბობს, რომ გარკვეული ნაბიჯები უკრაინის დასახმარებლად გადაიდგა, თუმცა, უკრაინის ხელისუფლებიდან არასწორი აღქმა მოჰყვა.

ნატალია ჯვარიძე
24.02.2025

გერმანიის ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნების გამარჯვებულია ფრიდრიხ მერცის ბლოკი -ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი-ქრისტიან სოციალური კავშირი, რომელმაც ხმების დათვლის დასრულების შემდეგ წინასწარი შედეგების მიხედვით, 28.6% აიღო. ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია უკრაინის მხადაჭერას გააგრძელებს.

ქეთო გოგოხია
24.02.2025

ბარიატრიული (კუჭის დაპატარავების) ოპერაციების მიმართ ინტერესი მზარდია როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში. ამასთან დიდია რისკიც, რის გამოც ზოგიერთი შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდა. მსგავსი არაერთი ფაქტია თურქეთში, სადაც გაკეთებული ოპერაციის შემდეგ რამდენიმე პაციენტი დაიღუპა. პრობლემაა იმასთან დაკავშირებითაც, რომ უმეტესობა ოპერაციის გაკეთებას თანხმდება ისე, რომ როცა რეალურად ამის საჭიროება არც აქვს. 

ქეთო გოგოხია
24.02.2025

საქართველო სიღარიბის კრიტერიუმიდან თანდათან გამოდის. მართალია, ამ მიმართულებით გამოწვევები ჯერაც არსებობს, თუმცა სიღარიბის დონით, ჩვენი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა. სპეციალისტები ოფიციალურ კვლევებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ საქართველომ სიღარიბე დიდწილად დაძლია და უმუშევრობის დაბალი დონით, ასევე 1 სულ მოსახლეზე მშპ-ს სიდიდით, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა.

თამთა ჩაჩანიძე
24.02.2025

ევროკავშირი კვლავ ვერ ახერხებს უნგრეთისა და სლოვაკეთის გამო საქართველოს თემაზე შეთანხმებას, როგორც გაერთიანების უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ბრიუსელში ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა, სანქციების საკითხი დაყენებულია მათ წინააღმდეგ, ვინც იყენებს ძალადობას საქართველოში მშვოდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, თუმცა, ჯერჯერობით ორი ქვეყანა ვერ დაარწმუნეს.

ქეთო გოგოხია
24.02.2025

ნავთობპროდუქტების ბაზარზე მარაგების და ფასების მხრივაც სტაბილურობაა. ბოლო პერიოდში გლობალურ ბაზრებზე მინდინარე ტენდენციას ქართული კომპანიებიც ადეკვატურად პასუხობენ, თუმცა რეაგირება ობიექტური მიზეზის გამო ერთდროულად ვერ ხერხდება. როგორც ცნობილია, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 2024 წელს საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგი ჩაატარა და მისი ერთ-ერთი შენიშვნა სწორედ კომპანიების საფასო პოლიტიკას უკავშირდება.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×